თქვა თუ არა ვირუსოლოგმა ქრისტიან დროსტენმა, რომ SARS-COV-2 პანდემია არ არის?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

43
VIEWS

12 ივნისს ანტი-ვაქსერმა თინა თოფურიამ თავის ფეისბუქ ანგარიშზე გერმანულენოვანი სტატია გააზიარა, რომლის კომენტარშიც დაწერა, რომ გერმანელი ვირუსოლოგი ქრისტიან დროსტენი გერმანიის პარლამენტში დაკითხეს. თინა თოფურიას მტკიცებით,  დროსტენმა აღიარა, რომ „ SARS-COV-2 არასდროს არ იყო პანდემია“. პოსტში თოფურია ასევე აღნიშნავს, რომ დროსტენმა ეჭვქვეშ დააყენა ტესტების სიზუსტე (დაკონკრეტებული არაა, თუ რომელი ტიპის ტესტზეა საუბარი) და განაცხადა, თითქოს კოვიდ19-ის შემთხვევების უმრავლესობა მსუბუქი მდგომარეობით ხასიათდება.

1
გავრცელებული ინფორმაცია ქრისტიან დროსტენის მიერ ვირუსის შეფასებასა და ტესტირებაზე, მანიპულაციურია, ხოლო მტკიცება, თითქოს დროსტენის თქმით, SARS-COV-2 არასდროს ყოფილა პანდემია, მცდარია. ვირუსოლოგ ქრისტიან დროსტენს კითხვის ნიშნის ქვეშ არ დაუყენებია არც კოვიდ პანდემიის რეალურობა და არც ტესტების ეფექტიანობა და მათი მნიშვნელობა კრიზისის სამართავად.

ქრისტიან დროსტენი, ცნობილი გერმანელი ვირუსოლოგი და ევროპის ერთ-ერთი მსხვილი საუნივერსიტეტო კლინიკის „შარიტეს“ პროფესორი, 11 ივნისს გერმანიის ერთ-ერთი ფედერაციული ერთეულის – ბრანდენბურგის ლანდთაგის(ადგილობრივი პარლამენტი) საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მართლაც იმყოფებოდა. ეს სხდომა ჩანიშნული იყო გერმანული რადიკალური მემარჯვენე პარტიის –  AfD(Alternative für Deutschland) მოთხოვნით. პროფესორ დროსტენთან გასაუბრება 3 საათის განმავლობაში გაგრძელდა.

თინა თოფურიას მიერ გავრცელებული პოსტი წინააღმდეგობაში მოდის მის მიერვე გაზიარებულ სტატიასთან. თავად სტატია ეკუთვნის გერმანელ ჟურნალისტს ბორის რაითშუსთერს. მისი კოლეგა იმყოფებოდა ლანდთაგში და მოისმინა დროსტენის გასაუბრება. სტატია ეყრდნობა, როგორც ამ კოლეგის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, ასევე სხვა 3 ადგილობრივ გამოცემას, რომლებმაც ეს სხდომა გააშუქეს.

სტატიის მიხედვით ქრისტიან დროსტენმა აღნიშნა, რომ SARS-COV-1 -ს პანდემია არ გამოუწვევია, თუმცა იგივე რამ არ თქმულა  SARS-COV-2-ის, ანუ კოვიდ-19-ის გამომწვევ ვირუსზე, როგორც ამას თოფურია წერს. პირიქით, ქრისტიან დროსტენი შეეწინააღმდეგა მტკიცებას, რომ კოვიდ-19-ს პანდემია არ გამოუწვევია.

სხდომაზე დროსტენმა ნამდვილად აღნიშნა, რომ კოვიდ-19-ის შემთხვევების უმრავლესობა მსუბუქი მდგომარეობით ხასიათდება. თუმცა, აქვე დაამატა, რომ ამის მიუხედავად, მსუბუქ შემთხვევებშიც კი პაციენტები საკმაოდ ვირულენტურები(მათ ორგანიზმში დიდი რაოდენობით ვირუსია) არიან და შესაბამისად, მაღალია მათი მხრიდან ვირუსის გავრცელების ალბათობა. აქედან გამომდინარე, კარანტინი მნიშვნელოვანია ასეთი შემთხვევებისთვისაც.

სხდომაზე საუბარი იყო ასევე PCR ტესტებზე, რაზეც დროსტენმა აღნიშნა, რომ მცდარი პასუხის მიღება ზოგჯერ შესაძლებელია, თუმცა სწორედ ამიტომ, ტესტირების პროცესი მრავალსაფეხურიანია. შესაბამისად, ორი პარალელური ტესტის ჩატარება ვირუსოლოგმა მოიყვანა როგორც არგუმენტი იმ ფაქტზე ხაზგასასმელად, რომ საბოლოო ჯამში, ტესტირების პროცესი უმეტესწილად სანდოა და არა იმის სათქმელად, რომ ტესტების სიზუსტე უცნობია, როგორც თინა თოფურიას პოსტში იკითხება.

რაც შეეხება ტესტის დადებით პასუხს და ინფიცირებულის მიერ ვირუსის გავრცელებას, სხდომიდან ჟურნალისტის მოკლე ჩანაწერის მიხედვით ამ კითხვაზე დროსტენმა უპასუხა, რომ დადებითი ტესტი, როგორც წესი ასევე ნიშნავს, რომ ადამიანი გადამდებია, თუმცა ეს დამოკიდებულია ვირულენტურობაზე. დროსტენმა ასევე განმარტა, რომ ტესტირების მომენტში ადამიანების ვირულენტურობის მუხედავად, შეიძლება ისინი ტესტირებამდე ყოფილიყვნენ ვირუსის გამავრცელებლები, ან ტესტირების შემდგომ გახდნენ. ქრისტიან დროსტენს არცერთ ეტაპზე ეჭვქვეშ არ დაუყენებია PCR ტესტების მნიშვნელობა, ან ეფექტიანობა პანდემიის მართვის პროცესში.

ქრისტიან დროსტენის შესახებ დეზინფორმაცია, თითქოს მის მიერ შექმნილი ტესტები ცრუ კოვიდდადებით პასუხს აჩვენებს, ადრეც ვრცელდებოდა. იხილეთ “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებული მასალა:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist