თინათინ გოცაძე ობიექტივის ეთერში კოვიდსტატისტიკით მანიპულირებს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

138
VIEWS

16 ივლისს ტელეკომპანია ობიექტივის გადაცემაში “განათლების რეფორმის კვალდაკვალ” ანტივაქსერმა თინათინ გოცაძემ განაცხადა, რომ კორონავირუსთან დაკავშრებით ჯონ ჰოპკინსის ინსტიტუტის მონაცემებით, ქვეყნები სადაც ვაქცინაციის პროცენტული მაჩვენებლი დაბალია, დაბალი ლეტალობით გამოირჩევა, ხოლო საპირისპიროდ, იმ ქვეყნებში სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი მაღალია, მაღალია ლეტალობაც. VAERS-ის მონაცემებზე დაყრდნობით გოცაძე ამტკიცებს იმასაც, რომ 1988-2021 წლებში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინებმა იმაზე მეტი “ადამიანი  შეიწირა” ვიდრე ყველა დანარჩენმა ვაქცინამ ერთად. 

თინათინ გოცაძე: ჰოპკინსის ინსტიტუტის მონაცემებით, მსოფლიოს 200 ქვეყნიდან მიღებული სტატისტიკა აჩვენებს, რომ ქვეყნები, სადაც დაბალია ვაქცინაციის პროცენტული მაჩვენებელი, დაბალი ლეტალობით გამოირჩევიან და პირიქით, მაღალია, ლეტალობა იმ ქვეყნებში სადაც, ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლებია.

Screenshot 7 5 თინათინ გოცაძე ობიექტივის ეთერში კოვიდსტატისტიკით მანიპულირებს

თინათინ გოცაძის განცხადება მანიპულაციურია. რეალურად, ჯონ ჰოპკინსის მონაცემებით, იმ ქვეყნების ათეულში, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი ყველაზე დაბალია, სიკვდილიანობის მაჩვენებლი მაღალი არ არის, თუმცა იმ ქვეყნების ათეულში, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია, სიკვდილიანობის მაჩვენებელიც დაბალია. ხოლო VAERS-ის სისტემაში ვაქცინაციის შემდგომი გვერდითი მოვლენებისა და გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის ასახვა ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია.

იმ ქვეყნების ათეულში, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი ყველაზე დაბალია, სიკვდილიანობის დონე 0.1%-იდან 18.1%-მდეა, ხოლო იმ ქვეყნების ათეულში სადაც ვაქცინაციის დონე ყველაზე მაღალია, სიკვდილიანობის დონე 0.0%-იდან 1.4%-მდე მერყეობს.

ჯონ ჰოპკინსის კორონავირუსის რესურსების ცენტრის მონაცემებით, იმ ქვეყნების ათეულში, სადაც პროცენტულად მოსახლეობის ყველაზე მაღალი ნაწილია აცრილი, კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაბალია. ამ ქვეყნების ათეულში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჩილეს აქვს და ის 1.4%-ს შეადგენს. 

ქვეყანა ვაქცინაციის მაჩვენებელი სიკვდილიანობის მაჩვენებელი
მალტა 106,46% 0.7%
სამოა 101.41% 0.2%
არაბთა გაერთიანებული საამიროები 99.00% 0.2%
ბრუნეი 97.54% 0.1%
ჩილე 92.09% 1.4%
კატარი 91.86% 0.2%
ჩინეთი 89.38% 0.7%
კუბა 88.07% 0.8%
პორტუგალია 87.21% 0.5%
ბუტანი 87.19% 0.0%

წყარო: ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი 1, 2

ხოლო იმ ქვეყნების ათეულში, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი ყველაზე დაბალია, სიკვდილიანობის მაჩვენებლი მაღალი არ არის, თუმცა გამონაკლისია იემენი, სადაც სიკვდილიანობის მაჩვენებლი 18.1%-ს უდრის, რაც ამჟამად მსოფლიოში ყველაზე მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებელია. აღნიშნულ სტატისტიკაში გათვალისწინებული არ არის ჩრდილოეთ კორეის მონაცემები, რადგან ქვეყანა კორონავირუსთან დაკავშირებით ზუსტ სტატისტიკურ მონაცემებს არ ასაჯაროებს. ჯონ ჰოპკინსის მონაცემებით, ჩრდილოეთ კორეაში ოფიციალურად კორონავირუსის 1 შემთხვევაა დადასტურებული, მაგრამ კორონათი გარდაცვლილების რაოდენობა 6-ია. ამ მონაცემებით, სიკვდილიანობის მაჩვენებელი 600%-ია.

ქვეყანა ვაქცინაციის მაჩვენებელ სიკვდილიანობის მაჩვენებელი
ბურუნდი 0.13% 0.1%
ჰაიტი 1.39% 2.6%
იემენი 1.49% 18.1%
პაპუა ახალი გვინეა 3.13% 1.5%
კამერუნი 4.60% 1.6%
მადაგასკარი 4.61% 2.1%
სენეგალი 6.39% 2.3%
მალი 6.79% 2.4%
ბურკინა ფასო 7.43% 1.8%
მალავი 7.93% 3.1%

წყარო: ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი 1, 2

აღსანიშნავია, ისიც, რომ ვაქცინაციის მაჩვენებლისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლების ერთმანეთთან პირდაპირ დაკავშირებაც მანიპულაციურია, რადგან სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა კოვიდვითარებაა. მაგალითად, ჯონ ჰოპკინსის მონაცემების მიხედვით, იმ ქვეყნების ათეულში, სადაც სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია (ჩრდილოეთ კორეის გამოკლებით) ვაქცინაციის დონის მაჩვენებლები განსხვავდება.

ქვეყანა სიკვდილიანობის მაჩვენებელი ვაქცინაციის მაჩვენებელი
იემენი 18.1% 1.49%
სუდანი 7.9% 10.34%
პერუ 5.7% 84.26%
სირია 5.6% 10.46%
მექსიკა 5.1% 62.56%
სომალი 5.1% 10.33%
ეგვიპტე 4.8% 36.43%
ბოსნია და ჰერცოგოვინა 4.2% 25.78%
ავღანეთი 4.2% 13.00%
ეკვადორი 3.9% 79.52%

წყარო: ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი 1, 2

თინათინ გოცაძემ ასევე აღნიშნა, რომ VAERS-ის მონაცემებით, 1988 წლიდან 2021 წლამდე კოვიდ ვაქცინებმა გაცილებით მეტი ადამიანი შეიწირა, ვიდრე ყველა დანარჩენმა ვაქცინამ. რეალურად, VAERS-ის სისტემაში ვაქცინაციის შემდგომი გვერდითი მოვლენებისა და გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის ასახვა ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია, აღნიშნული ინფორმაციის შესწავლას კი სამედიცინო ადმინისტრაცია ახდენს. VAERS-ის მონაცემები პირდაპირ და დადასტურებულად ვაქცინით გამოწვეული გართულებების და გარდაცვალების შემთხვევების სტატისტიკას არ არსახავს.

  • რა არის VAERS?

VAERS ვაქცინის გვერდითი მოვლენების აღრიცხვის სისტემაა. ის 1990 წელს შეიქმნა და აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის და აშშ-ის კვებისა და წამლის სააგენტოს მიერ იმართება. სისტემის მთავარი მიზანი ვაქცინაციის შემდგომი გვერდითი მოვლენების გამოვლენაა. გვერდითი მოვლენა შეიძლება იყოს ჯანმრთელობის ნებისმიერი პრობლემა, რომელიც ვაქცინაციის შემდეგ იჩენს თავს, მიუხედავად იმისა, იყო თუ არა ეს პრობლემა ვაქცინით გამოწვეული.

როგორც ვებ-გვერდი განმარტავს, VAERS პასიური აღრიცხვის სისტემაა, რომელშიც ვაქცინირებულ პაციენტებსა და სხვა ნებისმიერ მსურველს ვაქცინის შემდგომი გამოცდილების ასახვა შეუძლიათ.  ვებგვერდზე ასევე ნათქვამია: ”შეტყობინება გვერდითი მოვლენის შესახებ არ წარმოადგენს იმის მტკიცებულებას, რომ გართულება უპირობოდ ვაქცინამ გამოიწვია.”

ვაქცინაციის შემდეგ სიკვდილიანობის მაჩვენებლის დასადგენად VAERS მონაცემთა ბაზის გამოყენება არასწორია, რადგან პროგრამა დამოუკიდებლად არ ადასტურებს, აციენტის სიკვდილის გამომწვევი მიზეზი ნამდვილად ვაქცინა იყო თუ არა. VAERS-ის ბაზის შესსახებ ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: საქართველო
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist