თურქეთზე გურამ ფალავანდიშვილის სახელით ყალბი პოსტები ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

323
VIEWS

თურქეთში 6 თებერვალს მომხდარი  დამანგრეველ მიწისძვრებთან  დაკავშირებით ფეისბუქში “ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების” დამფუძნებლის გურამ ფალავანდიშვილის სახელით პოსტები ვრცელდება. ტექსტების მიხედვით, ფალავანდიშვილი თურქეთში მომხდარ მიწისძვრას ღვთის სასჯერლს მიაწერს (“უფალმა მხოლოდ ცოდვილი მუსულმანები მოკლა”), რომელიც მუსულმანური სარწმუნოების ადამიანებზე  და ქართველ ქალებზე ვრცელდება, რომლებიც თურქეთში მრუშობისთვის არიან წასული (“უფალი მხოლოდ სამრუშოდ წასულ ქართველო ქალებს და სატანის მუსულმანებს სჯის”).

გავრცელებული პოსტები და კომენტარები გურამ ფალავანდიშვილს არ ეკუთვნის და ისინი ფალავანდიშვილის სახელით შექმნილმა ყალბმა გვერდმა გამოაქვეყნა. 

გურამ ფალავანდიშვილის სახელით ყალბი გვერდი “გურამ ფალავანდიშვილი” 2022 წლის 31 დეკემბერს შეიქმნა. 7 თებერვლის 11 საათის მონაცემებით გვერდს 19 მოწონება და 40 გამომწერი ჰყავს. 

2022 წლის 31 წელს გამოქვეყნებული საახალწლო პოსტის მიხედვით, ბერმა გაბრიელმა იწინასწარმეტყველა, რომ “2023 წელს მუტანტი ტრანსგენდერი ზომბების შემოსევა გაანადგურებდალიბერასტულ ცივილიზაციას.”

გვერდზე ამ პოსტის გარდა, მხოლოდ თურქეთის მიწისძვრების შესახებ დაწერილი გამოხმაურებები იძებნება. 

6 თებერვალს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში პოლიტიკური პარტია “ქართული იდეის” ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატმა რამინ აბესაძემ გურამ ფალავანდიშვილთან ერთად პირდაპირ ეთერში ისაუბრა. მიმართვაში ფალავანდიშვილი ამბობს, რომ მისი სახელით შექმნილი გვერდი მას არ ეკუთვნის და გვერდის მიერ პოსტებში დაფიქსირებულ პოზიციას არ იზიარებს. 

ვიდეო ფალავანდიშვილის რეალურ გვერდზე “ფალავანდიშვილთან” გაზიარდა. 

ფალავანდიშვილს ფეისბუქზე ერთი საჯარო პირის გვერდი (“ფალავანდიშვილთან”)  და ერთი პირადი პროფილი (“გურამ ფალავანდი ႢႴ”)  აქვს. მართალია, გურამ ფალავანდიშვილი ქსენოფობიური და ჰომოფობიური რიტორიკით, ასევე ექსტრემისტული ქმედებებით და ყალბი ცნობების გავრცელებით გამოირჩევა, თუმცა თურქეთთან მიმართებით მას მსგავსი პოსტები არცერთ ანგარიშზე არ გამოუქვეყნებია.


ფოტო გარეკანზე: Ihlas News Agency (Iha)/Reuters


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist