ციფრული ტატუ გულის და კუნთების აქტივობის გასაზომად თუ კანქვეშ ჩამონტაჟებული სერტიფიკატი?  

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

ციფრული ტატუ გულის და კუნთების აქტივობის გასაზომად თუ კანქვეშ ჩამონტაჟებული სერტიფიკატი?  
27
VIEWS

10 მარტს ფეისბუქ ანგარიშმა Mona Gvtisa გამოაქვეყნა პოსტი, სადაც აღნიშნულია, რომ შვედეთში ვაქცინის ციფრული სერტიფიკატების გაცემა დაიწყო და C.O.V.ID იშიფრება, როგორც Certificate Of Vaccine ID. პოსტის ავტორის მტკიცებით, ციფრული სერტიფიკატები სავარაუდოდ კანქვეშ ჩამონტაჟდებადა, მასზე ადამიანის პირადი მონაცემები, მათ შორის ვაქცინაციის განთავსდება. ტექსტს თან ახლავს ფოტოები, რომლებიც ციფრული სერტიფიკატის და მისი კანქვეშ ჩამონტაჟების შთაბეჭდილებას ქმნიან.

 

;

Mona Gvtisa-ს პოსტი დეზინფორმაციულ მტკიცებებსა და ფოტომანიპულაციას შეიცავს. C.O.V.ID არ იშიფრება, როგორც ვაქცინის სერტიფიკატი, შვედეთის მთავრობა მოსახლეობის სხეულში ვაქცინის სერტიფიკატების ჩამონტაჟებას არ აპირებს, ხოლო თანდართული ფოტოებზე რეალურად სხვადასხვა დროს შემუშავებული ციფრული ტატუები და სისხლში შაქრის გასაზომი ტექნოლოგიებია ასახული, რომელთა კანქვეშ იმპლანტაცია შეუძლებელია და კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციასთან კავშირი არ აქვთ. 

  • თანდართული ფოტოები ვაქცინის კანქვეშ დამონტაჟებულ სერტიფიკატებს არ ასახავს

ფოტო, რომელზეც თავზე დამაგრებული ჩიპის მსგავსი ნიშანი ჩანს და პოსტის ავტორის მტკიცებით, კანქვეშ დამონტაჟებული ვაქცინის სერტიფიკატია, ინტერნეტში 2020 წლის მაისიდან იძებნება. მის შესახებ გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ, რომ ფოტოზე ელექტროდი ტატუა გამოსახული და ისინი გულის ან კუნთების აქტივობის გასაზომად თავის კანზე  საბავშვო დროებითი ტატუების მსგავსად მაგრდება.

;

ამ ტიპის ელექტროდი ტატუ 2015 წელს  გრაცის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ნაბეჭდი და მოქნლი რბილი ელექტრონიკის გამოყენებითი მასალების ლაბორატორიის (LAMPSe) ხელმძღვანელმა ფრანცესკო გრეკომ იტალიელ მეცნიერებთან ერთად შეიმუშავა.

ეს არის გამტარი პოლიმერები, რომლებიც ჭავლური პრინტერის გამოყენებით სტანდარტული ტატუს ქაღალდზე იბეჭდება და შემდეგ გულის ან კუნთების აქტივობის გასაზომად კანზე (და არა კანის ქვეშ) ტრანსფერებით ეწებება. 2018 წელს ოპტიმიზებულმა ამ ამ ტიპის ელექტროდმა  ელექტროფიზიოლოგიურ გამოკვლევებში აბსოლუტურად ახალი გზები გახსნა, მაგალითად, გააუმჯობესა ელექტროკარდიოგრაფიისა (ეკგ) და ელექტრომიოგრაფიის (EMG) პროცესები.

ტატუები არათანაბარ კანზე ადაპტირდება და სხეულის სხვადასხვა ნაწილზე ძნელად შესამჩნევია. აგრეთვე ისინი გრძელვადიანი კვლევებისთვისაც ეფექტიანია.  ტატუს საშუალებით სიგნალის ჩასაწერად თმა წინაღობას აღარ წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ამ ტიპის ტატუს ვაქცინასთან ან მის სერტიფიკატთან არავითარი კავშირი არ აქვს და დიაგნოსტირების ფუნქციას ატარებს.

რაც შეეხება პოსტში თანდართულ კიდევ ერთ ფოტოს,  ვაქცინის კანქვეშა სერტიფიკატს არც ამ შემთხვევაში ვხედავთ. ფოტოზე გრაფენზე დაფუძნებული ტექნელოგიაა, რომლითაც სისხლში შაქრის დონის გაზომვაა შესაძლებელი.

;

2016 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ, რომ პროტოტიპი სეულის ეროვნულ უნივერსიტეტში შეიქმნა და ჯერ კიდევ ბევრი დროა საჭირო მისი სრულყოფისთვის. პროტოტიპი სმარტფონს უკავშირდება და მისი მიზანია სისხლში გლუკოზის დონის გაზომვის შემდეგ, მედიკამენტის საჭიროების შემთხვევაში, შეტყობინება მომხმარებელს ტელეფონზე გაუგზავნოს. მოწყობილობა კანზე მაგრდება და მისი მოხსნა ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი.

;

რაც შეეხება დანარჩენ ორ ფოტოს, ისინი 2013 წელს ერთ-ერთ სტატიაშია გამოყენებული. სტატია ციფრული ტატუების შექმნის შესახებ Motorola-ს ინოვაციურ იდეას ეხება, თუმცა კანის ქვეშ დამონტაჟებასთან კავშირი არანაირი არც მას აქვს.

;

  • დაამონტაჟებს თუ არა შვედეთის მთავრობა ვაქცინის სერტიფიკატებს კანქვეშ და როგორ იშიფრება C.O.V.ID?

2021 წლის 4 თებერვალს შვედეთის მთავრობის წარმომადგენლებმა მართლაც განაცხადეს, რომ ვაქცინირებული მოქალაქეებისთვის ვაქცინაციის დამადასტურებელი ციფრული სერტიფიკატების შექმნაზე მუშაობენ, თუმცა ეს ადამიანის კანქვეშ ე.წ. ჩიპის ჩამონტაჟებას არ ნიშნავს და ადამიანის სხეულში სერტიფიკატის დამაგრების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.   სერთიფიკატები გადაეცემათ მხოლოდ იმ მიზნით, რომ ადამიანებს გადაადგილების თავისუფლება მიეცეთ, რადგან ვაქცინაციის შემდგომ მათი რეინფიცირების რისკები შედარებით დაბალია და ამ გზით ისინი შეძლებენ, გარკვეულწილად პანდემიამდელ ცხოვრებას დაუბრუნდნენ, შეძლებენ რა თავისუფალი გადაადგილებას, მათ შორის სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე.

ციფრული სერტიფიკატი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის მიღების დამადასტურებელი საბუთი იქნება, რომლის საშუალებითაც მოქალაქეს საერთაშორისო მიმოსვლა გაუმარტივდება. შვედეთის ციფრული ტექნელოგიების განვითარების მინისტრის განცხადებით, ვაქცინის სერტიფიკატის ციფრულად არსებობა მას უფრო უსაფრთხოს, მარტივს და საერთაშორისოს გახდის.

რაც შეეხება C.O.V.ID-ს სახელწოდებას, დეზინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის იშიფრება, როგორც Certificate of Vaccine ID გასული წლის აპრილიდან ვრცელდება და უკავშირდება კონსპირაციის თეორიას, რომლის მიხედვითაც კორონავირუსის პანდემია მასობრივი ვაქცინაციისთვის დაიგეგმა, ხოლო ვაქცინაციით მოსახლეობაზე კონტროლი დამყარდება.

რეალურად, აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრის CDC-ის განმარტებით,  სახელწოდება სიტყვა Covid აბრევიატურაა და შედეგება სამი ნაწილისგან: “Co” – Corona (კორონა), “Vi” – Virus (ვირუსი) და “D” – disease (დაავადება).

ვაქცინის “მწვანე პასპორტის” შესახებ დამატებით იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:


არქივი


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: შვედეთი
წყარო
ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist