ცეცხლის წაკიდება თუ ხანძრების საწინააღმდეგო ტაქტიკა? – რას ასახავს ვიდეო

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

173
VIEWS

21 ივლისს ფეისბუკ-მომხმარებელმა Gvan Ca გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ტყის თავზე ფრენისას ვერტფრენზე დამაგრებული დანადგარიდან ცეცხლის ნაკადს უშვებენ. ვიდეოს აღწერა და კომენტარები შთაბეჭდილებას ქმნის, რომ ცეცხლის ჩაქრობის ნაცვლად ტყისთვის ხანძრის გაჩენას ხელოვნურად ცდილობენ.

ვიდეო ფეისბუკზე სრული კონტექსტის გარეშე ვრცელდება და ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ტყისთვის ხანძრის გაჩენა ხელოვნურად ხდება. რეალურად ვიდეოში ტყის ხანძრებთან ბრძოლის ერთ-ერთი ტაქტიკა,  ე.წ კონტროლირებადი დაწვის მეთოდია ასახული, რომელსაც სხვადასხვა ქვეყანაში აქტიურად იყენებენ და ის მეხანძრეების კონტროლის და მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობს.

იდენტური ვიდეო 2019 წელს ერთ-ერთმა მომხმარებელმა YouTube-ზეც გამოაქვეყნა. 2019 წლის ვიდეოს აღწერის თანახმად, ვიდეო ტყის ხანძართან ბრძოლის ტაქტიკას Back Fire-ს (Counter-fire) ასახავს. გარდა ამისა, სახანძრო და სამაშველო სამსახურების საერთაშორისო ასოციაციის თანახმად, ვიდეოში ნაჩვენებ ტექნიკას ჩვეულებრივ ტყის ხანძრის ჩასაქრობად იყენებენ და ეს ე.წ კონტროლირებადი დაწვის მეთოდის ერთ-ერთი სახეობაა.

მეხანძრეები ხანძრის გავრცელების მიმართულების საპირისპიროდ გარკვეულ მონაკვეთს ცეცხლს უკიდებენ, რათა ხელოვნურად გაჩენილმა ცეცხლის კერამ ტყის ხანძრის მოახლოებამდე დაწვას დაგროვილი აალებადი ბუნებრივი ნარჩენები, “საწვავი”, რომელიც უკონტროლო ტყის ხანძრის გავრცელებას უწყობს ხელს. ხანძრის გავრცელების მიმართულების საპირისპიროდ გადამწვარი მონაკვეთის სარტყელი წარმოიქმნება, რომელზეც ტყის ხანძარი ვეღარ გავრცელდება, რადგანაც ამ მონაკვეთზე აალებადი ნარჩენები აღარ არის. შესაბამისად, ხანძრის გავრცელება შეჩერდება. ტყის ხანძრის გავრცელების შესაჩერებლად მცირე, კონტროლირებად ცეცხლის კერებს დანთებისთვის ზოგ შემთხვევაში მეხანძრეები უშუალოდ მიწაზე მუშაობენ, ზოგ შემთხვევაში კი ვერტმფრენებს იყენებენ.

კალიფორნიის მეტყევეობის და სახანძრო დეპარტამენტის მეხანძრეები როკის ხანძრის (Rocky Fire) საწინააღმდეგოდ Backfire-ის დანთების დროს. 2015 წელი.  წყარო: VOA/Reuters

ფეისბუკზე გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ცეცხლის ნაკადი ვერტმფრენზე მიმაგრებული წითელი ფერის დანადგარიდან ვრცელდება. ეს დანადგარი Helitorch-ია, სპეციალური მოწყობილობა, რომელიც კონტროლირებადი დაწვის დროს გამოიყენება.

მოწყობილობა Helitorch.  წყარო: Simplex Aerospace: Aviation Mission Equipment

ამ დანადგარის გამოყენების ამსახველი ვიდეო კალიფორნიის მეტყევეობის და სახანძრო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა. უწყების ცნობით, დეპარტამენტი სხვადასხვა დანადგარებს, მათ შორის Helitorch-ს მცენარეული საფარის დასაწვავად ტყის ხანძრების და მცენარეული საფარის კონტროლის პროექტებში იყენებს. დეპარტამენტის თანახმად, მსგავსი აღჭურვილობის გარდა კონტროლირებადი დაწვის პროექტების შესრულებისთვის შესაბამისად გაწვრთნილი პერსონალი, დაწვის გეგმა და წყლის მარაგებია აუცილებელი.

გარდა უშუალოდ ხანძრის შეჩერებისა, კონტროლირებადი დაწვა ტყის ხანძრების პრევენციისთვისაც გამოიყენება. როგორც National Geographic განმარტავს, დიდ ფართობებზე გავრცელებულ ტყეებში დროთა განმავლობაში ხმელი ხეების, გამომშრალი ფოთლების, ბალახის, ფესვებისა და ბუჩქების უბნები ჩნდება, რომლებიც მაღალი სიცხის პირობებში გაჩენილი ტყის ხანძრებისთვის იდეალური საწვავი მასალაა. ტყის ხანძრების თავიდან ასაცილებლად მეხანძრეები სათანადო მეთვალყურეობის ქვეშ ასეთ უბნებს მიზანმიმართულად წვავენ და შემდეგ ხანძრის ლიკვიდაციაზეც ზრუნავენ, რაც ერთი მხრივ, ტყეში დაგროვებულ ბუნებრივ საწვავ მასალას ანადგურებს, ტყის მცენარეთა ეკოსისტემას აჯანსაღებს, ამცირებს ინვაზიური მცენარეების გავრცელებას და მწერების პოპულაციების ზრდას. კონტროლირებადი ხანძრის შემდეგ ტყეში ახალგაზრდა მცენარეებისთვის დამატებითი სივრცე და მზის სინათლეც ხდება ხელმისაწვდომი.

კონტროლირებადი დაწვის ოპერაციები ხანძრისა და ტყის ექსპერტების მეთვალყურეობის ქვეშ მეტეოროლოგიური პირობების, ქარის სიმძლავრისა და სხვა გარემო ფაქტორების გათვალისწინებით იგეგმება, რათა ტყის ჯანსაღი საფარი და ახლომდებარე დასახლებები არ დაზარალდნენ. კონტროლირებადი დაწვისას გამოიყენება ვერტმფრენები და დრონები, რომლებიც ტყის სამიზნე უბნებს აალებულ აირს აფრქვევენ, ხოლო ცეცხლის ლოკალიზებაზე მეხანძრეები ზრუნავენ.

აღსანიშნავია, რომ ვიდეოს ესპანეთში ხანძრების ხელოვნურად გაჩენასაც უკავშირებდნენ. აღნიშნული მტკიცება ესპანურმა ფაქტების გადამოწმების პლატფორმა – Verificartve-მაც გადაამოწმონა.

კონტროლირებადი დაწვის ამსახველ ვიდეოებთან დაკავშირებით მცდარი მტკიცებები “მითების დეტექტორმა” წარსულშიც გადაამოწმა:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist