“თვალსაზრისი” დნესტრისპირეთის კონფლიქტზე მანიპულაციურ სტატიას აქვეყნებს

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

154
VIEWS

2022 წლის 20 იანვარს ონლაინ გამოცემამ “თვალსაზრისი” გამოაქვეყნა ირაკლი ჯანყარაშვილის სტატია, სათაურით “დნესტრისპირეთის კონფლიქტის მთავარი მიზეზი “რუსოფობიური” განწყობების გაღვივება გახლდათ”, სადაც დნესტრისპირეთში არსებულ კონფლიქტის მიზეზები იყო განხილული. სტატიის ავტორის აზრით, კონფლიქტი სხვადასხვა რუსოფობიური ქმედებებით იყო გამოწვეული, მათ შორის, ენობრივი პოლიტიკით, მოლდოველების შოვინისტური მისწრაფებებით და ეთნიკური რუსების დისკრიმინაციით. როგორც ირაკლი ჯანყარაშვილი აღნიშნავს, შეიარაღებული ქმედებები საბოლოოდ რუსეთის საშუალებით შეჩერდა.

ირაკლი ჯანყარაშვილი: “ამ ისტორიას ბევრი მსგავსება აქვს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან, პირველ რიგში იმიტომ, რომ კონფლიქტის მთავარი მიზეზი რუსულენოვანი მოსახლეობის ინტერესების იგნორირება იყო. კონფლიქტი დნესტრისპირეთსა და მოლდოვას შორის ასევე დაიწყო რუსული ენის სასტიკი ბრძოლით იმ ტერიტორიაზე, სადაც ძირითადად რუსულენოვანი მოსახლეობა ცხოვრობს… მოლდოვის ჯავშანტექნიკის რაოდენობა აჭარბებდა პრიდნესტროვის რაოდენობასაც, შეიარაღებული მოქმედებები რუსეთის ჩარევის წყალობით შეჩერდა.”

ირაკლი ჯანყარაშვილის სტატია მანიპულაციურია და კონფლიქტის მხოლოდ ერთ მხარეს გვიჩვენებს. სტატიაში არ არის საუბარი რეგიონში სსრკ/რუსეთის ინტერესებსა და სეპარატიზმის გაღვივებაზე, რაც დნესტრისპირეთის ომის გამომწვევ ერთ-ერთ პოლიტიკურ მიზეზს წარმოადგენს. 

  • მოლდოვის მოკლე ისტორია

საბჭოთა კავშირმა 1924 წელს მდინარე დნესტრის აღმოსავლეთით უკრაინაში მოლდოვის  ავტონომიური  სოციალისტური  რესპუბლიკა ჩამოაყალიბა. 1940 წელს საბჭოთა კავშირმა რუმინეთის ტერიტორია ბესარაბია დაიპყრო, რითიც მან მდინარე დნესტრის ორივე მხარე გააერთიანა და მოლდოვის  საბჭოთა  სოციალისტური  რესპუბლიკა შექმნა. აღსნანიშნავია, რომ ბესარაბიის ტერიტორიის ხალხი თავს მუდმივად რუმინეთის ნაწილად აიდენტიფიცირებდა.

ამ ტერიტორიაზე საბჭოთა კავშირმა დაახლოებით 1940 წლიდან მოსახლეობის პროცენტული განაწილების ცვლილება დაიწყო, რაც სტალინის მიერ მოლდოვის სსრ-დან ათიათასობით ადამიანის გადასახლებაში და იქ ეთნიკურად რუსების ჩასახლებაში გამოიხატა. გადასახლებულებს ბრალად მეზობელ რუმინეთთან ახლო კავშირი ედებოდათ. ისინი ძალადობრივად დაასახლეს ცენტრალური აზიის სახელმწიფოებში და ამით მოლდოვის ეთნიკური სურათი შეცვალეს. 

მოლდოვიდან დეპორტირებულებისადმი მიძღვნილი მემორიალი

აღსანიშნავია, რომ ამ მოცემულობით მოლდოვის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში მოლდოველებთან და უკრაინელებთან ერთად მრავალი ეთნიკურად რუსი ადამიანი აღმოჩნდა, რაც შემდგომში კონფლიქტის წარმოშობის ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორიც გახდა. 

  • დნესტრისპირეთის კონფლიქტი

მიხეილ გორბაჩოვის ღიაობისა და გარდაქმნის პოლიტიკამ, ისევე როგორც სსრკ-ის სხვა ნაწილებში, მოლდოვაშიც გააჩინა ეროვნული, დისიდენტური ძალები, რომლებიც საბჭოთა კავშირიდან გამოყოფას მოითხოვდნენ. აღსანიშნავია, რომ ბესარაბიის ისტორიის გათვალისწინებით, დისიდენტთა რუმინეთთან მიერთებასაც კი მოითხოვდა, რადგან ისინი საკუთარ ქვეყანას რუმინეთისგან არ ყოფდნენ

ამ პერიოდში მოლდოვაში ენის რეფორმაც განხორციელდა, რის შედეგადაც მოლდოვური ოფიციალურ ენად გამოცხადდა, ანბანი კი კირილიცადან ლათინურზე შეიცვალა. აღსანიშნავია, რომ სხვა ენების გამოყენება ჩვეულებრივ ცხოვრებაში კვლავ დასაშვები იყო. ენის რეფორმამ და რუმინეთთან შეერთების იდეამ გააღიზიანა და შეაშინა მდინარე დნესტრის აღმოსავლეთში მცხოვრები ეთნიკურად რუსი მოსახლეობა, რომელმაც დნესტრისპირეთის დამოუკიდებლობა გამოაცხადა და პრო-მოლდოვურ ძალებთან კონფლიქტში ჩაება. 

ენის შესახებ მიღებული საკანონმდებლო ცვლილება: “ეძლევა რა მოლდოვურ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი, მსსრ მთავრობა იძლევა სრულ გარანტიას იმისა, რომ დაცული იქნება რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრები ნებისმიერი მოქალაქის, მიუხედავად ეთნიკური თუ ენობრივი კუთვნილებისა, კონსტიტუციური უფლება და თავისუფლება“ 

მიუხედავად იმისა, პრო-მოლდოვურმა მოძრაობამ გამოიწვია ეთნიკური რუსების შიში და ირაკლი ჯანყარაშვილის მიერ მოტანილი არგუმენტები რეალობას შეესაბამება, აღნიშნულ კონფლიქტს მაინც დიდი პოლიტიკური წინაპირობა ჰქონდა, რაც სსრკ/რუსეთის მიერ შემდგომში მოლდოვაზე მუდმივი კონტროლის სურვილით იყო გამოწვეული.  

ხშირ შემთხვევაში კონფლიქტი ხელოვნურად იყო დამძიმებული. სეპარატისტი ლიდერები სპეციალურად აშინებდნენ ადგილობრივ მოსახლეობას, რომ თუ ისინი მოლდოვისგან გამოყოფაში და სსრკ-ში ავტონომიით შესვლისთვის არ იბრძოლებდნენ, მოლდოვა რუმინეთს მიუერთდებოდა, რაც მათ ინტერესებში არ შედიოდა. ცეცხლზე ნავთს ასხამდნენ ასევე მოლდოველი პირებიც, რომლებიც ხშირად ნაციონალისტური და რუსოფობიური განცხადებებით გამოირჩეოდნენ.

  • დნესტრისპირეთის კონფლიქტი და რუსული ინტერესები

აღსანიშნავია, რომ ეს ვითარება საბჭოთა კავშირმა და უკვე შემდგომში რუსეთმა სათავისოდ და სეპარატიზმის გასაღვივებლად აქტიურად გამოიყენა. ამ მხრივ ეს კონფლიქტი ჰგავს აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონისა და ყირიმის კონფლიქტებს, სადაც რუსეთი აქტიურად აღვივებს შუღლს ადგილობრივ მოსახლეობაში, რათა პოლიტიკურ მიზნებს მიაღწიოს და გავლენის სფეროები გააფართოვოს.

მნიშვნელოვანია, რომ ირაკლი ჯანყარაშვილის სტატიაში საერთოდ არ ჩანს რუსული ინტერესები ამ კონფლიქტში და ის მხოლოდ მშვიდობისდამცველ სახელმწიფოდ გვევლინება, რაც რეალობა არ არის.  


რუსული ტანკი შედის დნესტრისპირეთში

დნესტრისპირეთის კონფლიქტის შედეგებში საკმაოდ დიდი გავლენა ჰქონდა საბჭოთა მე-14 არმიას, რომელიც ადგილობრივ სეპარატისტებს შეიარაღებით ეხმარებოდა, რაც მათ მნიშვნელოვან დაპირისპირებულ მხარედ აქცევდა

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად საბჭოთა კავშირს და შემდგომში რუსეთს რეგიონში საკმაოდ დიდი ინტერესები ამოძრავებდა. დიდწილად სწორედ ამით იყო გამოწვეული რუსეთის მიერ მოლდოვის ოკუპაცია და დნესტრისპირეთში საკუთარი არმიის შეყვანა და დღემდე იქ დატოვება. 

რუსეთს დნესტრისპირეთში სხვადასხვა მიზანი ჰქონდა და დღემდე აქვს. უპირველეს ყოვლისა, დნესტრისპირეთში გაგზავნილი არმია მას საშუალებას მისცემდა, რომ უფრო დიდი გავლენა და კონტროლი მოეხდინა მოლდოვაზე. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ისიც, რომ რუსეთს აწუხებს რუმინეთში არსებული ამერიკული ბაზები, რისთვისაც მას ესაჭიროება დნესტრისპირეთში საკუთარი შეიარაღებული ძალები, რათა დასავლური გავლენა დააბალანსოს და ამ რეგიონში მნიშვნელოვანი აქტორის ფუნქცია შეინარჩუნოს.

დღესდღეობით, დნესტრისპირეთი არაღიარებულ სახელმწიფოს წარმოადგენს და მას მხოლოდ არაღიარებული აფხაზეთი, ე.წ. სამხრეთ ოსეთი და არცახი ცნობენ. მოლდოვა და დასავლეთის სხვა აქტორები აქტიურად მოუწოდებენ რუსეთს ჯარების გაყვანისკენ, თუმცა რუსეთი პოზიციას არ ცვლის. ეს ტერიტორია რუსეთის მიერ ოკუპირებულად არის გამოცხადებული და მოლდოვას მასზე კონტროლი არ აქვს.

2017 წლის 2 მაისს მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის ქმედებებს არასწორი მიმართულება ჰქონდა. 

მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლო: “რუსეთის ფედერაციამ „არ გამოიყვანა თავისი საოკუპაციო ჯარები ქვეყნის აღმოსავლეთიდან, არამედ, პირიქით, გააძლიერა თავისი სამხედრო წარმომადგენლობა მოლდოვის დნესტრისპირეთის ნაწილში და მოლდოვა რჩება სამხედრო ოკუპაციის ქვეშ.”

საგულისხმოა, რომ რუსეთი არ ცნობს დნესტრიპირეთს დამოუკიდებელ ტერიტორიად, თუმცა, მაგალითად რუსეთის ელჩმა მოლდოვაში მონაწილეობა მიიღო დნესტრისპირეთის ე. წ. პრეზიდენტის ინაუგურაციაში, რაც მოლდოვისთვის მიუღებელი ქმედება იყო.

დღეს მოლდოვის ახალი ლიდერი მაია სანდუ აცხადებს, რომ დნესტრისპირეთს მოლდოვისგან არანაირი საფრთხე არ ემუქრება, ამიტომ აუცილებელია რუსეთის არმიამ დატოვოს ტერიტორია, თუმცა რუსეთი პოზიციების დათმობას არ აპირებს, რადგან, როგორც უკვე ვიხილეთ, მისი კონფლიქტში ჩართვის ძირითადი მოტივი არა დნესტრისპირეთში მყოფი რუსების დაცვა, არამედ ნატოსა და ამერიკის გავლენის შეკავება იყო. რუსეთისთვის ბევრად უფრო მომგებიანია კონფლიქტი გაყინული იყოს და კრემლმა ის სხვადასხვა მიზნებისთვის გამოიყენოს.

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე

მაია სანდუ: “მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ჩვენი პოზიცია რუსული ჯარების [დნესტრისპირეთიდან] სრული და უპირობო გაყვანის შესახებ უცვლელი რჩება.”


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი
წყარო

წყარო

Untitled-1
საქართველო უპირველეს ყოვლისა - geo-first.com

წყარო

საქართველო-თუდეი
Sakartvelo Today News

წყარო

Untitled-1
შიინ ევროპისკენ

წყარო

skoti
სკოტ რიტერი

წყარო

Untitled-1
ერმილე ნემსაძე

წყარო

Untitled-1
iNews • აინიუსი

წყარო

პროფილი
ძალა სიმართლეშია

წყარო

Untitled-1
ემი ჯგუფი

წყარო

Untitled-1
InfoAnalytical.ge

წყარო

Untitled-1
სეზონი TV

წყარო

Untitled-1
Spacesnews • სივრცეები

წყარო

ზნ
zneoba.ge

წყარო

ტჰე
The Caucasian Telegraph

წყარო

ტაო
ტაონიუსი

წყარო

ფაქ
Fაქტები

წყარო

ცარ
Царьград

წყარო

ფონდ
სტრატეგიული კულტურის ფონდი - Фонд стратегической культуры (fondsk.ru)

წყარო

ახალი
ტელეკომპანია ახალი

წყარო

დავიტ
გიორგობიანი დავითი

წყარო

ახალ
ახალგაზრდული

წყარო

isa
ისაკაძე დავით

წყარო

მმკ
მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი (მმკ)

წყარო

ბავ
ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება

წყარო

წინ
წინააღმდეგობა / Resistance

წყარო

ილი
თავისუფალი არხი “ილიონი”

წყარო

კვ
ემზარ კვიციანი

წყარო

ირ
გოგავა ირაკლი

წყარო

ჰოტ
Hotnews.ge

წყარო

წს
wnews.ge

წყარო

სირც
სირცხვილის კორიდორი

წყარო

გ,
შენ ხარ საქართველო

წყარო

12
ტელეკომპანია TV12

წყარო

საქარ
საქართველო უპირველეს ყოვლისა

წყარო

ანტ
ანტი-პარადოქსი

წყარო

rua
შოთა აფხაიძე

წყარო

sa
News Front Georgia

წყარო

ტვ
თვალსაზრისი.გე - Tvalsazrisi.ge

წყარო

სტა
"სტალინი"

წყარო

ტიმ
Timenews.ge

წყარო

qaer
ქართული გვერდი/Georgian Page

წყარო

კა
კარდჰუ

წყარო

sd
აპოლიტიკური გაერთიანება "ლილე"

წყარო

st
TS • news

წყარო

ჯაბა - Copy
ჯაბა მუსელიანის ბლოგი

წყარო

რტ
Russia Today

წყარო

Zero Hedge
Zero Hedge

წყარო

სპუტ
სპუტნიკ საქართველო

წყარო

gasp
არმენ გასპარიანი

წყარო

დე
გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა

წყარო

აა
ალტ-ინფო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist