თინა თოფურია ორსულებში ვაქცინაციის შედეგებზე ინფორმაციას მანიპულაციურად ავრცელებს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

135
VIEWS

12 მაისს ჰომეოპათმა თინა თოფურიამ ფეისბუკის პირად გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც წერს, რომ ვაქცინაციის შემდეგ, 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის თებერვლამდე პერიოდში ორსულების 13,9%-ს მუცელი მოეშალა. ამ მონაცემებზე დაყრდნობით თოფურია ეჭვქვეშ აყენებს ორსულებში ვაქცინის გამოყენებაზე გაცემულ რეკომენდაციას.

 

;

თინა თოფურიას მიერ გავრცელებული ინფორმაცია მანიპულაციურია, რამდენადაც მუცლის მოშლის ეს მაჩვენებელი აუცრელ ქალებში არსებულ ამავე მაჩვენებელს არ აღემატება.  საერთო პოპულაციაში, ჩვეულებრივ პირობებში მუცლის მოშლამ შესაძლოა  25 %-ს  მიაღწიოს.

Pharmacy Times-ში გამოქვეყნებულმა წინასწარი კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ  COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები დედისთვის არასასურველ შედეგებისა და გართულებების თავიდან აცილებასა და  ახალშობილების დაცვას უზრუნველყოფს. წინასწარი შედეგების მიხედვით, ორსულ ქალებში ვაქცინაციის (Pfizer-BioNTech და Moderna) შემდეგ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები არ გამოვლენილა.

CDC-ის თანახმად,  COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა 100 000-ზე მეტმა ორსულმა ქალმა გაიკეთა, ხოლო 2020 წლის 14 დეკემბრიდან 2021 წლის 28 თებერვლამდე  V-safety და Vaers-ში განაცხადი ჯამში 35,691-მა ორსულმა გააკეთა. პაციენტების მიერ გაცხადებული ჩივილების მიხედვით დადგინდა, რომ ორსულ ქალებში,  არაორსულ პაციენტთან შედარებით, ინექციის ადგილის ტკივილის უფრო მეტი რაოდენობა აღინიშნა, თუმცა თავისა და კუნთების ტკივილი, შემცივნება და სიცხის შემთხვევები მათში  შედარებით ნაკლები იყო. ვაქცინირებული ქალების 86.1%-მა ცოცხალი ნაყოფი გააჩინა, ხოლო 13.9%-მა ნაყოფი დაკარგა. ახალშობილებში არასასურველი შედეგები ნაადრევ მშობიარობას (9,4%) და ნაყოფის მცირე ზომას  (3,2%) მოიცავდა. ეს მონაცემები ანალოგიურია იმ კვლევების მონაცემებისა, რომლებიც ორსულებზე COVID-19-ის პანდემიამდე ჩატარდა.

;
თინა თოფურიას პოსტს ფეისბუკის პირად გვერდზე პროფესორი რევაზ ბოჭორიშვილიც გამოეხმაურა, რომელმაც გავრცელებულ პოსტს დეზინფორმაცია უწოდა და აღნიშნა, რომ  ვაქცინაციისგან დამოუკიდებლად საერთო პოპულაციაში მუცლის მოშლამ შესაძლოა 25%-ს  მიაღწიოს. “მუცლის მოშლის ეს მაჩვენებელი არ განსხვავდება აუცრელ ქალებში ამავე მაჩვენებლისაგან. ორსულობის სხვა პარამეტრებშიც არანაირი განსხვავება არაა აცრილებსა და აუცრელებს შორის.“ – წერს ის.

2021 წლის 23 აპრილს, თეთრი სახლის პრესკონფერენციაზე, CDC-ის დირექტორმა როშელ ვალენსკიმ კვლევის შედეგები განიხილა. უსაფრთხოების პოზიტიური დასკვნების საფუძველზე  CDC-მ ხაზი გაუსვა  ორსულობის დროს COVID-19 ვაქცინების სარგებლიანობას.

”CDC ორსულებს COVID-19-ის  ვაქცინის მიღებას ურჩევს. ჩვენ ვიცით, რომ ეს არის პირადი გადაწყვეტილებაა და მოვუწოდებ ხალხს ესაუბრონ ექიმებს ან პირველადი ჯანდაცვის პროვაიდერებს იმის დასადგენად, თუ რა არის საუკეთესო მათთვის და მათი ბავშვისთვის.”

აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრი (CDC) აშშ-ში ამჟამად ავტორიზებულ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინებს ორსულებისთვის და ძუძუთი მკვებავი დედებისთვის დასაშვებად მიიჩნევს.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist