თქვეს თუ არა აშშ-მ და ევროკავშირმა სირიაში მიწისძვრით დაზარალებულთა დახმარებაზე უარი?

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

223
VIEWS

9 თებერვლიდან ფეისბუქ ანგარიში ქაროსა ნი, ასევე რუსულენოვანი ანგარიშები (1,2) ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და დიდმა ბრიტანეთმა სირიის დახმარებაზე უარი განაცხადეს. პოსტების მიხედვით, სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა თქვა, რომ ასადის მთავრობის დახმარება ირონიული იქნება, ხოლო ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი სირიას არ დაეხმარება, სანამ იქ ძალაუფლების ცვლილება არ დაიწყება. 

8 თებერვლიდან თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრის თემაზე ქართულ და რუსულენოვანი (1,2,3,4,5,6) ანგარიშები არაბულენოვან ინფოგრაფიკასაც ავრცელებდნენ, რომელზეც ნაჩვენებია, თუ რომელი ქვეყნები დაეხმარნენ სირიასა და თურქეთს. თანდართული აღწერის მიხედვით, სირიას არცერთი ევროპული სახელმწიფო არ დახმარებია.

mitsisdzvra siriashi თქვეს თუ არა აშშ-მ და ევროკავშირმა სირიაში მიწისძვრით დაზარალებულთა დახმარებაზე უარი?

mitsisdzvra siriashi 1 თქვეს თუ არა აშშ-მ და ევროკავშირმა სირიაში მიწისძვრით დაზარალებულთა დახმარებაზე უარი?

ნედ პრაისის განცხადება სრული კონტექსტის გარეშე ვრცელდება. მისი თქმით, მიწისძვრით დაზარალებულთა დახმარების საკითხზე სირიის მთავრობასთან თანამშრომლობა ირონიული იქნებოდა, რადგან ის ბოლო 12 წელია საკუთარ მოქალაქეებს სასტიკად ეპყრობა, ხოლო ჯოზეფ ბორელის ფრაზა, თითქოს ევროკავშირი სირიას ხელისუფლების ცვლილებამდე არ დაეხმარება, ღია წყაროებში არ იძებნება. რეალურად, აშშ-ს, ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს სირიის დახმარებაზე უარი არ უთქვამთ და ეს ქვეყნები სირიის მოსახლეობას დახმარებას ადგილზე მოქმედი ჰუმანიტარული ორგანიზაციებისა და გაეროს მეშვეობით აწვდიან.

ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა სირიის დახმარებაზე უარი თქვეს, მცდარია. ორივე ქვეყანა სტიქიის შედეგად დაზარალებულებს გაეროსა და ადგილზე მყოფი ჰუმანიტარული ორგანიზაციების შუამავლობით ეხმარება.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი 6 თებერვალს მომხდარ მიწისძვრას ამავე დღეს გამოეხმაურა და თურქეთსა და სირიას ნებისმიერი შესაძლო გზით დახმარებას დაპირდა.

mitsisdzvra siriashi 2 თქვეს თუ არა აშშ-მ და ევროკავშირმა სირიაში მიწისძვრით დაზარალებულთა დახმარებაზე უარი?

7 თებერვალს დიდმა ბრიტანეთმა თურქეთში 77 კაციანი სამაშველო ჯგუფი სპეციალურ აღჭურვილობასთან და 4 მაშველ ძაღლთან ერთად თურქეთის ქალაქ გაზიანთეფში გაგზავნა. 8 თებერვალს ცნობილი გახდა 8 მილიონი გირვანქა სტერლინგის ოდენობის პაკეტის შესახებ, რომელიც ბრიტანეთმა პირველადი საჭიროების ნივთების, კერძოდ კარვების, საბნებისა და ჰიგიენის ნაკრებების შესაძენად და დაზარალებულ ქვეყნებში გასაგზავნად გამოყო. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჯეიმს კლევერლის განცხადებით, ბრიტანეთი თურქეთის მთავრობასთან, გაერთიანებული ერების ორგანიზაციასა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობს იმისათვის, რომ დახმარება ყველაზე მეტად დაზარალებულებმა მიიღონ. 

დამატებით, ბრიტანეთის საგანგებო სიტუაციების კომიტეტმა რამდენიმე ჰუმანიტარულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობით დაზარალებულთა დასახმარებლად 52 მილიონ გირვანქა სტერლინგზე მეტი შეაგროვა

სირიის დახმარებაზე უარი არც შეერთებულ შტატებს უთქვამს. ქვეყნის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ნედ პრაისის განცხადება სირიის ხელისუფლებასთან თანამშრომლობის შესახებ კონტექსტის გარეშე გავრცელდა. 6 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის შეკითხვაზე, რატომ არ შეიძლება აშშ-მა  ჰუმანიტარული დახმარების საკითხზე სირიის მთავრობასთან ითანამშრომლოს და სანქციებიც მოხსნას, პრაისმა განაცხადა, რომ ირონიული და შეიძლება კონპროდუქტიულიც იყოს იმ მთავრობასთან დაკავშირება, რომელიც უკვე თორმეტი წელია საკუთარ მოსახლეობას სასტიკად ეპყრობა და პასუხისმგებელია იმ ტანჯვაზე, რომელიც მათ გადაიტანეს. პრაისის მიხედვით, შეერთებულ შტატებს ადგილზე ჰუმანიტარული პარტნიორები ჰყავს, რომლებიც  სირიის მოსახლეობას დახმარებას სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ უწევენ. 

ნედ პრაისი, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი: “მე აღვნიშნავ, რომ ჩვენი მხრიდან იმ მთავრობასთან დაკავშირება, რომელიც უკვე თორმეტი წელია საკუთარი ხალხის მიმართ სისასტიკეს იყენებს, წამლავს მათ, ხოცავს მათ და პასუხისმგებელია ტანჯვის დიდ ნაწილზე, რომელიც მათ გადაიტანეს,   საკმაოდ ირონიული იქნება, თუ არა კონპროდუქტიული. სამაგიეროდ, ჩვენ ადგილზე ჰუმანიტარული პარტნიორები გვყავს, რომლებსაც  ამ ტრაგიკული მიწისძვრების შემდეგ დახმარების გაწევა შეუძლიათ, ჰუმანიტარული პარტნიორები, რომლებიც  სამოქალაქო ომის პირველივე დღეებიდან აქტიურობენ.”

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის 9 თებერვლის განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეერთებულმა შტატებმა გადაუდებელი ჰუმანიტარული დახმარებისთვის 85 მილიონი დოლარი გამოყო და ის მჭიდროდ თანამშრომლობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან, რომლის პირველი კოლონაც სირიაში თურქეთის გავლით უკვე შევიდა

ინფორმაცია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ჰუმანიტარული ტვირთის სირიაში შესვლის შესახებ ნედ პრაისმა 13 თებერვალსაც გაავრცელა. პრაისის მიხედვით, შტატები მუშაობს იმისთვის, რომ სირიის მოსახლეობამ, რომელიც 12 წელია ომის შედეგად იტანჯება, მიიღოს დახმარება, რომელიც გამანადგურებელი მიწისძვრების შემდეგ სჭირდება.

mitsisdzvra siriashi 3 თქვეს თუ არა აშშ-მ და ევროკავშირმა სირიაში მიწისძვრით დაზარალებულთა დახმარებაზე უარი?

ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ჰუმანიტარული ორგანიზაცია, რომელიც მიწისძვრით დაზარალებულთა დახმარების საქმიანობაში აქტიურად ჩაერთო, “თეთრი ჩაფხუტებია”. აღნიშნული ორგანიზაცია რამდენიმე ქვეყნის მთავრობის, მათ შორის დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის მიერ ფინანსდება. ორგანიზაცია 2014 წლიდან საქმიანობს ჩრდილო-დასავლეთ სირიაში, რომელსაც აჯანყებულები აკონტროლებენ. 9 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ მიწისძვრის შედეგებთან საბრძოლველად ბრიტანეთი ორგანიზაციას 3 მილიონი ფუნტი სტერლინგით გაუზრდის დაფინანსებას.

კიდევ ერთი განცხადება, რომელიც ფეისბუქზე გავრცელდა, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჯოზეფ ბორელს მიეწერებოდა. ბორელის ფრაზა, რომ ევროკავშირი სირიას რეჟიმის ცვლილებამდე არ დაეხმარება, ღია წყაროებში არ იძებნება. პირველი განცხადება ამ თემაზე ბორელმა 6 თებერვალს გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ევროკავშირი მზადაა სირიას ჰუმანიტარული პროგრამების საშუალებით დაეხმაროს

ამავე დღეს ბორელმა სირიისა და თურქეთის დახმარების მზადყოფნა ტვიტერის საკუთარ გვერდზეც გამოხატა

mitsisdzvra siriashi 4 თქვეს თუ არა აშშ-მ და ევროკავშირმა სირიაში მიწისძვრით დაზარალებულთა დახმარებაზე უარი?

8 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი სირიის პირველადი დახმარებისთვის 3.5 მილიონ ევროს გამოყოფს. თანხა სამძებრო და სამაშველო ოპერაციებს, ასევე მოსახლეობის თავშესაფრით, წყლითა და სანიტარული საშუალებებით მომარაგებას მოხმარდება. 

  • როგორ გავრცელდა არაბულენოვანი ინფოგრაფიკა და შეესაბამება თუ არა ის სიმართლეს?

რაც შეეხება გავრცელებულ ინფოგრაფიკას, ის სირიულმა მედიამ Athr Press-მა  8 თებერვალს გამოაქვეყნა. ფეისბუქ პოსტების უმეტესობა სირიელი ბიზნესმენის ფარის ალ-შიჰაბის Twitter პოსტის სქრინშოტს იყენებს, მან ინფოგრაფიკა შემდეგი აღწერით გაავრცელა: “ამ დრომდე არც ერთ ევროპულ ქვეყანას არ გამოუგზავნია დახმარება სირიისთვის! ჩვენ არასდროს დავივიწყებთ…”. 

აღნიშნულ ინფოგრაფიკაზე მოცემულია მხოლოდ ის ქვეყნები, რომლებმაც დახმარება თურქეთსა და სირიაში პირდაპირი გზით გაგზავნეს და უგულებელყოფილია ის ფაქტი, რომ სანქციების გამო ევროპული ქვეყნების დიდი ნაწილი და აშშ სირიას საერთაშორისო და ადგილობრივი ჰუმანიტარული ორგანიზაციების, ასევე გაეროს შუამავალობით ეხმარება. ამასთან ქვეყნების ჩამონათვალი არასრულია, მაგალითისთვის, იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც თურქეთს დახმარება გაუწიეს, არაა დასახელებული საქართველო, რომელმაც მეხანძრე-მაშველთა რაზმი და შესაბამისი სამაშველო აღჭურვილობა და ტექნიკა თურქეთში 6 თებერვალს გაგზავნა

სირიისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას რამდენიმე ფაქტორი აფერხებს. ცენტრალური ხელისუფლება ქვეყნის მთელს ტერიტორიას ვერ აკონტროლებს, ჩრდილოეთ სირიის ნაწილი მეამბოხეების, ნაწილი კი ქურთული ძალების ხელშია. იმ ტერიტორიაზე, რომელსაც მეამბოხეები აკონტროლებენ, სირიის ხელისუფლება ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას მხოლოდ ერთი, ბაბ ალ-ჰავას გზით უშვებს, ის კი მიმდინარე ომისა და მიწისძვრის შედეგად საკმაოდ დაზიანებულია. 

აღსანიშნავია ისიც, რომ სირიის ლიდერი ბაშარ ალ-ასადისთვის შეერთებული შტატებსა და ევროპულ ქვეყნებს სანქციები აქვთ დაწესებული (სირიის მოსახლეობის დაცვის აქტი, ასევე ცნობილი, როგორც “კეისრის სანქციები”), ამასთან დასავლეთის ქვეყნებში არსებობს რწმენა, რომ მიღებული საერთაშორისო დახმარება შესაძლოა სირიელმა მაღალჩინოსნებმა მიისაკუთრონ და ის მოსახლეობის საჭიროებებს  არ მოხმარდეს.  

9 თებერვალს შეერთებული შტატების ხაზინამ გაავრცელა განცხადება, რომ შემდეგი 180 დღის მანძილზე მიწისძვრით დაზარალებულთა დასახმარებლად განხორციელებული ტრანზაქციები სანქციებისგან სრულად გათავისუფლდება. ამასთან, შტატების წარმომადგენლებმა ჰუმანიტარული დახმარებისთვის საზღვრების ყველა მიმართულებით გახსნის მოწოდება სირიის ხელისუფლების მისამართით არაერთხელ გააჟღერეს

წყაროების შესახებ: 

ანონიმური ფეისბუქ ანგარიში ქაროსა ნი “კონსერვატიული მოძრაობის” მხარდამჭერია. მის მიერ გავრცელებული ანტი-დასავლური შინაარსის დეზინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა. ვრცლად იხილეთ მასალებში: 

ანგარიში მაია თვალთვაძე ძირითადად ანტი-ვაქსერული და კონსპირაციული შინაარსის ინფორმაციას ავრცელებს. მის მიერ წარსულში გავრცელებული დეზინფორმაციის შესახებ ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალებში: 

რუსულენოვანი ანონიმური ფეისბუქ ანგარიში Злой Ёжик ხშირად ავრცელებს ანტი-დასავლური შინაარსის დეზინფორმაციულ მტკიცებებს. ანგარიშმა ორი დასავლური გამოცემის გაყალბებული გარეკანიც გაავრცელა, ვრცლად იხილეთ:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა, სხვა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist