ტროლები vs “ვარსკვლავური ომები”

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ghhhhhhhh
367
VIEWS

ძალიან დიდი ხნის წინ, შორს გალაქტიკაში…

იმპერიის აგენტები ფარული ბაზებიდან იბრძვიან. ისინი სოციალურ ქსელებს უტევენ და პოპკულტურის პოლიტიზირებას ცდილობენ…

ერთი შეხედვით ეს სცენარი “ვარსკვლავური ომების” მორიგი ეპიზოდის დასაწყისს ჰგავს, თუმცა მას ფილმის სცენართან საერთო არაფერი აქვს და ის ჩვენი რეალობაა. “იმპერიის ფარული ბაზა” სანქტ პეტერბურგის გარეუბანში მდებარე, ერთი შეხედვით ჩვეულებრივი შენობაა, რომელიც “რუსული ტროლების ქარხანას” წარმოადგენს. ტროლების სამიზნე ამჯერად “ვარსკვლავური ომების” მე-8 ეპიზოდი The Last Jedi გახდა, რომელიც ეკრანებზე გასული წლის დეკემბერში გამოჩნდა.

"

“ვარსკვლავური ომების” ახალ ეპიზოდზე ტვიტერზე თავდასხმა კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარმა  მორტენ ბეიმ შეისწავლა და 2018 წლის ოქტომბერში გამოაქვეყნა კვლევა “The Last Jedi და პოპ კულტურის პოლიტიზაცია სოციალური მედიაში მანიპულირების გზით.” ბეიმ ეპიზოდის რეჟისორის რიან ჯონსონის წინააღმდეგ მიმართული ტვიტები შეისწავლა და დაადგინა, რომ ნეგატიური ტვიტების ნახევარზე მეტი ბოტი, ტროლი ან პოლიტიკური აქტივისტი იყო, რომლებიც პოლიტიკურ გზავნილებს ულტრა-მემარჯვენე და დისკრიმინაციულ კონტექსტში ავრცელებდნენ.

ტროლები/ბოტები პოპ კულტურისთვის განკუთვნილ სადისკუსიო არეალს პოლიტიკური პროპაგანდისთვის იყენებდნენ. მკვლევარი აღნიშნავს, რომ ასეთი ტაქტიკა რუსულ პროპაგანდისტულ პრაქტიკას შეესაბამება. “ვარსკვლავური ომების” ბოლო ეპიზოდის შესახებ ტვიტერზე გამართულ დისკუსიაში ბოტებისა და ტროლების ჩართულობის მიზანი დაპირისპირების გაღვივება და იმის ილუსტრირება იყო, თუ რამდენად პოლარიზებულია ამერიკული საზოგადოება.

საინტერესოა ისიც, რომ ყველა ანგარიშის შექმნა The Last Jedi-ს ეკრანებზე გამოსვლის პერიოდს ან იმ დროს ემთხვევა, როდესაც ეპიზოდის შესახებ ტვიტერზე პირველი უარყოფითი შეფასება დაიწერა.  აქედან გამომდინარე, კვლევის ავტორი არ გამორიცხავს, რომ ყალბი ანგარიშები სპეციალურად ვარსკვლავური ომების დატროლვის მიზნით შეიქმნა.

ისტორია მეორდება

რუსეთის თავდასხმა “ვარსკვლავურ ომებზე” ახალი ამბავი არ არის. საბჭოთა საზღვრებში ვარსკვლავური ომების პირველი ეპიზოდი მისი გამოსვლიდან 13 წლის შემდეგ გავრცელდა. 1970-80-იან წლებში ფილმის ნახვა მხოლოდ საბჭოთა დიპლომატებს, მთავრობის ოფიციალურ პირებსა და იმ მსახიობებს შეეძლოთ, რომლებიც საზღვარგარეთ მუშაობდნენ. საბჭოთა კავშირში შიშობდნენ, რომ  ეპიზოდები პოლიტიკური აგიტაციისთვის გამოიყენებდნენ, ამიტომ პოტენციური მაყურებლების ინტერესს ფილმის შესახებ შიშების დანერგვით ახშობდნენ.

"

“უწმინდური ძალების”, მასიური კატასტროფებისა და გიგანტური ზვიგენების მაგივრად, ამერიკულ ეკრანზე რეალურად კოსმოსური მასშტაბის ურჩხულები ჩნდებიან  – ტირანები, რომლებიც ჩვენ გალაქტიკას ატერორებენ.”
….
,,ამ სულის გამყინავი ,,შედვრის” გადაღების პარალელურად, რომელსაც რეჟისორი ჯორჯ ლუკასი ვესტერნის მომავალს უწოდებს, ამერიკაში კიდევ რამდენიმე ანალოგიური კომერციული ოპერაცია ჩატარდა.”

ფილმები და გეოპოლიტიკა

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, რუსეთში ხელოვნებასა და პოპ-კულტურას  რეპრესიების რამდენიმე ტალღამ გადაუარა. მაგალითისთვის შეგვიძლია გავიხსენოთ პანკ როკ ჯგუფ ,,ფუსი რაიოთის”  სასამართლო პროცესი; 2014 წლის ოქროს გლობუსის გამარჯვებული  ფილმის ,,ლევიათანის” შემოქმედებით ჯგუფის მიმართ მტრული კამპანიის აგორება; 2017 წელს სატირული ფილმის ,,სტალინის სიკვდილის” აკრძალვა და სხვა.

რუსეთი არ არის ერთადერთი ავტორიტარული სახელმწიფო, რომელიც  ფილმებსა და გეოპოლიტიკას ერთმანეთში ურევს. ჩრდილოეთ კორეამ Sony Pictures-ზე ჰაკერული თავდასხმა განახორციელა კორეელი პოლიტიკოსების კომედიური ჟანრის ფილმებში გაშარჟების გამო. ირონიულია, რომ რუსეთში  უცხოურ კულტურასთან ერთად, საკუთარ ქვეყანაში, მკაცრი ცენზურის მიუხედავად, მხატვრული გამოხატვის უკონტროლობაც აშინებთ.  რუსეთში მიაჩნიათ, რომ ხალხისთვის კულტურა რეჟიმის მხარდასაჭერის მნიშვნელოვანი წყარო უნდა იყოს. ავტორიტარული რეჟიმისთვის კულტურა მათი ქმედითი გავლენებისა და ,,შეიარაღების”   საშუალებას წარმოადგენს.


 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist