ციტატა, თითქოს პატარაიას სურს, ბავშვები კაცებმაც გააჩინონ, სატირულია

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

52
VIEWS

15 აგვისტოს, ფეისბუქ გვერდმა სახელწოდებით “წადი შენი” ონლაინ მედია on.ge-ს სქრინი გააზიარა. ფოტოზე გამოსახულია ქალთა უფლებადამცველი ბაია პატარაია და შემდეგი სათაური: “ბავშვები კაცებმაც უნდა გააჩინონ, რომ ცოლებს შრომა შეუმსუბუქონ და ქალსაც დარჩეს დრო გულაობისთვის”. სქრინი ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ბაია პატარაიას მსგავსი კომენტარი საინფორმაციო პორტალ On.ge-ზე გამოქვეყნდა.

1
პოსტი, რომელიც საინფორმაციო პორტალ ON.ge-ს ვიზუალს იყენებს, სატირულია. აღნიშნული გვერდის აღწერაში მითითებულია, რომ ის სახალისო მასალებს ავრცელებს. სქრინზე დატანილი ციტატა გამოგონილია. ბაია პატარაიას მსგავსი შინაარსის განცხადება არ გაუკეთებია.

ქალთა უფლებადამცველი ბაია პატარაიას მიერ გაკეთებული მსგავსი განცხადების შესახებ ინფორმაცია ღია წყაროებში არ იძებნებმა. მსგავსი ინფორმაცია არც გამოცემა On.ge-ს ვებ-გვერდზეა განთავსებული.

სქრინი და On.ge-ს რეალური სტატიის ვიზუალი ერთმანეთისგან განსხვავდება. On.ge-ზე ბაია პატარაიას ამავე ფოტოთი გამოქვეყნებული მასალის სათაური სხვა შინაარსისაა, მითითებულია მასალის გამოქვეყნების დრო, ასევე მასალის თემატიკა, წყარო, საიდანაც ფოტოა აღებული, წაკითხვებისა და გაზიარებების რაოდენობა, მასალის ბმული და სოციალურ ქსელში გაზიარების ღილაკი. განსხვავებულია სათაურის ტექსტის ფერი, ზომა და ფონტიც.

2
პოსტის გავრცელება

ფეისბუქ გვერდს “წადი შენი” გვერდის აღწერაში მითითებული აქვს, რომ სახალისო პოსტებს ავრცელებს.

3

მიუხედავად ამისა, პოსტის კომენტარების მიხედვით, აუდიტორიამ ის რეალურად აღიქვა, რასაც მომხმარებელთა დიდი ნაწილის მხრიდან პატარაიას მიმართ შეურაცხმყოფელი კომენტაები მოჰყვა.

4

5

7
ბაია პატარაიას ყალბი ციტატა სოციალურ ქსელში წარსულშიც გავრცელებულა, მათ შორის On.ge-ს ყალბი სქრინების გამოყენებით. ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებულ მასალაში:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: იდენტობა
დარღვევის ტიპი: სატირა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist