ტრამპის ტყუილს, თითქოს აშშ-ში მიგრანტები შინაურ ცხოველებს ჭამენ, ალტ-ინფოზეც იმეორებენ

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ალტ-ინფო
112
VIEWS

11 სექტემბერს “ალტ-ინფოს” გადაცემაში “ალტ-ანალიტიკა” (1,2) წამყვანებმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის გამართულ დებატებზე ისაუბრეს. გადაცემაში დებატების ის მონაკვეთი აჩვენეს, სადაც დონალდ ტრამპი ამტკიცებს, რომ ქალაქ სპრინგფილდში მიგრანტები ადგილობრივი მოსახლეობის შინაურ ცხოველებს ჭამენ. წამყვანმა გიორგი ქარდავამ განმარტა, რომ მომხდარზე პასუხისმგებელი ქალაქში ჩასახლებული რამდენიმე ათეული ათასი ჰაიტელია. 

ალტ-ინფო

ალტ-ინფოს ეთერში გასული ინფორმაცია, რომ ამერიკის ქალაქ სპრინგფილდში მიგრანტებმა ადგილობრივი მოსახლეობის შინაური ცხოველები შეჭამეს, მტკიცებულებებს არ ემყარება. ქალაქ სპრინგფილდის მერმა და პოლიციამ გავრცელებული ცნობების ნამდვილობა უარყო. 

დებატები კამალა ჰარისსა და დონალდ ტრამპს შორის 10 სექტემბერს ABC News-ის ორგანიზებით გაიმართა. დებატის იმ მონაკვეთი, რომელიც ამერიკის საზღვრის უსაფრთხოებასა და ემიგრაციას შეეხებოდა, ამერიკის 45-ე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყანაში მილიონობით მიგრანტის შეშვების შედეგად ზოგიერთ ქალაქში ისეთი რამ ხდება, რაზე საუბარიც ამ ქალაქებში არ უნდათ, რადგან რცხვენიათ. მაგალითად მან ქალაქები აურორა და სპრინგფილდი მოიყვანა და დააკონკრეტა, რომ სპრინგფილდში მიგრანტები იქ მცხოვრები ხალხის ძაღლებსა და კატებს ჭამენ

დებატის წამყვანმა, ჟურნალისტმა დევიდ მუირმა დონალდ ტრამპის პასუხის შემდეგ განმარტა, რომ აღნიშნულ თემაზე ABC News-ი ქალაქ სპრინგფილდის ოფიციალურ პირებს უკვე დაუკავშირდა და მათ განაცხადეს, რომ მიგრანტების მიერ ადგილობრივი მოსახლეობის შინაური ცხოველების დაზიანების შესახებ სარწმუნო ცნობები არ არსებობს. საპასუხოდ ტრამპმა განაცხადა, რომ მან ინფორმაცია ტელევიზორში დაზარალებული ხალხისგან მოისმინა. 

ცნობები, რომ სპრინგფილდში მცხვორები ჰაიტელები შინაურ და გარეულ ცხოველებს საკვებად იყენებენ, გასულ თვეში გავრცელდა. Guardian-ის მიხედვით, ცნობები ფართოდ გავრცელებულ ვიდეოს უკავშირდება, რომელშიც სპრინგფილდის ქალაქის საბჭოს სხდომაზე მოქალაქე ამტკიცებდა, რომ ჰაიტელებმა ადგილობრივ პარკში იხვები დახოცეს და შეჭამეს. 

9 სექტემბერს პლატფორმა X-ზე ანალოგიური მტკიცება რესპუბლიკური პარტიის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯ.დ. ვენსმაც გამოაქვეყნა

ალტ-ინფო

თუმცა, 10 სექტემბერს გამოქვეყნებულ კიდევ ერთ ტვიტში ვენსი წერდა, რომ მისმა ოფისმა სპრინგფილდის არაერთი მოსახლისგან მიიღო ინფორმაცია მათი მეზობლების შინაური ცხოველების ჰაიტელი მიგრანტების მიერ გატაცების შესახებ, თუმცა, შესაძლოა “ყველა ეს ჭორი მცდარი აღმოჩნდეს”. 

სპრინგფილდის პოლიციის განყოფილებამ, ისევე როგორც ქალაქის მერმა, გავრცელებული ცნობები არაერთხელ უარყვეს და განაცხადეს, რომ მათი დამადასტურებელი მყარი მტკიცებულებები არ არსებობს

ალტ-ინფოს წამყვანი გიორგი ქარდავას მიხედვით, სპრინგფილდში რამდენიმე ათეული ათასი ჰაიტელი მიგრანტია ჩასახლებული. ოფიციალური მონაცემებით, კლარკის ოლქში, რომელიც ქალაქ სპრინგფილდსაც მოიცავს, ჯამში 12-დან 15-ათასამდე მიგრანტი ცხოვრობს


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

წყარო

აა
ალტ-ინფო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist