თქვა თუ არა CNN-ის წამყვანმა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი მიოკარდიტს იწვევს?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

3.8k
VIEWS

8 მარტს ფეისბუქ-მომხმარებელმა კობა ავთანდილის ძე კუპრაშვილმა CNN-ის ვიზუალით ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც წერია, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა მიოკარდიტს (გულის კუნთის ანთება) იწვევს, ფოტოზე  CNN-ის წამყვანი ანდერსონ კუპერია გამოსახული. კუპრაშვილი პოსტში აღნიშნავს, რომ ამერიკელები გახშირებულ  მიოკარდიტს უკრაინის ოკუპაციას აბრალებენ, სინამდვილეში კი ვაქცინაციის დაწყებიდან 1 წელი შესრულდა.

Screenshot 1 3 თქვა თუ არა CNN-ის წამყვანმა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი მიოკარდიტს იწვევს?

ინფორმაცია, თითქოს CNN-ის წამყვანმა ანდერსონ კუპერმა თქვა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა მიოკარდიტს იწვევს, სატირული გამოცემა The Babylon Bee-ის მიერაა გამოგონილი და სიმართლეს არ შეესაბამება.

სატირული სტატია იმის შესახებ, რომ CNN-ის ეთერში წამყვანმა ანდერსონ კუპერმა მიოკარდიტის შემთხვევები რუსეთ-უკრაინის ომს დაუკავშირა, babylonbee.com-ზე 7 მარტს გამოქვეყნდა. მასალაში ასევე წერია, რომ CNN-ის წამყვანმა დონ ლემონმა აღნიშნა, რომ მიოკარდიტსა და გაზის მაღალ ფასებს შორისაც საგანგაშო კორელაციაა.

Screenshot 2 3 თქვა თუ არა CNN-ის წამყვანმა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი მიოკარდიტს იწვევს?

Babylon Bee ცნობილი სატირული გამოცემაა და ეს მის ვებ-გვერდზეც ხაზგასმითაა აღნიშნული. მისიის განაცხადში წერია, რომ Babylon Bee გამოგონილ სატირულ ინფორმაციებს ქრისტიანობის, პოლიტიკისა და ყოველდღიური ცხოვრების შესახებ აქვეყნებს.

Screenshot 3 5 თქვა თუ არა CNN-ის წამყვანმა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი მიოკარდიტს იწვევს?

ქართულ სოციალურ ქსელში Babylon Bee-ს გამოგონილი ამბები რეალური ინფორმაციის სახით აქამდეც არაერთხელ გავრცელდა, ამ თემაზე იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:

გულის ანთება (მიოკარდიტი და პერიკარდიტი) CDC-მ რნმ ვაქცინების შესაძლო იშვიათ გვერდით ეფექტად დაასახელა. CDC-ის შეფასებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდეგ მიოკარდიტის შემთხვევები 100 000 ადამიანიდან 0.48-ში გამოვლინდა, ხოლო 18-29 წლის ასაკის 100 000 ადამიანში სიხშირე 1.2 იყო. აღსანიშნავია, რომ შემთხვევების უმეტესობა მსუბუქია და მინიმალური მკურნალობა ესაჭიროება. CDC-ს განმარტებით, ამ შემთვევების იშვიათობის გათვალისწინებით, ვაქცინის სარგებელი რისკებს აჭარბებს.

“მითების დეტექტორის” მიერ მიოკარდიტის შესახებ გადამოწმებული დეზინფორმაცია ვრცლად იხილეთ მასალებში:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: სატირა
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, რუსეთი, უკრაინა
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist