“სულის ამოსვლა” კომპიუტერული გენერირებით

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

786
VIEWS

საინფორმაციო-გასართობ საიტზე ESE.GE  გამოქვეყნდა მასალა, სათაურით „გარდაცვლილი ადამიანის სხეულიდან სულის ამოსვლის კადრები, რომელიც კამერამ დააფიქსირა“. მასალას თან მხოლოდ YouTube-ის ვიდეო ერთვის. იგივე ვიდეო გამოქვეყნებულია საიტზე gifsat.com და გაზიარებულია ფეისბუკზე საჯარო ჯგუფში uMedia. YouTube-ზე ვიდეო  2016 წლის 6 აგვისტოს ანგარიშის

 

live admiral-ის მიერ არის ატვირთული. ვიდეოს თან გერმანულენოვანი კომენტარი ახლავს, რომლის მტკიცებითაც კადრები ჩინეთის ერთ-ერთი საავადმყოფოს უსაფრთხოების კამერის ჩანაწერია და ის 2014 წელსაა გადაღებული.

;;

გარდაცვლილი ქალის სხეულიდან სულის ამოსვლის კადრების ავთენტურობა არ დასტურდება. ვიდეოს წარმოშობასა და გავრცელებასთან დაკავშირებით განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება, რაც აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ვიდეო სპეციალური ეფექტების დახმარებითაა შექმნილი.

  • როდის და სად გამოჩნდა ვიდეო პირველად?

გარდაცვლილი ადამიანის სხეულიდან სულის ამოსვლის ამსახველი ვიდეოს პირველწყარო იუთუბ არხი საშიში ვიდეოებია, რომლის აღწერაშიც ვკითხულობთ – “თუ გჯერა მოჩვენებებისა და პარანორმალური მოვლენების, აქ სწორედ მათი ნახვა შეგიძლია.”

2016 წლის 26 ივნისს სწორედ ამ არხზე განთავსდა ვიდეო პირველად. მის აღწერაში ვკითხულობთ: “სული გარდაცვლილი ადამიანის სხეულს ტოვებს. საავადმყოფოს უსაფრთხოების კამერით გადაღებული კადრები.”

ვიდეოს პირველწყაროში არსად არაა მითითება იმაზე, თუ რომელ ქვეყანაში ან რომელ საავადმყოფოშია გადაღებული კადრები. მტკიცება, რომ ჩანაწერი ჩინეთის საავადმყოფოდანაა მოპოვებული, შემდგომ გავრცელებული ვერსიების აღწერებში ჩნდება.

ვიდეოს წარმომავლობასთან დაკავშირებით განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს ინდური საინფორმაციო საშუალება ABP News, რომელიც ვიდეოს აღწერაში ირწმუნება, რომ კადრები ინდოეთში, ქალაქ პატნას საავადმყოფოშია გადაღებული.

ვიდეოზე არსებულმა ინფორმაციის შეუსაბამო და ურთიერთგამომრიცხავმა ხასიათმა ფაქტჩეკერების ყურადღება კადრების გავრცელებისთანავე მიიქცია. ინდური ვებ-გვერდი hoaxorfact.com ჯერ კიდევ 2016 წელს წერდა, რომ სხეულიდან სულის ამოსვლის კადრები, დიდი ალბათობით, ვიდეო მანიპულაციას წარმოადგენდა. მათი მოსაზრებით, ვიდეო გამოსახულება კომპიუტერული გენერირების შედეგია (CGI), რომლის მიღწევაც სხვადასხვა ვიდეოინსტრუმენტების მეშვეობით და ვიზუალური ეფექტების გამოყენებითაა შესაძლებელი.

ვიდეო ქართულ ინტერნეტ-პლატფორმებზე, მათ შორის  palitravideo.ge-სა და myvideo.ge-ზე პირველად ჯერ კიდევ 2016 წელს გამოჩნდა. ამავე წელს ვიდეო გავრცელდა უცხოურ ტაბლოიდურ მედია პლატფორმებზეც, მათ შორის The Irish Sun-ზე და Daily Mail-ზე, სადაც უთითებენ, რომ ვიდეო უცნობია რომელ საავადმყოფოში გარდაიცვალა ქალი, ან არის თუ არა გამოსახულება დამუშავებული.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist