ციტატა, რომელიც ჩერჩილს არ უთქვამს და ფოტო, რომელიც პრემიერის ნაცვლად პრინცს ასახავს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

225
VIEWS

2021 წლის 19 ოქტომბერს Facebook მომხარებელმა მიხეილ კვახაძემ, გამოაქვეყნა პოსტი, სადაც მოცემული იყო უინსტონ ჩერჩილის ციტატა, რომელიც თითქოს მან სტალინის გარდაცვალების შემდგომ “სტალინის სამძიმრის წიგნში” ჩაწერა. პოსტში ასევე ფოტოსთან ერთად აღნიშნული იყო, რომ ამ დღეს ჩერჩილი თავისი რეზიდენციიდან საბჭოთა კავშირის საელჩომდე ფეხით მივიდა.

"

მიხეილ კვახაძე: ,,პატივს მივაგებ! და ქედს ვიხრი, მსოფლიო ისტორიის ყველაზე გამორჩეული გენიის ხსოვნის წინაშე, ვისი ძალისხმევითაც, დედამიწამ წონასწორობა შეინარჩუნა”!!! ჩერჩილი! 1953 წლის 5 მარტი.  სტალინის სამძიმრის წიგნში! როდესაც, 79 წლის ასაკში, თავის რეზიდენციიდან – საბჭოთა კავშირის საელჩომდე, ფეხით მივიდა…”

მიხეილ კვახაძის პოსტი გაყალბებულ ციტატას და ფოტოს მცდარი აღწერით შეიცავს. აღნიშნული ციტატა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ უინსტონ ჩერჩილს არ ეკუთვნის, ხოლო ფოტოზე არა უინსტონ ჩერჩილი, არამედ დიდი ბრიტანეთის პრინცი ფილიპია გამოსახული. 

  • უინსტონ ჩერჩილი სტალინის გარდაცვალების შესახებ

ცნობები იმის შესახებ, რომ ჩერჩილი სტალინს გარდაცვალების შემდგომ მუდმივად აქებდა, ინტერნეტ სივრცეში ხშირად სხვადასხვა ფორმით ვრცელდება. ჰილსდეილის კოლეჯი, რომელიც დიდ ბრიტანეთში მდებარეობს,  დღესდღეობით ჩერჩილის საკმაოდ დიდ არქივს ინახავს (20 მილიონი სიტყვიანი ციფრული ჩანაწერი და 80 მილიონი სიტყვა). კოლეჯის ერთ-ერთი ისტორიკოსი რიჩარდ ლენგუორთი თავის სტატიაში აღნიშნავს, რომ ჩერჩილს სტალინისადმი გარდაცვალების დღეს და შემდგომ მცირედი სამძიმარიც არ გამოუცხადებია ან რაიმე მის შესახებ ჩაუწერია სადმე. ასევე მას არაფერი გაუგზავნია საბჭოთა კავშირში, იქნებოდა ეს სამძიმრის წერილი თუ სამგლოვიარო ბარათი.

რიჩარდ ლენგუორთი: “არანაირი სამძიმარი არ გამოთქმულა. მართლაც, ჩერჩილის დოკუმენტები არ შეიცავს რაიმე სახის განცხადებას ამ თემაზე.”

ამასთანავე, აღნიშნულ თემაზე გამოიკვლიეს კემბრიჯის ჩერჩილის არქივიც და საგულისხმოა, რომ რაიმე ჩანაწერი, რომელიც ჩერჩილის სტალინისადმი იმგვარ დამოკიდებულებას და ფაქტებს დაადასტურებდა, რომლებიც მიხეილ კვახაძის ციტატაში იყო მოცემული, არც იქ აღმოჩნდა.

"
ჩერჩილის არქივის ცენტრი, კემბრიჯი, დიდი ბრიტანეტი

უინსტონ ჩერჩილის ციტატები საკმაოდ ხშირად ყალბდება და ისინი პოლიტიკურ ხასიათს ატარებს. ჰილსდეილის კოლეჯის წარმომადგენელმა ასევე შეისწავლა ყველა ის ციტატა, რომელსაც ჩერჩილს მიაკუთვნებენ, სინამდვილეში კი მისი არ არის. მაგალითად:

“ამერიკას საკუთარი საქმე უნდა გაეკეთებინა და მსოფლიო ომისთვის თავი დაანებებიბა”.
“მტრები გყავს?  კარგია.  ეს ნიშნავს, რომ თქვენ ოდესმე თქვენს ცხოვრებაში რაღაცას იცავდით”.

ჩერჩილს მიკუთვნებული ყალბი ციტატების სრული ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ სტატიაში “ყველა “ციტატა”, რომელიც ჩერჩილს არასდროს უთქვამს

"

  • პრინცი ფილიპის ფოტო

ფოტო რომელიც სავარაუდოდ მგლოვიარე ჩერჩილის ილუსტრირებისთვის არის მოყვანილი, რეალურად დიდი ბრიტანეთის პრინც, ედინბურგის ჰერცოგ ფილიპს ეკუთვნის. ფოტო Reuter-ის გადაღებულია და ის ინტერნეტსივრცეში სხვადასხვა მედიის ვებ-გვერდზე გვხვდება.
"
პრინცი ფილიპის ფოტო სხვადასხვა რაკურსით


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. (fabulouseyebrowthreading) შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: ისტორია
ქვეყანა/ორგანიზაცია: დიდი ბრიტანეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist