სთავაზობენ თუ არა პოლონეთში უკრაინელ ლტოლვილებს მინიმალურზე დაბალ ანაზღაურებას?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

307
VIEWS

9 აგვისტოს ფეისბუკ-ჯგუფში РУССКИЕ გამოქვეყნდა ინფორმაცია, თითქოს პოლონეთში დასაქმების სააგენტო EWC Sp. z 0. 0. უკრაინელ ლტოლვილებს დაბალი ანაზღაურების სანაცვლოდ დასაქმებას სთავაზობს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკრაინელ ლტოლვილებს დახმარება შეუწყდათ და მათთვის შემდეგი ვაკანსიებია გამოცხადებული: დამლაგებელი: სთ – 8 ზლტ; სანიტარი: 1 თვე – 1200 ზლტ; ჭურჭლის მრეცხავი (ვაკანსია ქალებისთვის) – ერთი ცვლა – 20 ზლტ; საზოგადოებრივი საპირფარეშოების დასუფთავება: სთ – 5 ზლტ. 

განცხადების ბოლოს დასაქმების სააგენტო EWC Sp. z 0. 0 – ის მისამართი და საკონტაქტო ინფორმაციაა მითითებული.

გავრცელებული ინფორმაცია ყალბია. აღნიშნული ფაქტი კომპანია EWC – მა საკუთარ ფეისბუკ-გვერდზე უარყო. გარდა ამისა, პოლონეთში, მინიმალური ანაზღაურება კანონომდებლობით არის გაწერილი და 2022 წლის მონაცემებით, საათში გადასახადების ჩათვლით 19,70  ზლოტს, ხოლო გადასახადების გარეშე 13,91 ზლოტს შეადგენს.

ინფორმაცია უკრაინელი ლტოლვილების მინიმალურზე დაბალი ანაზღაურებით დასაქმებასთან დაკავშირებით ივლისშიც ვრცელდებოდა, რასაც კომპანია EWC Sp. z 0. 0 ფეისბუკ-გვერდზე გამოეხმაურა. დასაქმების სააგენტოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსგავსი შეთავაზება ასეთი ტარიფებით არასდროს ჰქონია და დასაქმება კანონმდებლობით გათვალისწინებული რეგულაციებით მიმდინარეობს. აღნიშნული განცხადება კომპანიამ 9 აგვისტოს დასაქმების სხვადასხვა ჯგუფებში ხელახლა გადააზიარა

აღსანიშნავია, რომ პოლონეთში მინიმალური ანაზღაურება სახელმწიფოს მიერ კანონით რეგულირდება და 2021 წლის დადგენილებით, 2022 წლის 1 იანვრიდან საათში, გადასახადების ჩათვლით,  19,70  ზლოტს შეადგენს, გადასახადების გარეშე კი -13,91 ზლოტს. 

წყარო: Sejm.gov.pl

გარდა საათობრივი ანაზღაურებისა, გაწერილია სრულ განაკვეთზე მუშაობისთვის მინიმალური ანაზღაურება (სამუშაო ხელშეკრულებით), რომელიც 2022 წლისთვის შეადგენს 3010 ზლოტს, გადასახადების ჩათვლით, გადასახადების გარეშე კი – 2209,56 ზლოტს.

პოლონეთის მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ რეგულაცია ეხებათ დასაქმების როგორც კერძო ისე საჯარო სექტორის დაწესებულებებს. 

წყარო: gov.pl

აღსანიშნავია, რომ რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად პოლონეთში გადმოსული უკრაინელი ლტოლვილები დასაქმების იმავე უფლებებით სარგებლობენ, რითაც პოლონეთის მოქალაქეები. შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადება იქნებოდა ავთენტიკური, შეკვეთის შესრულების ან მომსახურების ხელშეკრულებების შესრულებისთვის დადგენილი მინიმალური ხელფასის გადაუხდელობა სამართალდარღვევაა.

26 მარტს პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ ხელი მოაწერა  ცვლილებას კანონში „უკრაინის მოქალაქეების დახმარების შესახებ ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით“. კანონი უკრაინის მოქალაქეების პოლონეთში ყოფნის ლეგალიზაციის პრინციპებს განსაზღვრავს. კანონის მიხედვით, უკრაინის მოქალაქეები, ვინც უკრაინა რუსეთის აგრესიის შედეგად დატოვა, პოლონეთში 18 თვით ლეგალურად შეძლებენ დარჩენას და შეუძლიათ მიიღონ საიდენტიფიკაციო ნომერი (პესელი), რაც მათ პოლონეთის შრომის ბაზარზე აძლევს წვდომას. უკრაინელებს საშუალება აქვთ პოლონეთის ტერიტორიაზე დაიწყონ ბიზნესი და ჩაერთონ ბიზნეს საქმიანობაში იმავე წესებით, რითაც პოლონეთის მოქალაქეებს. გარდა ამისა, შეუძლიათ მიიღონ სოციალური და ფინანსური დახმარება. მათთვის ხელმისაწვდომია სახელმწიფო ჯანდაცვის სისტემა იმავე წესებით, როგორც პოლონეთის მოქალაქეებისთვის. 

პოლონეთის დახმარება უკრაინელ ლტოლვილებს

ფეისბუკ-ჯგუფ РУССКИЕ – ში გავრცელებულ განცხადებაში, ასევე მანიპულაციურია მტკიცება, თითქოს უკრაინელ ლტოლვილებს დახმარება შეუწყდათ. საუბარია პოლონეთის დახმარების პაკეტზე, რომელიც 2022 წლის 16 მარტიდან მოქმედებს . რეგულაციის თანახმად, ადგილობრივებს, ვინც უკრაინელ ლტოლვილებს საცხოვრებლითა და კვებით უზრუნველყოფენ, პოლონეთის მთავრობა დღეში, ერთ ზრდასრულ ადამიანზე – 40 ზლოტით დაეხმარება. პროგრამა 120 დღის განმავლობაშია ძალაში.სხვადასხვა მედია პლატფორმებზე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ უკრაინელ ლტოლვილებს დახმარება 1 ივლისიდან შეუწყდათ. რეალურად, დახმარება 1 ივლისიდან მხოლოდ იმ უკრაინელ ლტოლვილებს შეუწყდათ,  ვისთვისაც, პოლონეთში ცხოვრებიდან 120 დღეა გასული, დანარჩენი ლტოლვილებისთვის შემწეობის გადახდა ისევ გაგრძელდება. ვრცლად იხილეთ მითების დეტექტორის სტატიაში:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: პოლონეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist