“ცარიელი საავადმყოფოები” თუ არასწორად შერჩეული ადგილები? – პანდემიის უარმყოფელთა ვიდეომანიპულაცია

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

52
VIEWS

23 მარტს Facebook გვერდმა დავით თორდია. უკვე დროა ფეისბუკზე youtube-ის ბმული გააზიარა და აუდიტორიას მისი ნახვისკენ მოუწოდა. ვიდეოში თორდია ამტკიცებს, რომ იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ხელოვნურად არის გაზრდილი, წყაროდ კი იტალიელი პოლიტიკოსის, “ვიტორიას გარბის” (იგულისხმება ვიტორიო სგარბი) გამოსვლის ამსახველი ვიდეო მოჰყავს. ამასთან თორდია სხვადასხვა ვიდეოკადრებს იყენებს, რომლებშიც ცარიელი საავადმყოფოებია ნაჩვენები. ეს კადრები მოიცავს სხვადასხვა ქვეყნების საავადმყოფოებს, ბრაზილიას, აშშ-ს, გერმანიას და სხვა. ვიდეოს ავტორის მტკიცებით, მთავრობა და ჯანდაცვის სამსახურები იტყუებიან, როცა აცხადებენ, რომ საავადმყოფოები კოვიდ-პაციენტებს ვეღარ იტევენ.

ვიდეოს ბოლოს დავით თორდია ასევე გვაჩვენებს ინტერვიუს ფრაგმენტს, რომელშიც  თენგიზ ცერცვაძე mRNA ვაქცინის ტექნოლოგიაზე საუბრობს, რაზეც თორდია აღნიშნავს, რომ ცერცვაძემ ვაქცინის შექმნამდე იცოდა ახალი mRNA ტექნოლოგიის შესაახებ, რაც საეჭვო გარემოებაა.

;

ვიდეო კონსპირაციულია და მასში გაჟღერებული ზოგიერთი მტკიცება მცდარ ინფორმაციას შეიცავს, რადგან: 1. იტალიას ინფიცირებულთა რაოდენობა ხელოვნურად არ გაუზრდია და ვიტორიო სგარბის გამოსვლაში ნახსენები ინფიცირებულთა სტატისტიკა კონტექსტიდან ამოვარდნილია. 2. სხვადასხვა ქვეყანაში გადაღებული ცარიელი საავადმყოფოს კადრები მანიპულაციურია და რეალობას არ ასახავს. 3.მესენჯერული RNA 1961 წელს აღმოაჩინეს, Pfizer-BioNTech-მა კი ვაქცინის შესახებ განცხადება 2020 წლის 9 ნოემბერს გააკეთა, ამიტომ თენგიზ ცერცვაძის მიერ ამ ტექნოლოგიაზე საუბარი საეჭვო არ არის. 

  1. სხვადასხვა ქვეყანაში გადაღებული ცარიელი საავადმყოფოს კადრები მანიპულაციურია და რეალობას არ ასახავს 

ბრაზილია

კადრების გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ ვიდეოს ავტორი ადრიანა ბორგო, სან პაულოს სახელმწიფო ასამბლეის დეპუტატია. ვიდეოში ის ამბობს, რომ რეალობის მხილება სურს, რადგან ” ხალხი ამ არარსებული პანდემიით შეშინებულია”.

;
კადრი დავით თორდიას ვიდეოდან

ვიდეო თავად ბორგომ 2020 წლის 4 ივნისს გამოაქვეყნა და ის სან პაულოს შტატში, Campanha do Anhemb-ს საავადმყოფოში საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ვიზიტს ასახავს. აღნიშნული შენობა საველე ჰოსპიტალია, ის კარგად აღჭურვილი არ არის. ბრაზილიური გაზეთის Globo-ს თანახმად, მას მაქსიმუმ 1800 პაციენტის მიღება შეუძლია.

მიუხედავად იმისა, რომ ვიდეოში ჰოსპიტალი ცარიელი ჩანს, ბრაზილიის ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებული ყოველდღიური ბიულეტენის თანახმად, 4 ივნისითვის იქ 407 ადამიანი იყო განთავსებული. Facta.news-ს წერს, რომ ეს ფაქტი დეპუტატის მიერ გადაღებული მეორე ვიდეოთიც დასტურდება. ბორგოს მიერ გამოქვეყნებული პირველი ვიდეო მანამდე სრულდება, სანამ ის საავადმყოფოს დაცულ უბანში შედის, რომელშიც Covid-19-ით დაავადებული პაციენტები არიან განთავსებულნი.

პირველი ვიდეოს გავრცელებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ დეპუტატმა მეორე ვიდეოც ატვირთა, სადაც დაწესებულებაში მყოფი პაციენტებიც ჩანან, თუმცა აღნიშნული ვიდეოები მისი ფეისბუქ გვერდიდან უკვე წაშლილია.

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამჟამად ადრიანა ბორგოს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ვხვდებით პოსტებს, რომლებითაც ის მოსახლეობას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებისკენ მოუწოდებს.

;

ამერიკის შეერთებული შტატები

დავით თორდია თავის ვიდეოში ათობით კადრს გვიჩვენებს, რომელშიც აშშ-ს სხვადასხვა შტატში მდებარე ცარიელი საავადმყოფოებია ნაჩვენები, ერთ-ერთ ასეთ კადრში ნიუ იორკში მდებარე Langone Hospital-ია ნაჩვენები. კადრი შენობის გარე ფასადს გვიჩვენებს, მოსაუბრე კი ამბობს, რომ ჰოსპოტალი ცარიელია.

;

Langone Hospital-ი კორონავირუსით დაავადებული პაციენტების ერთ-ერთი მიმღები იყო, ამას სხვადასხვა მედიაში გავრცელებული ვიდეო და ფოტო მასალაც ადასტურებს. მაგალითად, თავად საავადმყოფოს მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ნაჩვენებია, როგორ ტოვებს Covid-19-სგან გამოჯანმრთელებული 850-ე პაციენტი საავადმყოფოს. ვიდეო როგორც სამედიცინო პერსონალის ასევე პაციენტების ინტერვიუსაც მოიცავს. მსგავსი ვიდეო 1000-ე პაციენტის განკურნების შემდეგაც გამოქვეყნდა.

;

Langone Hospital-ში Covid-19-ით დაავადებული პაციენტების მკურნალობის ფაქტს Washingtonpost-ის სტატიაც ადასტურებს.

გერმანია

ვიდეოკოლაჟში სხვა ქვეყნებთან ერთად გერმანიის საავადმყოფოც არის ნაჩვენები. გერმანელი ჟურნალისტი ბილი სიქსი, რომელზეც მითების დეტექტორი ადრეც წერდა და რომელმაც მსგავსი კონსპირაციული ვიდეო ბათუმშიც გადაიღო, ამტკიცებს, რომ გერმანიაში, Charité-ის კორონავირუსის ტესტირების ცენტრში იმყოფება, რომელიც ცარიელია.

;

Correctiv-თან საუბრისას Charité-ს სპიკერი მანუელა ზინგლი ამბობს, რომ ჩანაწერები სინამდვილეში Virchow-Klinikum-ის კამპუსის იმ ნაწილშია გაკეთებული, სადაც კორონავირუსის ტესტირების ცენტრი განთავსებული არ არის.

ტესტირების ცენტრი იმავე კამპუსში სპეციალურად გამოყოფილ ადილას მდებარეობს და Covid 19-ის ტესტები მხოლოდ იქ ტარდება. Charité ერთ-ერთი გერმანიის იმ 8 ცენტრიდან რომელშიც მოქალაქეებს Covid 19-ზე ტესტის გაკეთება შეუძლიათ.

აღსანაშნავია ისიც, რომ ცარიელი საავდამყოფოები ყოველთვის  Covid 19-ის კრიზისის სიყალბეზე არ მიანიშნებს. ნებრასკას უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ინფექციონისტმა politifact -თან კომენტარში აღნიშნა, რომ მართლაც არსებობს ზოგიერთი საავადმყოფო, სადაც მნიშვნელოვანი რაოდენობის ცარიელი საწოლებია, თუმცა ეს იმითაა განპირობებული, რომ ექიმებმა  გააუქმეს არასასწრაფო ოპერაციები და სხვა პროცედურები, რათა ადგილი კორონავირუსით დაავადებული პაციენტების მოსალოდნელი შემოდინებისთვის გაეთავისუფლებინათ.

  1. მესენჯერული RNA 1961 წელს იქნა აღმოჩენილი, ამიტომ თენგიზ ცერცვაძის ცოდნა ამ ტექნოლოგიის შესახებ საეჭვო არ არის. 

კადრების გადამოწმების შემდეგ დადგინდა, რომ ინტერვიუ, რომელშიც თენგიზ ცერცაძე Covid-19 ის ვაქცინის mRNA ტექნოლოგიაზე საუბრობს და რომელსაც დავით თორდია საეჭვოდ მიიჩნევს, 2020 წლის 13 ნოემბერს ტელეკომპანია პირველმა გამოაქვეყნა. გადაცემის 07:13 წუთზე თენგიზ ცერცვაზე მართლაც საუბრობს mRNA ტექნოლოგიაზე და განმარტავს თუ როგორ იმუშავებს ეს უკანასკნელი Covid-19 ის ვაქცინაში.

; ;
კადრი დავით თორდიას ვიდეოდან კადრი ტვ პირველის ვიდეოდან

 თუმცა, აღნიშნული ფაქტი საეჭვო ვერ იქნება, რადგან მესენჯერული RNA 1961 წელს იქნა აღმოჩენილი,  Pfizer-BioNTech ვაქცინის გამოცდის მესამე ფაზა 27 ივლისს დაიწყო, მისი წარმატებული შედეგების შესახებ კი ინფორმაცია მწარმოებელმა 2020 წლის 9 ნოემბერს გააკეთა, სადაც ასევე ახსნილი იყო ვაქცინის მოქმედების მექანიზმი და მასში mRNA ტექნოლოგიის არსებობა. ამასთან, მართალია რნმ ვაქცინები მასობრივი გამოყენებისთვის ახალია, თუმცა თავად რნმ ტექნოლოგიაზე მეცნიერები უკვე ათწლეულია მუშაობენ და ის სათანადოდ არის გამოკვლეული. რნმ ვაქცინები სხვადასხვა ტიპის სიმსივნის მკურნალობისასაც გამოიყენება.

;

  1. იტალიას ინფიცირებულთა რაოდენობა ხელოვნურად არ გაუზრდია და ვიტორიო სგარბის გამოსვლაში ნახსენები ინფიცირებულთა სტატისტიკა კონტექსტიდან ამოვარდნილია

მონაცემები, რომლის შესახებაც სგარბი საუბრობს, იტალიის ჯანდაცვის ინტიტუტის 20 აპრილის ანგარიშს ეყრდნობა, სადაც აღნიშნულია, რომ კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტების 96%-ს ვირუსის პარალელურად სხვა დაავადებებიც აღენიშნებოდათ, რაც არ ნიშნავს იმას, რომ გარდაცვლაების მიზეზი კორონავირუსი არ ყოფილა. ამასთან დაკავშირებით “მითების დეტექტორი” ადრეც წერდა. ვრცლად იხილეთ:

ვიდეოში გაჟღერებული სხვა კონსპირაციული მოსაზრებები მითების დეტექტორმა უკვე გადაამოწმა:


დავით თორდიას პოსტის არქივი 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, ბრაზილია, გერმანია, იტალია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist