წინასწარი პასუხები თუ ტესტის ხარისხის კონტროლი – რა ასახავს ფეისბუქით გავრცელებული ფოტოები?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

189
VIEWS

2020 წლის 24 დეკემბერს ანტივაქსერმა აქტივისტმა შორე შანიძემ პირად ფეისბუქ ანგარიშზე კორონავირუსის სწრაფი ტესტის შეფუთვის ფოტოსურათი გამოაქვეყნა. სურათზე ამერიკული კომპანიის Abbott-ის წარმოებული სწრაფი ტესტების ორი ვარიანტია გამოსახული, ერთ-ერთის შეფუთვას აწერია “Positive Control”, ხოლო მეორეს – “Negative Control”. “აბა ვის გინდათ გიმარჩიელოთ, სტატისტიკა მჭირდება” წერს შორე შანიძე, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ტესტის დადებითი და უარყოფითი პასუხები წინასწარ განსაზღვრულია.

შორენა შანიძის აღნიშნული პოსტის გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში იგივე სურათი კიდევ ერთმა ფეისბუქ მომხმარებელმა დათო სალუქვაძემ გააზიარა, თუმცა მოგვიანებით წაშალა. სალუქვაძე ამტკიცებდა, რომ სურათი PCR ტესტების სიყალბეს ადასტურებდა და მათ შეფუთვაზევე მითითებული ჰქონდათ პოზიტიური შედეგი ეჩვენებინათ თუ ნეგატიური.

;  ;

ტესტების ფოტოების გავრცელება ტექსტით, თითქოს ტესტების პასუხები წინასწარაა განსაზღვრული, შეცდომაში შემყვანია. რეალურად, სურათზე გამოსახულია კოვიდ19-ის სწრაფი ტესტის ნაკრების შემადგენელი კომპონენტები.  შეფუთვაზე დატანილი სიტყვები “Positive” და “Negative” არა პაციენტის ტესტის შედეგს, არამედ ტესტის  გამართული ფუნქციონირების შეფასებისათვის განკუთვნილ კომპონენტებს შეესატყვისება.

გავრცელებულ სურათზე კორონავირუსის სწრაფი ტესტის  – “COVID-19 Ag Rapid test device”-ის შეკვრაში შემავალი ორი კომპონენტი – პოზიტიური კონტროლის და ნეგატიური კონტროლის კომპონენტებია გამოსახული. როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური კონტროლი ყველა სწრაფი ტესტის შეკვრაში გვხვდება და ისინი ტესტის ვალიდურობის შესამოწმებლად გამოიყენება. სწრაფი ტესტის “ნეგატიური კონტროლი” ადამიანის სისხლის ჩვეულებრივ შრატს შეიცავს, ხოლო “პოზიტიური კონტროლი” კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების (IgM და IgG) შემცველია.  Abbot-ის წარმოების სწრაფი ტესტის გამოყენების ინსტრუქციაში “პოზიტიური” და “ნეგატიური” კონტროლის გამოყენების წესის შესახებ ვკითხულობთ, რომ ნეგატიური და პოზიტიური კონტროლი (ორივე აგენტი) ტესტში პაციენტის ნიმუშის მოთავსებამდე უნდა გამოვიყენოთ. “პოზიტიური კონტროლის” ტესტში მოთავსებისას, ტესტმა ვირუსის არსებობა უნდა დაადასტუროს, ხოლო “ნეგატიური კონტოლის” შემთხვევაში უარყოფითი პასუხი უნდა მოგვცეს. თუკი პოზიტიური/ნეგატიური კონტროლის გამოყენებისას ტესტი ინსტრუქციით გათვალისწინებულ შედეგებს არ აჩვენებს, ამ შემთხვევაში მოწყობილობის მიერ პაციენტის ნიმუშზე ნაჩვენები პასუხების სანდოობაც ეჭვქვეშ დგება და ტესტის შედეგი უნდა გადამოწმდეს.

მიუხედავად იმისა, რომ გავრცელებულ სურათზე PCR ტესტები გამოსახული არ არის, ტესტის მიერ ნაჩვენები პასუხების ვალიდურობის შესამოწმებლად საკუთარი “პოზიტიური” და “ნეგატიური” კონტროლის აგენტები PCR ტესტებსაც აქვთ. ამ შემთხვევაშიც “პოზიტიური” და “ნეგატიური” კონტროლის მოქმედების პრინციპი უცვლელია. აღსანიშნავია, რომ “პოზიტიური” და “ნეგატიური” კონტროლს არა მხოლოდ კორონავირუსის, არამედ სხვა ვირუსების ტესტებისთვისაც იყენებენ.

კორონავირუსის ანტისხეულებისა და PCR ტესტირების მეთოდების შესახევ ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორისთვის” მომზადებულ სამეცნიერო ბლოგი: “როგორ ხდება კოვიდ 19 დიაგნოსტირება? “

პოსტების გავრცელება

28 დეკემბრის 14:00 საათის მდგომარეობით შორენა შანიძის პოსტს 198 გაზიარება აქვს. პოსტი ორ სჯარო ჯგუფში გააზიარეს: Stop Fake Pandemic და Covidmuseum. ხოლო დათო სალუქვაძის გამოქვეყნებული პოსტი აღარ იძებნება.

;


მოამზადა მედეა სულამანიძემ


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს – შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: შეცდომაში შემყვანი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist