“თბილისი 24”-ის შეთქმულების თეორიები ვაქცინაციის შესახებ

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

cover
444
VIEWS

2017 წლის 23 ოქტომბერს ონლაინ გამოცემა “თბილისი 24-ის” ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა სტატია, სათაურით, “სიმართლე აცრების შესახებ”, რომელიც ვაქცინაციის შესახებ შეთქმულების თეორიებს შეიცავს. სტატიის ავტორი აცრებს ბავშვთა სიკვდილაინობის, ასევე აუტიზმის გამომწვევ მიზეზად ასახელებს და აღნიშნავს, რომ იმ ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციაა სავალდებულო არ არის, ბავშვთა სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელია. ავტორი კონსპირაციებს ანტიდასავლურ კონტექსტში ავრცელებს და თესავს შიშს, რომ იმუნიზაციის შესახებ კანონის გამკაცრება მოსახლეობაზე ექსპერიმენტების ჩატარებას ისახავს მიზნად.

“თბილისი 24”-ის სტატია კონსპირაციებს და ფსევდომეცნიერებას ეფუძნება, რაც პროპაგანდის ერთ-ერთი მეთოდია. ვაქცინაციას, აუტიზმსა და ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელს შორის კორელაცია მეცნიერულად არ დასტურდება.

შეთქმულების თეორია N1: აცრები იწვევს აუტიზმს
რეალობა: ვაქცინაციას და აუტიზმს შორის კორელაცია არ არსებობს
ამ შეთქმულების მიხედვით, ბავშვებში აუტიზმს კონკრეტულად წითელას, წითურასა და ეპიდემიური პაროტიტის (ყბაყურა) აცრები იწვევენ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

  • აშშ-ის მედიცინის ინსტიტუტის  კვლევის “იმუნიზაციის უსაფრთხოების მიმოხილვა: ვაქცინები და აუტიზმი” მიხედვით, ეპიდემიოლოგიური მონაცემები იმუნიზაციას და აუტიზმს შორის მიზეზ-შედეგობრივ კავშირს არ ადასტურებს;
  • მეცნიერებს არ აქვთ ინფორმაცია, თუ კონკრეტულად რა იწვევს აუტიზმის სპექტრის აშლილობას. მეცნიერთა დიდი ნაწილი  ვარაუდობს, რომ აუტიზმი გენეტიკას უკავშირდება, რადგანაც აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე პირების უმეტესობაში გენეტიკური მუტაციები გვხვდება;
  • აუტიზმი შესაძლოა აუცრელ ბავშვებსაც  ჰქონდეთ.

შეთქმულების თეორია N2: აცრები ბავშვთა სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებელთან არის დაკავშირებული.
რეალობა: აცრებსა და ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებლს შორის კორელაცია არ არსებობს.

იმუნიზაციის მოწინააღმდეგეთა კიდევ ერთი “არგუმენტია”, თითქოს იმ ქვეყნებში, სადაც იმუნიზაცია ნებაყოფლობითია, იქ ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაბალია.

აშშ-ის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების დეპარტამენტის  მიხედვით, მსოფლიოში ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის ხუთი ძირითადი მიზეზი არსებობს, რომელთაც ბავშვთა ვაქცინაციასთან კავშირი არ აქვს:

  • ახალშობილთა ენცეფალოპათია ან ტვინის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული პრობლემები. ენცეფალოპათია ჩვილ ბავშვებში ძირითადად მშობიარობის ტრავმის ან ჟანგბადის ნაკლებობის გამო ჩნდება.
  • ინფექციები;
  • გართულებები ნაადრევი მშობიარობისას;
  • ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები;
  • დიარეა.

“თბილისი 24”-ის სტატიის ავტორი ამ კონტექსტში გერმანიაში, იტალიასა და ჩეხეთში ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელს ადარებს და აღნიშნავს, რომ გერმანიის მონაცემი, სადაც იმუნიზაცია სავალდებულო არ არის, იტალიის მაჩვენებელთან 6 %, ხოლო ჩეხეთის მაჩვენებელთან 10 %-ით დაბალია.

ასეთი კორელაცია რომც არსებობდეს, ავტორის მიერ მითითებული სტატისტიკა არასწორია და ოფიციალურ მონაცემებს არ შეესაბამება. მსოფლიო ბანკის 2016 წლის მონაცემებით, ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი იტალიაში (2.8), სადაც იმუნიზაცია სავალდებულოა, გერმანიასთან (3.2) შედარებით 0.4 ერთეულით, ხოლო 5 წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი 0.5-ით დაბალია (იტალია – 3.3, გერმანია – 3.8).

ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი იტალიასა და გერმანიაში

"

5 წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი იტალიასა და გერმანიაში

"

 

შეთქმულების თეორიები და ფსევდომეცნიერება, როგორც პროპაგანდის მეთოდი
პროპაგანდისტული პლატფორმების მიერ კონსპირაციებისა და ფსევდომეცნიერების გამოყენებას სამიზნე აუდიტორიაზე მაღალი გავლენა აქვს. ამ მეთოდების გამოყენებით მოსახლეობაში ეჭვისა და შიშის დათესვა ხდება. ასეთ დროს უგულვებელყოფია მეცნიერების, შესაბამისი საკითხის ექსპერტების მოსაზრებები, ავთენტური სამეცნიერო ნაშრომები. კონსპირაციების წრის გარღვევა რთულია, რადგანაც, ფაქტები, რომლებიც შეთქმულებებს აბათილებს, პროპაგანდისტების მიერ წარმოდგენილია, როგორც კონსპირაციის კიდევ ერთი “დამამტკიცებელი საბუთი”.

თბილის 24-ის შესახებ:

საინფორმაციო სააგენტო შპს “თბილისი 24” საჯარო რეესტრში 2015 წლის 26 მარტს დარეგისტრირდა. მისი მფლობელები გოჩა ნაჭყებია (50%) და მაია შაიშმელაშვილი (50%) არიან. გოჩა ნაჭყებია, რომელიც ამავდროულად “თბილისი 24”-ის დირექტორია, პარტია “ცენტრისტების” ერთ-ერთ ლიდერთან, ვლადიმერ ბედუკაძესთან დაკავშირებული პირია. “ცენტრისტები”-ს წინასაარჩევნო კლიპი საქართველოში რუსული სამხედრო ბაზების დაკანონებას, რუსეთთან უვიზო მიმოსვლის აღდგენასა და რუსული პენსიების გაცემას ეხებოდა.

წყარო

წყარო

სოლიდარობა მშვიდობისთვის
პოლიტიკური გაერთიანება „სოლიდარობა მშვიდობისთვის“

წყარო

ქართული
საზოგადოება “ქართული”

წყარო

United Neutral Georgia
საზოგადოებრივი მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველო”

წყარო

Untitled-1
საქართველო უპირველეს ყოვლისა - geo-first.com

წყარო

საქართველო-თუდეი
Sakartvelo Today News

წყარო

Untitled-1
შიინ ევროპისკენ

წყარო

skoti
სკოტ რიტერი

წყარო

Untitled-1
ერმილე ნემსაძე

წყარო

Untitled-1
iNews • აინიუსი

წყარო

პროფილი
ძალა სიმართლეშია

წყარო

Untitled-1
ემი ჯგუფი

წყარო

Untitled-1
InfoAnalytical.ge

წყარო

Untitled-1
სეზონი TV

წყარო

Untitled-1
Spacesnews • სივრცეები

წყარო

ზნ
zneoba.ge

წყარო

ტჰე
The Caucasian Telegraph

წყარო

ტაო
ტაონიუსი

წყარო

ფაქ
Fაქტები

წყარო

ცარ
Царьград

წყარო

ფონდ
სტრატეგიული კულტურის ფონდი - Фонд стратегической культуры (fondsk.ru)

წყარო

ახალი
ტელეკომპანია ახალი

წყარო

დავიტ
გიორგობიანი დავითი

წყარო

ახალ
ახალგაზრდული

წყარო

isa
ისაკაძე დავით

წყარო

მმკ
მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი (მმკ)

წყარო

ბავ
ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება

წყარო

წინ
წინააღმდეგობა / Resistance

წყარო

ილი
თავისუფალი არხი “ილიონი”

წყარო

კვ
ემზარ კვიციანი

წყარო

ირ
გოგავა ირაკლი

წყარო

ჰოტ
Hotnews.ge

წყარო

წს
wnews.ge

წყარო

სირც
სირცხვილის კორიდორი

წყარო

გ,
შენ ხარ საქართველო

წყარო

12
ტელეკომპანია TV12

წყარო

საქარ
საქართველო უპირველეს ყოვლისა

წყარო

ანტ
ანტი-პარადოქსი

წყარო

rua
შოთა აფხაიძე

წყარო

sa
News Front Georgia

წყარო

ტვ
თვალსაზრისი.გე - Tvalsazrisi.ge

წყარო

სტა
"სტალინი"

წყარო

ტიმ
Timenews.ge

წყარო

qaer
ქართული გვერდი/Georgian Page

წყარო

კა
კარდჰუ

წყარო

sd
აპოლიტიკური გაერთიანება "ლილე"

წყარო

st
TS • news

წყარო

ჯაბა - Copy
ჯაბა მუსელიანის ბლოგი

წყარო

რტ
Russia Today

წყარო

Zero Hedge
Zero Hedge

წყარო

სპუტ
სპუტნიკ საქართველო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist