“თრიალეთის” განცხადება პრიმაკოვის ცენტრის წარმომადგენლებისთვის დათმობილ დროზე

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

primakovis centri share
96
VIEWS

2018 წლის 13 მაისს “მითების დეტექტორმა” გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 9 მაისს ფაშიზმთან გამარჯვების დღის აღსანიშნად ევგენი პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსულმა საზოგადოებრივმა ცენტრმა ღონისძიება ტელეკომპანია “თრიალეთის” სტუდიაში გამართა. ღონისძიებას “თრიალეთის” ფეისბუკ გვერდი Live-რეჟიმში გადმოსცემდა. 

14 მაისს ტელეკომპანია “თრიალეთმა” ღონისძიების შესახებ განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“9 მაის, ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავთან დაკავშირებით ტელეკომპანია ,,თრიალეთის” ეთერში გავიდა გადაცემა, რომელის წამყვანი იყო დიმიტრი ლორთქიფანიძე.  დიმიტრი ლორთქიფანიძემ გადაცემის იდეა ტელეკომპანია ,,თრიალეთს” შესთავაზა, გადაცემაში მოწვეული იყვნენ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები, რომლის მიზანი იყო მათი დაფასება და საზოგადოებისთვის გაცნობა. მით უფრო, რომ დღეის მდგომარეობით გორის მუნიციპალიტეტში მეორე მსოფლიო ომის სულ ცხრა მონაწილეა ცოცხალი.

,,თრიალეთის”   მოთხოვნა იყო რომ რუსულ პროპაგანდას ადგილი არ უნდა ჰქონდა გადაცემის მსვლელობის დროს რაზეც იდეის ავტორისგან თანხმობა მივიღეთ და რაც შესრულდა. აქედან გამომდინარე ,,თრიალეთის” ჟურნალისტებისთვის მიუღებელია ის რეაქცია რაც საკითხმა გამოიწვია.

ტელეკომპანია ,,თრიალეთის” პოლიტიკა არის პროდასავლური და რაც ჩვენს ყოველდღიურ საინფორმაციო გამოშვებიდან და ტოქ-შოუებიდან ნათლად ჩანს.”

მართალია, ტელეკომპანია აღნიშნავს, რომ დრო და სივრცე არა ევგენი პრიმაკოვის სახელობის ცენტრს, არამედ პერსონალურად დიმიტრი ლორთქიფანიძეს დაუთმო, ღონისძიების დასაწყისში ტელეკომპანია “თრიალეთს” მადლობა პრიმაკოვის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ნატა წერეთელმაც გადაუხადა. ამასთანავე, თავად პრიმაკოვის ცენტრის ფეისბუკ გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მათ ღონისძიება ტელეკომპანია “თრიალეთის” სტუდიაში გამართეს. 

ტრიალეთი

“მითების დეტექტორი” დაინტერესდა, დაფინანსებული იყო თუ არა აღნიშნული გადაცემა პრიმაკოვის ცენტრის მიერ. გადაცემის დაფინანსების ფაქტი არც ტელეკომპანია “თრიალეთმა”, არც ცენტრის ხელმძღვანელმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ დაგვიდასტურეს.

პრიმაკოვის ცენტრი 2013 წელს რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით დაფუძნებული გორჩაკოვის ფონდისა და ქართული საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის მიერ არის შექმნილი. 2018 წლის მარტიდან პრიმაკოვის ცენტრის დირექტორი პარტია “გაერთიანებული დემოკრატების” ყოფილი წევრი, დიმიტრი ლორთქიფანიძეა.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist