Stopfake: მტკიცება, თითქოს უკრაინამ ევროკავშირის ქვეყნებს მიმალვაში მყოფი წვევამდელების დეპორტაცია სთხოვა, დეზინფორმაციაა

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

531
VIEWS

26 იანვარს რუსულ ( eadaily, Украина.ру, mk.ru) და ბელარუსულ ( tvr.by) პროპაგანდისტულ მედიებსა  და ფეისბუკის ქართულ ანგარიშზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინამ ევროკავშირის ქვეყნებს  ოფიციალურად მიმართა, რათა მიმალვაში მყოფი წვევამდელების მოძიებასა და ქვეყანაში დაბრუნებაში დაეხმარონ. სტატიებს თან უკრაინის ელჩების ლატვიასა და ლიეტუვაში – ბეშტა პეტროსა და ოლექსანდრ მისჩენკოს სახელით განცხადებები ერთვის. 

რუსული მედიის თანახმად, ვილნიუსის ამჟამინდელი მერი –  რემიგიუს შიმაშიუსი  და ლატვიის ქალაქ ლიეპაიას მერი –  გუნარს ანსინსი ამ თხოვნას სოციალურ ქსელში გამოეხმაურნენ და უკრაინულ მხარეს დახმარებას დაპირდნენ.

1 Stopfake: მტკიცება, თითქოს უკრაინამ ევროკავშირის ქვეყნებს მიმალვაში მყოფი წვევამდელების დეპორტაცია სთხოვა, დეზინფორმაციაა

2 Stopfake: მტკიცება, თითქოს უკრაინამ ევროკავშირის ქვეყნებს მიმალვაში მყოფი წვევამდელების დეპორტაცია სთხოვა, დეზინფორმაციაა

მტკიცება, თითქოს უკრაინამ ევროკავშირის ქვეყნებს მიმალვაში მყოფი წვევამდელების  უკრაინაში დაბრუნება სთხოვა, დეზინფორმაციაა. ლიეტუვასა და ლატვიაში უკრაინის ელჩების, ასევე, ვილნიუსის მერისა და ლატვიის ქალაქ ლიეპაიას მერის  სახელით გავრცელებული დოკუმენტები გაყალბებულია.

ლიეტუვაში უკრიანის საელჩომ განცხადება გააკეთა, რომელშიც აღნიშნულია, რომ პეტრო ბეშტას სახელით გავრცელებული დოკუმენტი პროგრამულადაა დამუშავებული და უკრაინის საელჩოს მსგავსი თხოვნით ლიეტუვისთვის არ მიუმართავს.

3 Stopfake: მტკიცება, თითქოს უკრაინამ ევროკავშირის ქვეყნებს მიმალვაში მყოფი წვევამდელების დეპორტაცია სთხოვა, დეზინფორმაციაა
წყარო: Посольство України в Литві

რუსული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, ასევე, ნათქვამია, რომ წვევამდელი უკრაინელების ქვეყანაში დასაბრუნებლად დახმარების სურვილი გამოთქვა – ლატვიის ქალაქ ლიეპაიას მერმა –  გუნარს ანსინსისმა.ეს ინფორმაცია ანსინსისმაც უარყო და აღნიშნა, რომ შეცდომაში შემყვანი წერილები მისამართიდან – [email protected] ასევე მიიღეს ლიეპაიას თვითმმართველობის თანამშრომლებმაც. 

გარდა ამისა, გაყალბებულია ვილნიუსის მერის სახელით გავრცელებული პოსტიც.   რემიგიუს შიმაშიუშის არცერთ სოციალურ ქსელში (Facebook, twitter)  მსგავსი განცხადება არ იძებნება.        

გაყალბებული დოკუმენტები: 

4 Stopfake: მტკიცება, თითქოს უკრაინამ ევროკავშირის ქვეყნებს მიმალვაში მყოფი წვევამდელების დეპორტაცია სთხოვა, დეზინფორმაციაა

გავრცელებული ინფორმაცია უკრაინულმა ფაქტების გადამოწმების პლატფორმა -Stopfake-მა გადაამოწმა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
ქვეყანა/ორგანიზაცია: ლატვია, ლიეტუვა, რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist