თქვა თუ არა ბაიდენმა, რომ ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის გაზსადენს ააფეთქებდა?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

3.5k
VIEWS

29 სექტემბერს ტელეკომპანია “სეზონი TV-ის” გადაცემის “დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან” წამყვანმა ნიკოლოზ მჟავანაძემ თქვა, რომ ჩრდილოეთის ნაკადის გაზსადენები ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ააფეთქა. ამ მტკიცების არგუმენტად მჟავანაძე ამბობს, რომ ჯო ბაიდენმა რუსეთ-უკრინის ომის დაწყებამდე განაცხადა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა, ის ჩრდილოეთის ნაკადს ააფეთქებდა.

ნიკოლოზ მჟავანაძე, ადვოკატი: ჩრდილოეთი ნაკადი 1,2 ააფეთქა ამერიკამ. ბაიდენი, სანამ აფეთქდებოდა, ამბობდა, რომ ომი თუ დაიწყებოდა, მე ამას ავაფეთქებო, ეს პირდაპირ თქვა და გავრცელდა ეს მისი ძველი ჩანაწერი, მისი ამ განცხადების. ეხლა უარყოფენ, არაო, ჩვენ არ გაგვიკეთებიაო, სხვა რამე ვიგულისხმეთო… ერთადერთი, ვისაც შეეძლო ეს გაკეთებინა იყო ამერიკის შეერთებული შტატები, ვის ინტერესებშიც შედის, ევროპა არ იზამდა იმიტომ, რომ ევროპელებს არ აწყობთ გაყინვა ზამთარში, რუსეთს არ აწყობს, იმიტომ, რომ აწვდის ამას გაზს.

nostrimi1 თქვა თუ არა ბაიდენმა, რომ ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის გაზსადენს ააფეთქებდა?

ნიკოლოზ მჟავანაძის მტკიცება, თითქოს ბაიდენმა თებერვალში თქვა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში ომს დაიწყებდა, ის ჩრდილოეთის ნაკადის მილსადენს ააფეთქებდა, დეზინფორმაციაა. რეალურად, ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთის მხრიდან სამხედრო აგრესია Nord Stream 2-ის დასასრული იქნებოდა, რაშიც გერმანიასთან თანამშრომლობით პროექტის შეჩერება იგულისხმებოდა. ბაიდენს მილსადენის აფეთქება ან დაზიანება არ უხსენებია.

26 სექტემბერს რუსული გაზსადენები “ჩრდილოეთის ნაკადი 1” და “ჩრდილოეთის ნაკადი 2” მწყობრიდან გამოვიდა. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა ევროკავშირის მხრიდან შემთხვევა საბოტაჟად უკვე შეფასდა. ევროპელი და ამერიკელი ოფიციალური პირები მიუთითებენ, რომ თუ ეს დივერსია რუსეთის მოწყობილია, მისი მიზანი ევროპისთვის ენერგორესურსების სასიცოცხლო ხაზის დაუცველობის ჩვენებაა.

დეზინფორმაციაა, თითქოს ბაიდენმა ომის დაწყებამდე ჩრდილოეთის ნაკადის მილსადენის აფეთქებაზე გააკეთა განცხადება. რეალურად, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე, 2022 წლის 7 თებერვალს ჯო ბაიდენმა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა, ეს “ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის” დასასრული იქნებოდა, თუმცა ბაიდენს მილსადენის აფეთქება ან მისი რაიმე ფორმით დაზიანება არ უხსენებია.

ამონარიდი ბაიდენის ციტატიდან:

nostrimi თქვა თუ არა ბაიდენმა, რომ ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის გაზსადენს ააფეთქებდა?

პრესკონფერენციის მიმდინარეობისას ამ თემაზე შეკითხვები ოლაფ შოლცსაც დაუსვეს, მან ერთ-ერთი ჟურნალისტის შეკითხვაზე, დასთანხმდებოდა თუ არა გერმანია ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის მილსადენის გამორთვას, უპასუხა, რომ გერმანია და ამერიკა ერთიანები არიან, განსხვავებულ ნაბიჯებს არ გადადგამენ და ეს ნაბიჯები რუსეთისთვის ძალიან მძიმე იქნება.

მსგავსი მტკიცება Fox News-ის წამყვანმა ტაკერ კარლსონმა საავტორო გადაცემაში (Tucker Carlson Tonight) გააჟღერა. კარლსონის თქმით, ვლადიმერ პუტინი სულელი უნდა იყოს, საკუთარი მილსადენი რომ აეფეთქებინა. კარლსონმა ბაიდენის თებერვლის განცხადება ეთერში გაუშვა და იმ პერიოდის კონტექსტის იგნორირებით, ბაიდენის სიტყვების ინტერპრეტირება “ჩვენ მას ავაფეთქებთ” – ციტატად მოახდინა.

nostrimi2 თქვა თუ არა ბაიდენმა, რომ ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის გაზსადენს ააფეთქებდა?

როგორც გამოცემა INSIDER წერს, მტკიცება, თითქოს ჩრდილოეთის ნაკადის მილსადენი ამერიკამ ააფეთქა, რუსულ პროპაგანდისტულ მედიასთან ერთად, ამერიკელმა ულტრამემარჯვენე “ინფლუენსერებმაც” აქტიურად გაავრცელეს, მიუხედავად იმისა, რომ ამის სანდო მტკიცებულებები არ არსებობს.

28 სექტემბერს თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ამ საკითხზე შეკითხვა თეთრი სახლის პრესსპიკერ კარინ ჟან-პიერსაც დაუსვეს. ჟან-პიერის თქმით, ბაიდენმა თებერვალში განაცხადა, რომ ჩრდილოეთის ნაკადი 2 არ ამოქმედდებოდა და ამ საკითხზე აშშ გერმანიასთან ერთად იმუშავებდა, რაშიც მართალი იყო, რადგან გერმანიამ ამ მიმართულებით ნაბიჯი ნამდვილად გადადგა, როცა 22 თებერვალს გაზსადენის სერტიფიცირების პროცესი შეაჩერა. ეს ნაბიჯი რუსეთის მიერ აღმოსავლეთ უკრაინის ორი რეგიონის – ლუჰანსკისა და დონეცკის დამოუკიდებლობის გამოცხადებას მოჰყვა.

ამონარიდი ჟან-პიერის ციტატიდან:

nostrimi 3 თქვა თუ არა ბაიდენმა, რომ ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის გაზსადენს ააფეთქებდა?

ბალტიის ზღვაში 100 მეტრამდე გაყვანილი ჩრდილოეთის ნაკადი 1 ექსპლუატაციაში 2011 წელს შევიდა, თუმცა მისი გამოყენებით ევროპისთვის გაზის მიწოდება 2022 წლის აგვისტოდან შეჩერებულია, ამის მიზეზად რუსულმა გაზპრომმა სარემონტო სამუშაოები დაასახელა. რაც შეეხება ჩრდილოეთის ნაკად 2-ს, მისი მშენებლობა 2021 წელს დასრულდა, თუმცა ჯერჯერობით არ ამუშავებულა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, ევროკავშირი, რუსეთი
წყარო

წყარო

Untitled-1
სეზონი TV

წყარო

მჯ
მჟავანაძე ნიკოლოზ

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist