STOPFAKE: ადრიენ ბოკე უკრაინაზე ყალბ ცნობებს ავრცელებს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

46
VIEWS

19 მაისს ფეისბუკ-მომხმარებლმა ფანტინა კოელიო ვიდეო-სიუჟეტი გამოაქვეყნა, რომელშიც ყოფილი ფრანგი სპეცრაზმელი ადრიენ ბოკე უკრაინაში მისი ჩასვლის შესახებ ჰყვება და ამტკიცებს, რომ იქ ნანახი რეალობა განსხვავდება იმისგან, როგორსაც დასავლური მედია აშუქებს. Ბოკე ირწმუნება, რომ ბუჩაშიც იმყოფებოდა და იქ მომხდარს დადგმულს უწოდებს. ამბობს, რომ ზოგიერთი გვამი სპეციალურად იყო გადაადგილებული, რათა სურათები გადაეღოთ. Მისი თქმით, აზოველებს შეხვდა, რომლებმიც იმუქრებოდნენ, თუ ებრაელი ან შავკანიანი შეხვდებოდათ, ყველას გაანადგურებდნენ. Ბოკე ამტკიცებს, რომ ტყვედ ჩავარდნილი რუსებიც ნახა, რიგითებს უკრაინელები მუხლზე ესროდნენ და ისე კლავდნენ, გენერლებს კი თავში ესროდნენ. 

Screenshot 1 15 STOPFAKE: ადრიენ ბოკე უკრაინაზე ყალბ ცნობებს ავრცელებს

ადრიენ ბოკეს ინტერვიუ აქტიურად ვრცელდებოდა რუსულ მედიაში. Ბოკეზე ინფორმაცია ფაქტების გადამოწმების უკრაინულმა პლატფორმა –  სტოპფეიკმა გადაამოწმა. 

ადრიენ Ბოკეს მიერ გავრცელებული ინფორმაცია მტკიცებულების გარეშეა. Მის მიერ მოყოლილი ამბები ურთიერთსაწინააღმდეგოა და არ ემთხვევა უკრაინაში, აპრილში, მიმდინარე მოვლენების ქრონოლოგიას.

Სოციალურ ქსელში გავრცელებული ადრიენ ბოკეს ინტერვიუს ფრაგმენტი Sud Radio-ს იუთუბ-არხზე 10 მაისს განთავსებული ინტერვიუდანაა. ის ჰყვება, რომ კიევში, ბუჩაში და ლვოვში ჰუმანიტარული მისიით ჩავიდა. მან აღნიშნა, რომ უკრაინიდან აპრილის ბოლოს, იქ 16 დღის გატარების შემდეგ დაბრუნდა. ანუ, ბოკე უკრაინაში აპრილის შუა რიცხვებში ჩავიდა. იგი ირწმუნება, რომ მას უკრიანელი სამხედროების დანაშაულების ამსახველი “ასობით ვიდეო აქვს”, თუმცა ჯერ არაფერი გაუსაჯაროვებია.  Ამტკიცებს, რომ ბუჩაში იმყოფებოდა, თუმცა მას არცერთ მის სოციალურ ქსელში (ტვიტერი, ფეისბუკი, ინსტაგრამი) იქ ყოფნის ფოტო ან ვიდეო მასალა არ განუთავსებია, მიუხედავად იმისა, რომ სოც.ქსელებს აქტიურად იყენებდა. 

Screenshot 2 14 STOPFAKE: ადრიენ ბოკე უკრაინაზე ყალბ ცნობებს ავრცელებს

ფრანგულმა BFM.TV-მ რამდენიმე ფოტო გაავრცელა, რომლებიც სავარაუდოდ ადასტურებს ადრიენ ბოკეს უკრაინაში ჰუმანიტარული მისიის ფარგლებში ყოფნას. ეს ფოტოები ფურგონის ფონზეა გადაღებული, რომელსაც აქვს წარწერა: CHARITY FUND- SHEPTYTSKY HOSPITAL (საქველმოქმედო ფონდის სახელი). . Აღნიშნული ორგანიზაცია ლვოვში ნამდვილად მდებარეობს. იმის გასარკვევად, თუ რა მისიით და რამდენი ხნის განმავლობაში მუშაობდა ბოკე აღნიშნულ ფონდში, Სტოპფეიკი ფონდის დირექტორს, ანდრეი ლოგინს, დაუკავშირდა.

Screenshot 3 13 STOPFAKE: ადრიენ ბოკე უკრაინაზე ყალბ ცნობებს ავრცელებს

ანდრეი ლოგინმა StopFake-ს განუცხადა, რომ ადრიენ ბოკე ფონდის ოფისში ლვოვში მხოლოდ ორჯერ, 4 და 6 აპრილს, რამდენიმე ადამიანთან ერთად მივიდა. მათთან სისტემატიურად არასდროს უმუშავია და ორივე ვიზიტის დროს გაუფრთხილებლად ჩავიდა კერძო ტრანსპორტით და ჰუმანიტარული დახმარების პაკეტები ჩაიტანა. ფონდის დირექტორი აცხადებს, რომ კომუნიკაცია ვერ მოახერხეს, რადგან ყველა მათგანი მხოლოდ ფრანგულად საუბრობდა. (თუმცა მის ინტერვიუებში ბოკე ირწმუნება, რომ მას რუსული და უკრაინული ნაწილობროვ ესმის, რისი წყალობითაც “გაარკვია” თუ რაზე საუბრობდნენ ერთმანეთში ” აზოვის პოლკის უკრაინელი “ნაცისტები” ბუჩაში).

 Ადრიენ ბოკეს უკრიანაში ყოფნის შესახებ მოყოლილი დეტალები ურთიერთსაწინააღმდეგოა და არ ემთხვევა უკრაინაში აპრილში მიმდინარე მოვლენების ქრონოლოგიას. Sud Radio-თან ინტერვიუში, ბოკე ირწმუნება, რომ უკრაინაში ყოფნის დროს იგი უკრაინელ სამხედროებს დაეხმარა (რომლებსაც მოგვიანებით “ნაცისტებს” უწოდებდა) მედიკამენტებით და ასევე მათ პირველადი დახმარება გაუწია. (მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად მის მიერ გაცხადებული მიზანი ლტოლვილებისა და უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის დახმარება იყო).

Screenshot 4 11 STOPFAKE: ადრიენ ბოკე უკრაინაზე ყალბ ცნობებს ავრცელებს

2022 წლის შუა რიცხვებიდან აპრილის ბოლომდე, როცა მას უკრაინაში ჩასვლა შეეძლო, ბუჩაში სამხედრო ოპერაციები აღარ მიმდინარეობდა. თებერვლის ბოლოდან 1 აპრილამდე ბუჩა რუსეთის ჯარებმა დაიკავეს. უკვე 1 აპრილს, საღამოს, გამოქვეყნდა პირველი ვიდეო ცხედრებით ქალაქის ქუჩებში. შესაბამისად, ადრიენ ბოკე ვერანაირად ვერ იქნებოდა ბუჩაში და დააკვირდებოდა „ნეონაცისტების” მიერ ჩადენილ ომის დანაშაულებს. 

მოგვიანებით, ინტერვიუში ადრიენ ბოკე ჰყვება, თუ როგორ გაანადგურეს აზოვის პოლკის მებრძოლებმა მის თვალწინ ტყვედჩავარდნილი რუსი ჯარისკაცები.

 „მე ვნახე რუსი სამხედრო ტყვეები, რომლებიც შებმული და ნაცემი იყვნენ. ანგარში ვიყავით და 3-4 კაციანი პატარა ფურგონებით მივიდნენ. „აზოვმა“ ჰკითხა მათ: „ვინ არის აქ ოფიცერი?“. თითოეულმა მათგანმა, ვინც ამ ფურგონიდან გადმოვიდა, მუხლში კალაშნიკოვის ავტომატიდან ტყვია მიიღო. მათ, ვინც ამბობდა, „ოფიცერი ვარ“ ტყვია თავში მოხვდა. ასე ხდება ბუჩაში. მე ეს ყველაფერი ვნახე. ამის დამადასტურებელი ვიდეოები მაქვს“,- ადრიენ ბოკე (21:00

Ადრიენ ბოკეს მიერ მოყოლილი ამბავი რუსი სამხედროების მკვლელობასთან დაკავშირებით ზუსტად ემთხვევა იმ სიუჟეტს, რომელიც რუსულ არხებზე მარტის ბოლოს უკრაინის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციის მიზნით აქტიურად გავრცელდა. ვიდეოში ნაჩვენებია, თუ როგორ ესვრიან ფურგონიდან გამოყვანილ პატიმრებს მუხლებზე. სამხედროები პატიმრებს ეკითხებიან, რომელი მათგანია ოფიცერი. Საუბრიდან გამომდინარე ირკვევა, რომ იქ მოვლენები ხარკოვთან მიმდინარეობს. გარდა ამისა, 11 აპრილს უკრაინაში საფრანგეთიდან ტექნიკური და სამეცნიერო ჟანდარმების რაზმი ჩავიდა კიევის ირგვლივ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამოსაძიებლად. ამის შესახებ საფრანგეთის ელჩმა უკრაინაში ეტიენ დე პონსინმა განაცხადა. აღსანიშნავია, რომ არცერთ გამოკითხულ მოწმეს წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც მცირედით მაინც ემთხვეოდა ადრიენ ბოკეს მიერ გაზიარებულ ამბებს.

Ადრიენ ბოკე ინტერვიუში პუტინის უკრაინაში შეჭრის მიზეზებს ამართლებს და ცდილობს ფრანგი მსმენელები დაარწმუნოს, რომ რუსეთი იძულებული გახდა ომი დაეწყო მხოლოდ უკრაინელი ნაცისტებისა და უკრაინის ხელისუფლების რეალური საფრთხის გამო დონბასში, რომლებიც “8 წლის განმავლობაში ანადგურებდნენ რეგიონის პრორუსული მოსახლეობას”. Ამბობს, რომ საფრანგეთი მსგავს სიტუაციაში რომ აღმოჩენილიყო, მაკრონიც სავარუდოდ ანალოგიურად მოიქცეოდა. 

 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
ქვეყანა/ორგანიზაცია: საფრანგეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist