თოვლის ბაბუა დააპატიმრეს – შობა გადაიდო!

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

ynryj
74
VIEWS

დიდი ბრიტანეთის სამოქალაქო ომის ეროვნული ცენტრის გალერეის მონაცემები მოწმობენ, რომ 1640-იანი წლების ინგლისში ყალბი ამბების გავრცელება ხშირი მოვლენა იყო.

ლოფბოროს უნივერსიტეტის პროფესორები ყვებიან, რომ 1645 წელს, წინასაშობაოდ, ინგლისში  გამოქვეყნდა პამფლეტი, რომელიც იუწყებოდა, თითქოს თოვლის ბაბუას დაპატიმრების გამო შობის დღესასწაული გადაიდო. ფამპლეტს ხელს ანონიმური ავტორები Sicily Plum Porridge (სიცილია ქლიავის ფაფა) და Simon Mince Pie (საიმონ ფარშის ღვეზელი) აწერდნენ. ინგლისის პრესამ ეს ინფორმაცია მაშინვე აიტაცა.

გარდა ყალბი სახელებისა, პამფლეტზე ასევე მითითებული იყო რეალური პიროვნების ბატონი ვუდქოქის (Mr. Woodcock) სახელიც. ის ოქსფორდელი სასულიერო პირი იყო, რომლის ქონების კონფისკაცია პარლამენტმა რამდენიმე წლით ადრე მოახდინა იმის გამო, რომ ის  საკანონმდებლო ორგანოს რელიგიურ რეფორმებს არ დაემორჩილა. ბატონი ვუდქოქის დაუმორჩილებლობის ერთ-ერთი მიზეზი კათოლიკური რიტუალების შეზღუდვის შესახებ პარლამენტის გადაწყეტილება გახდა, რაც შობის დღესასწაულზე შეზღუდვის დაწესებასაც გულისხმობდა.

სწორედ ამიტომ გამოქვეყნდა აღნიშნული პამფლეტი, რომელიც სატირული ხასიათის იყო და როგორც შობის აღნიშვნის მომხრეების, ისე მოწინააღმდეგეების რადიკალურ მოსაზრებებს დასცინოდა.

“რაც ჩვენ ვნახეთ ისაა, რომ შობაც კი პროპაგანდისტული ომის ობიექტი იყო 1640-იან წლებში”,- ამბობს დოქტორი კეიტი გილი, ლოფბოროს უნივერსიტეტის ინგლისური ენის ლექტორი.

"
ფოტო: Mirror.co.uk

"
ფოტო: filmandtvnow.com

თემატიკა: სხვა
ქვეყანა/ორგანიზაცია: დიდი ბრიტანეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist