Tabidze Tato “მთავარი არხის” სახელით მელიას მიერ პარტიის დატოვებაზე დეზინფორმაციას ავრცელებს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

20
VIEWS

31 ოქტომბერს ფეისბუქ-ჯგუფში “თავისუფლება პრეზიდენტ სააკაშვილს” ფეისბუქ-პროფილმა Tabidze Tato-მ “მთავარი არხის” ლოგოს გამოსახულებით ნიკა მელიას ფოტო გამოაქვეყნა. ფოტოზე გაკეთებული წარწერის მიხედვით, მელია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” ტოვებს და პარტია “ლელოს” უერთდება. ფოტოზე მელია სწორედ ლელოს ბანერის ფონზე დგას. Tabidze Tato-ს იდენტური ფოტო საკუთარ კედელზეც აქვს გამოქვეყნებული.

"

“მთავარი არხის” სახელით გავრცელებული სქრინი გაყალბებულია. “მთავარი არხის” ფეისბუქ-გვერდსა და ვებ-გვერდზე ან სხვა ღია წყაროებით მსგავსი ინფორმაცია არ იძებნება. ნიკა მელიას მიერ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობის” დატოვების და “ლელოში” გაერთიანების შესახებ ყალბი ცნობების გავრცელება ოპოზიციურ პარტიაში განხეთქილების ჩვენებას ისახავს მიზნად, ხოლო ოპოზიციური ტელევიზიის ვიზუალით ამ ინფორმაციის მიწოდება მასალას მეტ დამაჯერებლობას აძლევს და აუდიტორია შეცდომაში შეჰყავს.

Tabidze Tato-ს მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე გაკეთებული წარწერის მიხედვით “წინასწარი ინფორმაციით” ნიკა მელია ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ტოვებს და “ლელოს” უერთდება, თუმცა პოსტში ამ ინფორმაციის წყარო მითითებული არ არის.

გამოქვეყნებულ ფოტოს “მთავარი არხის” ლოგო ადევს, თუმცა ტელევიზიის ფეისბუქ-გვერდსა და ვებ-გვერდზე ამ შინაარსის ციტატები არ იძებნება. მსგავსი შინაარსის ინფორმაცია არც სხვა მედიასაშუალებებში გვხვდება.

აღნიშნული ფოტო, რომელზეც მელიას ფონზე პარტია “ლელოს” ბანერი ჩანს, იმ ვიდეოდანაა ამოჭრილი, რომელშიც მელია ოპოზიციის სამოქმედო გეგმას წარადგენს. ის ამ ვიდეოში 31 ოქტომბრის 7 საათზე აქციას აანონსებს, ხოლო “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დატოვებასა და “ლელოს” გუნდთან შეერთებას არ ახსენებს.

"
ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურის დღეს, 30 ოქტომბერს ნიკა მელიას გაყალბებული ციტატა “ტელეკომპანია პირველის” სახელითაც გავრცელდა. ამ თემაზე იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:

ოპოზიციური და ხელისუფლების მიმართ კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიების სახელით ოპოზიციის ლიდერების ყალბი ციტატებისა და მათ შესახებ  დეზინფორმაციის გავრცელება, აუდიტორიის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

Tabidze Tato-ს შესახებ

Tabidze Tato ყალბი პროფილია, მის url მისამართში puplic.enemien ფიგურირებს და საცხოვრებელ ადგილად საფრანგეთი აქვს მითითებული.

"
Tabidze Tato მიხეილ სააკაშვილის ყალბი მხარდაჭერის ჯგუფის “თავისუფლება პრეზიდენტ სააკაშვილს / Freedom to President Saakashvili” ერთ-ერთი ადმინისტრატორია. მან ამ ჯგუფში ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურისა და მომდევნო დღეს, 30-31 ოქტომბერს, არაერთი გაყალბებული ციტატა და და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაცია გაავრცელა.

Tabidze Tato მის მიერ მართულ ფეისბუქ ჯგუფში მიხეილ სააკაშვილის შესახებ დეზინფორმაციებს ადრეც ავრცელებდა:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist