TheStonkMarket.com-ის სატირას ვაქცინაში ჩიპებზე ქართველი ანტივაქსერები რეალურ ამბად წარმოაჩენენ

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

45
VIEWS

8 აპრილს ფეისბუკის მომხმარებლებმა გოჩა ჩუმაშვილმა და ნინა მარჯიმ  გამოაქვეყნეს იდენტური შინაარსის პოსტი, რომლის მიხედვითაც, ფარმაცევტული კომპანია “ფაიზერი” კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაში “მაიკროსოფტის” წარმოების თხევადი, უხილავი ჩიპის ინტეგრირებას გეგმავს. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ორგანიზმმა ვაქცინასთან დაკავშირებული სიმპტომები სწორედ ჩიპის, “მაიკროსოფთ პლუტონის” საშუალებით უნდა ამოიცნოს და აღმოფხვრას კიდეც. პოსტში მოცემულია “მაიკროსოფტის” აღმასრულებელი ხელმძღვანელის, სატია ნადელას კომენტარიც, რომელიც, ავტორთა მტკიცებით, ვაქცინაციაში ჩიპის ინტეგრირებას დიდებულ მოვლენასა და სამედიცინო რევოლუციას უწოდებს.

პოსტის ავტორები კომენტარებში ინფორმაციის წყაროდ გამოცემა TheStonkMarket.com-ზე გამოქვეყნებულ სტატიას ასახელებენ.
;;

ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც “ფაიზერი” ვაქცინაში თხევადი, უხილავი ჩიპის ინტეგრირებას გეგმავს, სიმართლეს არ შეესაბამება. პოსტის პირველწყაროს სატირული გამოცემა TheStonkMarket.com წარმოდგენს, რომელიც ფინანსური ინდუსტრიის, აქციებისა და გლობალური ბაზრების შესახებ იუმორისტულ სიახლეებს აქვეყნებს.

 

ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ფარმაცევტული კომპანია “ფაიზერი” კოვიდ-19-ის საწინააღმდეგოდ შექმნილი ვაქცინაში ჩიპის ინტეგრირებას გეგმავს, 8 აპრილს ვებგვერდზე thestonkmarket.com გამოქვეყნდა. სტატიის მიხედვით, ჩიპი ვაქცინაციის შემდეგ დაღლილობისა და ტკივილის შემცირებას, სხეულის ტემპერატურის რეგულირებას უზრუნველყოფს. სტატიაში აღნიშნულია ისიც, რომ მსგავსი გარიგების დადება “ეფლს” ვაქცინის მწარმოებელ კომპანია “მოდერნასთან” სურს, თუმცა ამ ეტაპზე ინფორმაცია დადასტურებული არ არის.

thestonkmarket.com-ის სტატიაში ინფორმაციის წყაროები მითითებული არ არის, ხოლო ვებ-გვერდის ქვედა ნაწილში განთავსებულ მისიის განაცხადში ნათქვამია, რომ გამოცემა სატირულია და ფინანსური ინდუსტრიის, აქციების, ჰეჯ-ფონდებისა და მსოფლიო ბაზრების შესახებ ინფორმაციის უნიკალურ გაშუქებასა და ყოველდღიურ იუმორს გვთავაზობს.

;

შესაბამისად, TheStonkMarket.com-ის მიერ გამოქვეყნებული მასალა არ შეიძლება რეალურად ჩაითვალოს. გავრცელებული ინფორმაცია უცხოელმა ფაქტჩეკერებმაც გადაამოწმეს. Snopes აღნიშნავს, რომ ამ დროისთვის ავტორიზებული ვაქცინების შემადგენლობაში მეხსიერების ბარათი არ გვხვდება.

კოვიდ-19-ის საწინააღმდეგოდ შექმნილი ვაქცინების შემადგენლობის შესახებ უფრო ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალაში:
როგორია კოვიდ ვაქცინების შემადგენლობა და რა კავშირი აქვს დალესს ჯანმოსთან და Вечный зов-თან?

“მითების დეტექტორი” გამოგონილ ამბებზე ადრეც წერდა. სატირული ამბები, რომელიც სხვადასხვა ქართულენოვანმა წყარომ რეალურად წარმოგვიჩინა, ჯანმოს მაღალჩინოსნის ბროკოლით დახრჩობას,  ალიგატორის, მუმიის და ცვილის ფიგურების გაუპატიურებას ეხებოდა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: სატირა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist