სთავაზობს თუ არა ილონ მასკი საქართველოს მოქალაქეებს ყოველთვიურ შემოსავალს?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

546
VIEWS

24 იანვარს სოციალურ ქსელში პროექტის TeslaX შესახებ  გავრცელდა ინფორმაცია. ფეისბუკ გვერდის Alina Benderuk-ის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში ნათქვამია, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს სტაბილური შემოსავლის მიღება შეუძლია და ილონ მასკი პლატფორმაზე რეგისტრირებულ თითოეულ მსურველს ყოველთვიურ ხელფასს გადაუხდის. პოსტს ციტატა ახლავს თან, რომელიც ილონ მასკს მიეწერება:
“ახლა საქართველოს ყველა მცხოვრებს შეუძლია მიიიღოს სტაბილური დივიდენდები პროექტისგან TeslaX”.

tesla სთავაზობს თუ არა ილონ მასკი საქართველოს მოქალაქეებს ყოველთვიურ შემოსავალს?

ვებ-საიტი, რომელიც ილონ მასკის სახელით მსურველებს TeslaX-ის პროექტში ჩართვისკენ მოუწოდებს, თაღლითობის ნიშნებს შეიცავს. ილონ მასკის ციტატა გაყალბებულია, პროექტის შესახებ ინფორმაცია კი ტესლას ოფიციალურ ვებ-საიტზე არ გვხვდება. გარდა ამისა, TeslaX-ში ინვესტირებით კმაყოფილი ადამიანის იდენტობა გაყალბებულია და ის სხვა ადამიანის ფოტოებს იყენებს.

ილონ მასკის სახელით გავრცელებული ციტატა ყალბია და ღია წყაროებში იდენტური ან მსგავსი შინაარსის შემოთავაზება არც რუსულ და არც ინგლისურ ენაზე არ იძებნება. Google-ში “tesla x project”-ის ძებნისას საძიებო სისტემა ტესლას ელექტრომობილს Tesla model X-ს გვთავაზობს,  რომლის პრეზენტაციაც 2015 წლის სექტემბერში შედგა. აღსანიშნავია, რომ პროექტის TeslaX შესახებ ინფორმაცია, რომელიც მომხმარებელს ინვესტირებას სთავაზობს, ტესლას ოფიციალურ ვებ-საიტზე არ გვხვდება.

Alina Benderuk-ის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში გაზიარებულ ვებ-გვერდზე ინფორმაცია პროექტის TeslaX შესახებ რუსულ ენაზეა მითითებული. mesezuy.tech-ზე ნათქვამია, რომ პროექტში ინვესტირებისას პირველი მოგების მიღება პირველივე კვირიდან არის შესაძლებელი და გამოცდილების ქონა საერთოდ არაა საჭირო, რამდენადაც პროცესის სრული ავტომატიზაციაა უზრუნველყოფილი. 

MeseZuY.tech ნათქვამია, რომ ილონ მასკის პროექტში მონაწილეობის მსურველები თვეში 4000 ევროს ოდენობის შემოსავალს მიიღებენ, რისთვისაც იქვე არსებულ ველში სახელი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი უნდა მიუთითონ. 

 

ვებ-საიტზე ასევე გვხვდება ვიდეო, რომელიც 2022 წლის პირველ ივნისს Youtube-ზეც არის ატვირთული.  ვიდეოში ნათქვამია, რომ  პროექტის ალგორითმი ტესლას ავტოპილოტის ალგორითმის მსგავსად მუშაობს და ერთადერთი, რისი გაკეთებაც დაინტერესებულ პირს მოუწევს, ეს პროექტში ინვესტიციის ჩადებაა, რაც მას დიდ ფინანსურ სარგებელს მოუტანს.  ვიდეოში ასევე აღნიშნულია, რომ პროექტში ინვესტიციები უკვე ჩადეს გრეგორი ლეპსიმ, მარია შარაპოვამ და ლეონარდო დიკაპრიომ.

image 1 სთავაზობს თუ არა ილონ მასკი საქართველოს მოქალაქეებს ყოველთვიურ შემოსავალს? image სთავაზობს თუ არა ილონ მასკი საქართველოს მოქალაქეებს ყოველთვიურ შემოსავალს?

აღსანიშნავია, რომ ცნობილი ადამიანების სახელების გამოყენება თაღლითური შინაარსის მქონე ვებ-საიტებზე/პოსტებში გავრცელებული მეთოდია, რათა პლატფორმაზე მეტი ადამიანი მიიზიდონ. ამ თემაზე იხილეთ “მითების დეტექტორის” მიერ წარსულში მომზადებული პუბლიკაციები:

ვებ-გვერდის –MeseZuY.tech შესახებ

Who is Lookup-ის მონაცემების  მიხედვით,  ვებსაიტი MeseZuY.tech  2022 წლის 23 დეკემბერს შეიქმნა და მისი Ip მისამართი გერმანიაში, ბაიერნში მდებარეობს.

1 1 სთავაზობს თუ არა ილონ მასკი საქართველოს მოქალაქეებს ყოველთვიურ შემოსავალს?

ვებ-საიტზე ასევე გვხვდება განყოფილება “გამოხმაურებები პროგრამის მონაწილეებისგან”, სადაც ერთ-ერთი მონაწილე Иван Кац წერს, რომ პროექტი კარანტინის დროს ფინანსური კრიზისისგან თავის დაღწევაში  დაეხმარა, მით უმეტეს მაშინ, როცა გამოცდილება საერთოდ არ ჰქონია.

2 1 სთავაზობს თუ არა ილონ მასკი საქართველოს მოქალაქეებს ყოველთვიურ შემოსავალს?

ფოტოს გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ Иван Кац-ის ფოტო იუთუბის არხიდან наши американские истории არის აღებული, რომლის საშუალებითაც ბელარუსელი წყვილი  Оля და  Андрей ამერიკაში ცხოვრების შესახებ ინფორმაციას აზიარებს.

3 1 სთავაზობს თუ არა ილონ მასკი საქართველოს მოქალაქეებს ყოველთვიურ შემოსავალს?

ინვესტირებისა და თანხის გამომუშავების შესახებ იდენტური ინფორმაცია, იდენტურ ვიზუალთან ერთად გვხვდება ასევე სხვა საიტებზეც: teslax22ru.web.app, invst.coin-up და true-cap.grand-de.store. აღსანიშნავია, რომ teslax22ru.web.app-ის Ip მისამართი კალიფორნიაში მდებარეობს, იგივე მონაცემები დანარჩენი ორი საიტის შემთხვევაში მონაცემები IP მისამართის შესახებ  Who is Lookup-ზე მითითებული არ არის. 

5 სთავაზობს თუ არა ილონ მასკი საქართველოს მოქალაქეებს ყოველთვიურ შემოსავალს?

6 სთავაზობს თუ არა ილონ მასკი საქართველოს მოქალაქეებს ყოველთვიურ შემოსავალს?


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია, თაღლითობა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist