“თალიბანელი კონსერვატორი” უკრაინის ფუტსალის ნაკრების მწვრთნელის ციტატას უკონტექსტოდ ავრცელებს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

117
VIEWS

2 თებერვალს ფეისბუქ-პროფილმა თალიბანელი კონსერვატორი გამოაქვეყნა პოსტი, რომლის მიხედვითაც უკრაინის ფუტსალის ნაკრების მწვრთნელმა განაცხადა, რომ საქართველო-რუსეთის მატჩზე არც ერთ მხარეს არ უქომაგებს. პოსტს თან ერთვის ავტორის კომენტარი: “ოე უკრაინის ერთ ადგილას რო ეტენებით ძალით აჰა თქვენი პასუხი საქართველო რუსეთის მატჩის ქომაგობაზე!! თქვე დებილო ვითომ უკრაინის მყვარებლებო!!!”

Screenshot 10 3 “თალიბანელი კონსერვატორი” უკრაინის ფუტსალის ნაკრების მწვრთნელის ციტატას უკონტექსტოდ ავრცელებს

პოსტის ავტორი უკრაინის ფუტსალის გუნდის მწვრთნელის ციტატას უკონტექსტოდ  ავრცელებს და მიზნად უკრაინის საწინააღმდეგო განწყობების გაღვივებას ისახავს. საქართველოსა და რუსეთის ნაკრებები ერთმანეთს ევრო 2022-ის მეოთხედფინალში შეხვდნენ, გამარჯვებული კი უკრაინის ნაკრებს უნდა შეხვედროდა. ალეკსანდრ კოსენკოს თქმით, სასურველი მეტოქის წინასწარ ამორჩევა განწყობაზე მოქმედებს, სწორედ ამიტომ, ის გუნდთან ერთად თამაშის ყურებას, შემდეგ კი ნახევარფინალისთვის მომზადებას გეგმავდა.

პოსტის ავტორს სპორტული გამოცემა popsport.com-ის მასალის სქრინშოტი აქვს გამოქვეყნებული. გამოცემის ვებ-გვერდზე “ფუტსალის” კატეგორიაში ამ ფოტოთი მასალა 1 თებერვალსაა გამოქვეყნებული, თუმცა არა იმ სათაურით, რომელიც “თალიბანელი კონსერვატორის” პოსტს აქვს თანდართული. ვებ-გვერდზე მასალა შემდეგი სათაურითაა გამოქვეყნებული: “საქართველო-რუსეთის მატჩში მოგებული ნახევარფინალში უკრაინას შეხვდება”.

Screenshot 11 3 “თალიბანელი კონსერვატორი” უკრაინის ფუტსალის ნაკრების მწვრთნელის ციტატას უკონტექსტოდ ავრცელებს

სტატიაში ნამდვილად არის უკრაინის ნაკრების მწვრთნელის, ალეკსანდრ კოსენკოს კომენტარი, რომელშიც ის აღნიშნავს, რომ საქართველოსა და რუსეთის გუნდებიდან საგულშემატკივროდ არც ერთს არ ამოირჩევს, უბრალოდ თამაშს უყურებენ, შემდეგ კი ნახევარფინალისთვის მოემზადებიან. კოსენკო განმარტავს, რომ წინასწარ მეტოქის ამორჩევა განწყობაზე მოქმედებს.

“როგორც ისტორია აჩვენებს, როდესაც მეტოქეს წინასწარ ირჩევ და წყვილში სწორედ ის გუნდი იგებს, რომლის გამარჯვებაც გსურდა, განწყობა ისეთი აღარ გაქვს და არის კიდევ სხვა ნეგატიური მომენტებიც. ჩვენც არავის ამოვირჩევთ და არცერთს ვუგულშემატკივრებთ, უბრალოდ, მთელი გუნდი ერთად ვუყურებთ თამაშს, შემდეგ კი გავარჩევთ და მოვემზადებით მომდევნო მეტოქისთვის” – , ალეკსანდრ კოსენკო.

ალეკსანდრ კოსენკოს ინტერვიუს ორიგინალი ვერსია უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

Screenshot 12 2 “თალიბანელი კონსერვატორი” უკრაინის ფუტსალის ნაკრების მწვრთნელის ციტატას უკონტექსტოდ ავრცელებს

1 თებერვალს გამართულ მატჩში საქართველოს ფუტსალის ნაკრები რუსეთთან 1:3 ანგარიშით დამარცხდა და ამით ევრო 2022-ზე ასპარეზობა დაასრულა.

“თალიბანელი კონსერვატორის” შესახებ

ფეისბუქ-პროფილი, რომელიც უკრაინის ფუტსალის ნაკრების მწვრთნელის ციტატაც უკონტექსტოდ ავრცელებს, ალტ-ინფოსა და კონსერვატიული მოძრაობის მხარდამჭერია. მას საცხოვრებელ ადგილად ქაბული აქვს მითითებული, ე.წ Bio-ში კი – “ალტ-ინფო 👌👌”. პროფილის ალტ-ინფოსადმი მხარდაჭერა მის მიერ მოწონებული ფეისბუქ-გვერდებიდანაც ჩანს.

Screenshot 13 2 “თალიბანელი კონსერვატორი” უკრაინის ფუტსალის ნაკრების მწვრთნელის ციტატას უკონტექსტოდ ავრცელებს

“თალიბანელი კონსერვატორი” ერთ-ერთი იყო, რომელიც უკრაინის ჯარის დისკრედიტაცისთვის 2012 წელს ბრიტანეთში ორგანიზაციის “კოალიცია თანასწორი ქორწინებისთვის” მიერ გადაღებული ვიდეოს დამონტაჟებულ ვერსიას ავრცელებდა. ამ თემაზე იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატიები:

უკრაინის სამხედრო ძალები თუ ბრიტანული ფილმი თანასწორობაზე – ვინ გააყალბა ვიდეო?

რა აკავშირებთ “ალტ-ინფოს”, ლუგანსკელ АНДРЕЙ ВИТАЛЬЕВИЧ МАРОЧКО-ს და ქართველ კონსერვატორებს გაყალბებულ ფილმთან?


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: შეცდომაში შემყვანი
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist