TB24-ი ფოტოფეიკს და უკრაინის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

66
VIEWS

26 თებერვალს, საინფორმაციო სააგენტო tb24.ge-მა გამოაქვეყნა ფოტო, წარწერით „ფოტო განწყობისათვის – პატარების საჩუქარი მამებს 23 თებერვლისთვის”. ფოტოს თანმხლებ მინაწერში ნათქვამია, რომ უკრაინის ერთ-ერთი საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს მამების პატივსაცემად და 23 თებერვლის აღსანიშნავად, ზარბაზნების გაკეთება დაავალეს. ფოტოზე გამოსახულია ბავშვების მიერ გამოძერწილი ფალოსის ფორმები, რამაც tb24-ის მტკიცებით, სოციალურ მედიაში აღშფოთება და პედაგოგთა დასჯის მოთხოვნა გამოიწვია. tb24-ს მიერ გამოქვეყნებულ მასალას პირველწყაროდ მითითებული აქვს ფეისბუქ-გვერდი Смейся до слёз (იცინე ცრემლებამდე) , სადაც მასალა 2017 წლის 17 თებერვალსაა ატვირთული, ხოლო თანმხლებ ტექსტში არსადაა მითითებული, რომ ის უკრაინის რომელიმე საბავშვო ბაღშია გადაღებული, როგორც ამას tb24 ამტკიცებს.

“მითების დეტექტორმა” ფოტოს გადამოწმების შედეგად გაარკვია, რომ იგი როგორც უცხოურენოვანი, ასევე რუსული სოციალური ქსელების მომხმარებლებში დიდი პოპულარულობით ჯერ კიდევ 2010 წლიდან სარგებლობს და აქტიურად ვრცელდებოდა 2011, 2013, 2016 წლებშიც. მომხმარებლების უმრავლესობის მითითებით, შემთხვევას რუსეთში, თათრეთის რესპუბლიკის ქალაქ ნაბერეჟნიე ჩელნის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში ჰქონდა ადგილი.

შესაბამისად, tb24.ge-ის მტკიცება, რომ ფოტო ერთ-ერთ უკრაინულ საბავშვო ბაღში მომხდარ შემთხვევას ასახავს – საფუძველს მოკლებულია და დეზინფორმაციას წარმოადგენს.

1

TB24-ის შესახებ

საინფორმაციო სააგენტო შპს “თბილისი 24” საჯარო რეესტრში 2015 წლის 26 მარტს დარეგისტრირდა. მისი მფლობელები გოჩა ნაჭყებია (50%) და მაია შაიშმელაშვილი (50%) არიან. გოჩა ნაჭყებია, რომელიც ამავდროულად “თბილისი 24”-ის დირექტორია, პარტია “ცენტრისტების” ერთ-ერთ ლიდერთან, ვლადიმერ ბედუკაძესთან დაკავშირებული პირია. ორივე მათგანი “საზოგადოებრივი მონიტორინგის ცენტრის” გამგეობის წევრია. ვლადიმერ ბედუკაძე, რომელიც გახმაურებული ციხის კადრების ავტორია, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში პოლიტიკური გაერთიანება “ცენტრისტების” საარჩევნო სიით მონაწილეობდა. “ცენტრისტების” საზოგადოებრივ მაუწყებელის ეთერში განთავსებულმა წინასაარჩევნო რგოლმა, რომელიც შეიცავდა დაპირებებს 400 ლარიანი რუსული პენსიისა და რუსული ბაზების დაკანონების შესახებ, საზოგადოებაში მკვეთრად ნეგატიური გამოხმაურება გამოიწვია. ამის გამო 14 აგვისტოს, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პარტიის წინასაარჩევნო რგოლი ეთერიდან მოხსნა. 16 აგვისტოს “ცენტრისტებს” ცესკომ საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმა, რადგან პოლიტიკური გაერთიანების ხელმძღვანელი პირის უფლებამოსილება და მისი თავმჯდომარეობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით არ არის იურიდიული ძალის მქონე.

თემატიკა: იდენტობა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist