“თვალსაზრისის” მანიპულაცია ამერიკელი დიპლომატების მიერ უკრაინის დატოვების შესახებ

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

202
VIEWS

23 ნოემბერს ონლაინ გამოცემამ “თვალსაზრისი” უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მასალა შემდეგი სათაურით გამოაქვეყნა: “უკრაინიდან პირველები ამერიკელი დიპლომატები გარბიან”.  ინფორმაცია ამერიკული მედიასაშუალების Fox News-ის ჟურნალისტის ლუკას ტომლინსონის ტვიტერის პოსტს ეყრდნობა. ტომლინსონის მიხედვით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ბრძანებით, უკრაინაში ამერიკელი დიპლომატების ოჯახების ევაკუაცია იწყება. 


“თვალსაზრისის” მასალის სათაური შეცდომაში შემყვანია და ქმნის შთაბეჭდილებას, რომ აშშ-მ უკრაინიდან დიპლომატების სავალდებულო ევაკუაცია დაიწყო. რეალურად, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, საელჩოს თანამშრომლებს უკრაინის დატოვება ნებაყოფლობით შეუძლიათ, ხოლო დიპლომატების ოჯახის წევრებისთვის სავალდებულო ევაკუაცია იწყება. 

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა კიევში აშშ-ს საელჩოში დასაქმებულებს სურვილის შემთხვევაში (voluntary departure) ქვეყნის დატოვების ნებართვა მისცა, ხოლო დასაქმებულების ოჯახის წევრების ევაკუაციის შესახებ ბრძანება (ordered departure) გასცა. სახელმწიფო დეპარტამენტი აშშ-ს მოქალაქეებს მოუწოდებს, უკრაინაში გამგზავრებისგან თავი შეიკავონ. მათივე  განცხადებით, ამის მიზეზი ისაა, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სერიოზულ სამხედრო მოქმედებებს გეგმავს.

23 დეკემბერს კიევში აშშ-ს საელჩოში მიმდინარე პროცესების შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი თანამდებობის პირების განმარტებებიც გამოქვეყნდა. 

ერთ-ერთი მათგანის მიხედვით, სახელმწფიო დეპარტამენტმა სურვილის შემთხვევაში უკრაინის ტერიტორიის დატოვების ნებართვა, კონკრეტულად, აშშ-ს მთავრობის არა-გადაუდებელი მოვალეობის მქონე თანამშრომლებისთვის გასცა. მისივე თქმით, თანამშრომლებს უკრაინის დატოვება, მათი ოჯახის წევრებისგან განსხვავებით,  არ მოეთხოვებათ და ეს გადაწყვეტილება მათ სურვილზეა დამოკიდებული. 

“თვალსაზრისი” წყაროდ Fox News-ის ჟურნალსიტის ლუკას ტომლინსონის ტვიტერზე გამოქვეყნებულ პოსტს უთითებს. ტომლინსონმა უკრაინიდან ამერიკელი დიპლომატების ევაკუაციის შესახებ პოსტი 22 იანვარს მართლაც გამოაქვეყნა. 

ჟურნალისტის პოსტი მხოლოდ საელჩოში დასაქმებული პერსონალის ოჯახის წევრების ევაკუაციას ეხებოდა. 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, უკრაინა
წყარო

წყარო

ტვ
თვალსაზრისი.გე - Tvalsazrisi.ge

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist