ვიდეომანიპულაცია, თითქოს ბათუმში აქციაზე შეკრებილებმა წარმართული რიტუალი შეასრულეს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

167
VIEWS

24 მაისს ანონიმურმა ფეისბუქ-ანგარიშმა საინფორმაციო-ანალიტიკური გაერთიანება გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ვხედავთ, რომ შავებში ჩაცმულ ადამიანს მოქალაქეები ფერად საღებავებს ასხამენ. ვიდეოს თან აქვს დართული წარწერა: “აგონიაში მყოფმა ლიბერალურმა სექტამ წარმართული რიტუალი შეასრულა”.  

Screenshot 2024 05 24 at 4.22.56 PM ვიდეომანიპულაცია, თითქოს ბათუმში აქციაზე შეკრებილებმა წარმართული რიტუალი შეასრულეს

ბათუმში მოწყობილ პერფორმანსთან დაკავშირებით ვიდეომანიპულაცია ვრცელდება. კადრები “წარმართულ რიტუალს” არ ასახავს, აქციის მონაწილეებმა ფერადი საღებავები “შავბნელ წარსულს” შეასხეს, მათი თქმით, “მომავლის გასაფერადებლად”. 

ვიდეო, რომელსაც ფეისბუქ-ანგარიში ავრცელებს, ონლაინ მედია NEWS.on.ge-ს ფეისბუქ-გვერდზე 23 მაისს გამოქვეყნდა. მედიის ინფორმაციით, ბათუმში გამართული პერფორმანსის ფარგლებში, შავებში ჩაცმულ მსახიობს, რომელიც “შავბნელ წარსულს” განასახიერებდა, ფერადი საღებავები “მომავლის გასაფერადებლად” შეასხეს. 

Screenshot 2024 05 24 at 4.23.52 PM ვიდეომანიპულაცია, თითქოს ბათუმში აქციაზე შეკრებილებმა წარმართული რიტუალი შეასრულეს

“არა რუსულ კანონს” – ამ სახელწოდებით საპროტესტო მარში ბათუმში 23 მაისს, 19:00 საათზე დაიწყო. მანამდე, 18:00 საათზე მოძრაობა Art Gen Z-მ მოაწყო პერფორმანსი სახელწოდებით “გააფერადე მომავალი”, რომლის შესახებაც ინფორმაცია მათ ფეისბუქ-გვერდზეა გამოქვეყნებული.  

“შავებში შემოსილი მსახიობი დღევანდელი საქართველოს ბნელ მდგომარეობას წარმოადგენდა, რომელსაც მხატვრები და დამსწრე საზოგადოება სხვადასხვა სიმბოლურ ფერში აფერადებდნენ: წითელი და თეთრი – საქართველოს დროშა; ლურჯი და ყვითელი – ევროკავშირის დროშა; მწვანე – სიცოცხლე და განვითარება”. – წერია მათ განცხადებაში. 

Art Gen Z-ის ცნობით, პერფორმანსის მიზანი იყო მოკლე წარმოდგენით საქართველოს დღევანდელი მდგომარეობის ჩვენება და იმის ხაზგასმა, რომ მხოლოდ ქართველ ხალხს შეუძლია ის გააფერადოს.  

Screenshot 2024 05 24 at 4.24.51 PM ვიდეომანიპულაცია, თითქოს ბათუმში აქციაზე შეკრებილებმა წარმართული რიტუალი შეასრულეს
ფოტო: Art Gen Z

წყაროს შესახებ 

ანონიმური ფეისბუქ ანგარიში “საინფორმაციო-ანალიტიკური გაერთიანება” 2022 წლის აპრილიდან გამოჩნდა და პირველი პოსტი 2022 წლის 12 აპრილს იძებნება. ანგარიში, ძირითადად, ანტიუკრაინული, ანტიდასავლური და ანტიისრაელური შინაარსის ინფორმაციას აქვეყნებს. მის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია “მითების დეტექტორს” წარსულშიც აქვს გადამოწმებული


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist