თალიბანელი კონსერვატორი კელი დეგნანის ინტერვიუს ნაწყვეტს მანიპულაციურად ავრცელებს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

321
VIEWS

18 მაისს ფეისბუქ-პროფილმა თალიბანელი კონსერვატორი საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის ქართულად გახმოვანებული ვიდეო გამოაქვეყნა. აღწერის მიხედვით, დეგნანი პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოში მეორე ფრონტი უნდა გაიხსნას. ვიდეოში დეგნანი შემდეგ ციტატას ამბობს: “…საქართველოს მაქსიმალურ სამხედრო მზადყოფნას და აშშ თანამშრომლობს საქართველოსთან ნატოსკენ ნაბიჯების გადასადგმელად. ეს არის წარმოუდგენელი შესაძლებლობა საქართველოსთვის. დასაკარგი დრო არ არის”.

დეგნანის ამ ციტატის შემდეგ, გამხმოვანებელი ამბობს: “ამ მოწოდების შემდეგ, ხდება ეს”, რის შემდეგაც ვიდეოში აფეთქების კადრები ჩნდება, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ დეგნანი ინტერვიუში საბრძოლო მოქმედებების შესახებ საუბრობდა. 

Screenshot 2 12 თალიბანელი კონსერვატორი კელი დეგნანის ინტერვიუს ნაწყვეტს მანიპულაციურად ავრცელებს

კელი დეგნანის ვიდეო არასწორი კონტექსტით ვრცელდება, სრულ ინტერვიუში დეგნანი საქართველოს ნატოში მიღებისთვის რეფორმების განხორციელებასა და სამხედრო მზადყოფნაზე საუბრობს და არა რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნასა და საბრძოლო მოქმედებების დაწყებაზე. ვიდეოს მანიპულაციურად აქვს დამატებული აფეთქების კადრები, რომლებიც დეგნანის ინტერვიუში არ გვხვდება.

კელი დეგნანის კომენტარის ფრაგმენტი “რადიო თავისუფლების” 23 მარტის ინტერვიუდანაა ამოჭრილი. 

Screenshot 3 11 თალიბანელი კონსერვატორი კელი დეგნანის ინტერვიუს ნაწყვეტს მანიპულაციურად ავრცელებს

ინტერვიუს სრულ ვერსიაში ისმის, რომ დეგნანი “თალიბანელი კონსერვატორის” მიერ გამოქვეყნებულ ვერსიაში გაჟღერებულ ციტატას საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან მიმართებით ამბობს, ის არც მეორე ფრონტს ახსენებს და საქართველოს რუსეთთან ომში ჩართვისკენაც არ მოუწოდებს. 

ციტატა, რომელშიც დეგნანი მაქსიმალურ სამხედრო მზადყოფნასა და დროის არდაკარგვაზე საუბრობს, ჟურნალისტის მიერ საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივის შესახებ დასმულ შეკითხვაზე გაცემული პასუხია. 

რადიო თავისუფლება: ფიქრობთ თუ არა, რომ უკრაინაში ომმა საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა უფრო შორეულად აქცია?
კელი დეგნანი: როგორც აღვნიშნე, ნატო არის საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული ალიანსი და უკრაინაც და საქართველოც იზიარებენ ამ ღირებულებებს – თავისუფლებისადმი ერთგულებას, ადამიანის უფლებებისადმი, სუვერენიტეტისადმი, ტერიტორიული მთლიანობისადმი პატივისცემას. საქართველოსნაირმა ქვეყანამ, რომელსაც 2008 წლის შეჭრის გამოცდილება აქვს და რომლის ტერიტორიის 20%-იც ოკუპირებულია რუსეთის ჯარის მიერ, ეს კარგად იცის.
როგორც უკვე ვთქვი, ახლა არის აუცილებელი რეფორმების განხორციელებისა და იმ ნაბიჯების გადადგმის დრო, რაც უზრუნველყოფდა საქართველოს მაქსიმალურ სამხედრო მზადყოფნას და აშშ თანამშრომლობს საქართველოსთან ნატოსკენ ნაბიჯების გადასადგმელად. ეს არის წარმოუდგენელი შესაძლებლობა საქართველოსთვის. დასაკარგავი დრო არ არის.

როგორც ზემოთ მოცემული ციტატის სრული ვერსიიდან ჩანს, დეგნანის ინტერვიუს ის ნაწილი, სადაც ის რეფორმებზე საუბრობს (წითლად-რედ), მოჭრილია და მისი სიტყვები უკონტექსტოდ ვრცელდება.

დეგნანის ვიდეოს ნაწყვეტს აფეთქებების კადრები მანიპულაციურად აქვს დამატებული, რათა ომის საფრთხის განცდა შექმნას. ერთ-ერთი ვიდეო რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერაა გავრცელებული და წყაროს თანახმად, შავი ზღვიდან უკრაინის სამხედრო ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო თავდასხმას ასახავს.

Screenshot 4 9 თალიბანელი კონსერვატორი კელი დეგნანის ინტერვიუს ნაწყვეტს მანიპულაციურად ავრცელებს

კელი დეგნანის დისკრედიტაციის მიზნით აქამდე გავრცელებულ დეზინფორმაციებზე ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატიები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, საქართველო
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist