თებერვლის თვის მითები

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

kavshiri - Copy
454
VIEWS

თებერვალში “მითების დეტექტორმა” 16 ყალბი ამბავი გადაამოწმა. აქედან წამყვანი თემა (4) კვლავ იდენტობის საკარგვის საფრთხეს შეეხებოდა:

  • რელიგიური იდენტობა,
  • გენდერული იდენტობა,
  • ლიბერალიზმი და სხვა.

ამას მოსდევდა ყალბი ინფორმაცია მიგრანტებისა და პოლიტიკის შესახებ, რომელიც გაეროს კომპაქტთან დაკავშირებით აგორებულ კამპანიას შეეხებოდა:

დეზინფორმაციის გამავრცელებლები მოსახლეობაში შიშების დათესვას ცდილობდნენ, თითქოს საქართველოში ირანიდან მილიონობით მიგრანტი მოემართება, გაეროს კომპაქტი მიგრანტების მიღებას გვავალდებულეს და ევროკავშირის მიგრატების მხარდასაჭერ კამპანიაზე მილიონობოით ევროს ხარჯავს. რაც შეეხება პოლიტიკას, ყალბი ინფორმაცია ვენესუელის, საფრანგეთში “ყვითელი ჟილეტების” აქციასა და სკრიპალების მოწამვლის საქმეზე მორიგ დეზინფორმაციებს ეხებოდა. ამას კი რაოდენობრივად მოსდევდა ევროინტეგრაციისა და თავდაცვა/უსაფრთხოების საკითხები. კერძოდ, ყალბი ინფორმაცია გავრცელდა ევროკავშირის, ბრექსიტის შესახებ. ყალბი ინფორმაციის სამიზნე ასევე გახდა ამერიკელი გენერალი ბენ ჰოჯესი და საქართველოში ღრმაწყლოვანი პორტების მშენებლობის პროექტები.

"

ქვემოთ მოცემულ ინფოგრაფიკაზე ასახულია ის წყაროები, რომლებიც ზემოთ განხილულ საკითხებზე ყალბ ინფორმაციასა თუ მანიპულაციებს ავრცელებდნენ.

"

ქვემოთ მოცემულ ცხრილში გთავაზობთ თითოეული თემატიკის გარშემო გავრცელებულ კონკრეტულ მითებს და მათზე საპასუხოდ რეალურ ინფორმაციას.


მითი რეალობა
ირანიდან საქართველოში მილიონობით მიგრანტი მოემართება 14 წლის მანძილზე (2004-2018 წლებში) საქართველოს მოქალაქეობა მხოლოდ 442-მა ირანელმა მიიღო
გაეროს კომპაქტი მიგრანტების მიღებას გვავალდებულებს კომპაქტის არცერთი დებულება ამგვარ ვალდებულოებას არ აკისრებს საქართველოს
ევროკავშირი საქართველოს 2 ძროხისთვის გადასახადის გადახდას ავალდებულებს გადასახადი დაეკისრება მხოლოდ მწარმოებელს და სურსათის ბაზარზე გამტანს
პორტონ დაუნის ლაბორატორია სკრიპალების მოწამვლაში რუსულ კვალს უარყოფს ლაბორატორია აღნიშნავს, რომ მსგავსი საკითხების განსაზღვრა სახელმწიფოს კომპეტენციაა.
მაკრონი იტყუება, როდესაც ამბობს, რომ RT და Sputnik დეზინფორმაციას ავრცელებენ ე.წ. “ყვითელი ჟილეტების” აქციაში რუსეთის ჩარევის თაობაზე საფრანგეთმა გამოძიება დაიწყო. საპრეზიდენტო არჩევნების დროს სპუტნიკმა და RT-მ მაკრონის წინააღმდეგ არაერთი დეზინფორმაცია გაავრცელა.
69 უკრაინელი ეპისკოპოსიდან 67-მა უკრაინის ავტოკეფალიას მხარი არ დაუჭირა აღნშნულ ინფრომაციას მხოლოდ რუსულენოვანი წაყაროები ავრცელებენ და ასეთი ფაქტი არ დასტურდება.
გაეროს კომპაქტის ფარგლებში ქართული მედიისათვის 5 წლის მანძილზე მიგრანტების მიღების აუცილებლობის შესახებ მასალების მოსამზადებლად  4,5 მლნ. ევროა გამოყოფილი ENIGMMA 2-ის 18 აქტივობიდან მხოლოდ  3 ეხება მიგრანტთა საკითხს
ბრიტანეთში ბრექსიტის შემდეგ ინვესტიციები გაიზარდა ბრიტანეთში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ოდენობა ბრექსიტის შემდეგ მცირედით შემცირდა.  გარდა ამისა, ლონდონი უკვე წლებია (2009-2018) ინარჩუნებს ლიდერი ქალაქის სტატუსს მსოფლიოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით და ეს პროცესი ბრექსიტთან კავშირში არ არის.
ბენ ჰოჯესი: აშშ ბალტიის ქვეყნებს აგრესიისგან ვერ დაიცავს ბენ ჰოჯესი: ევროპული სვეტი უნდა იყოს იმდენად ძლიერი, რომ რუსეთი შეაჩეროს
Youtube არმოწონების ღილაკის გაუქმებას ლიბერალური იდეების დასაცავად აპირებს “არმოწონების” ღილაკის შესაძლო შეცვლა/გაუქმების საფუძველი ვიდეოების წინააღმდეგ მიზანმიმართული, ორგანიზებული თავდასხმებია, როდესაც ადამიანთა ჯგუფი არმოწონების ღილაკს ვიდეოს ნახვის გარეშე იყენებს. Youtube-ის ადმინისტრაცია მომხმარებელს პრობლემის გადაჭრის 3 შესაძლო გზას სთავაზობს და ღილაკის გაუქმებას ყველაზე ნაკლებ სავარაუდო შესაძლებლობად განიხილავს.
ინგლისის ბანკმა ვენესუელას ოქრო მიითვისა ინგლისის ცენტრალური ბანკმა ოქროს გადაცემაზე უარი ვენესუელას არალეგიტიმურ პრეზიდენტს ფინანსური სანქციების გამო უთხრა
შოტლანდიაში ტრანსგენდერი ქალი პასუხისმგებლობიდან გაათავისუფლეს ტრანსგენდერ ქალს შერიფმა შემაკავებელი ორდერი გამოუწერა და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა დააკისრა
ფოთის პორტის პროექტები აშშ-ის და ნატოს სამხედრო ფლოტისათვისაა განკუთვნილი APM Terminals-ი და “პეის ჯგუფი“ ტერმინალების აშენებას ტვირთების გადაზიდვის ზრდის მიზნით ითვალისწინებს
ძიძა 3 თვის ბავშვის შეჭმას ცდილობდა რეალურად, ეს ამბავი სატირული გამოცემის მიერ არის გამოგონილი და სიმართლეს არ შეესაბამება.
წითელას ვაქცინა ლუგარის ლაბორატორიაში მზადდება ვაქცინა ბელგიასა და აშშ-ში მზადდება და მას რუსეთშიც იყენებენ.

მითების დეტექტორის ლაბორატორია 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist