“სტალინი” უკრაინის ავტოკეფალიის წინააღმდეგ და კრემლის 3 მითი

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

sdd
259
VIEWS

2019 წლის 2-3 სექტემბერს Facebook გვერდმა “სტალინი” კონსტანტინოპოლის საპატრირქოს გარშემო მიმდინარე მოვლენებზე სხვადასხვა მანიპულაციური პოსტი გამოაქვეყნა, რომლებიც გარკვეულ ყალბ ინფორმაციას შეიცავდა. პოსტების ნაწილი გაზეთის “საქართველო და მსოფლიო”  სტატიათა ამონარიდები იყო. გვერდის ძირითად მიზანს კონსტანტინოპოლის პატრიარქის, ბართლომეს, დისკრედიტაცია წარმოადგენდა.

"

მითი 1 – მსოფლიო პატრიარქს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ ტომოსის სანაცვლოდ ჯილდოდ (ქრთამად) 25 მილიონი დოლარი მიართვა

რელობა 1 – კონსტანტინოპოლის პატრიარქის მიერ ქრთამის აღების შესახებ ინფორმაცია “რია ნოვოსტი უკრაინას” ჟურნალისტმა გაავრცელა.

2018 წლის 17 სექტემბერს ანალოგიური სტატია წყაროს მითითების გარეშე საინფორმაციო სააგენტომ “საქინფორმი”  გამოაქვეყნა. 2019 წლის 2 სექტემბერს, Facebook გვერდმა “სტალინი” აღნიშნული ინფორმაცია ხელახლა გაავრცელა.

"

"

უკრაინული ონლაინ-გამოცემა “უნიანის” თანახმად, აღნიშნული ინფორმაციის პირველწყარო RIA Novosti Ukraina-ს ჟურნალისტი იყო, რომელიც დეზინფორმაციას ინტერნეტში, დიანა მიხაილოვას სახელით ავრცელებდა. “მიხაილოვამ” ინფორმაცია პატრიარქისათვის ქრთამის გადაცემის შესახებ თავის პლატფორმაზე Livejournal-ზე გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ 25 მილიონი დოლარიდან, რომელიც განკუთვნილი იყო კონსტანტინოპოლის პატრიარქისთვის, პეტრო პოროშენკომ 15 მილიონი მიითვისა.

ამის შემდგომ იგივე ინფორმაცია რუსულ მედიაშიც გავრცელდა. რუსული მედია გამოცემები იუწყებოდნენ, რომ უკრაინულმა მხარემ პატრიარქი ბართლომე ფულის მოპარვით შეურაცხყო, რაც საფრთხეს შეუქმნიდა ტომოსის მიღებას.

დიანა მიხაილოვას სახელს უკრაინასთან დაკავშირებული სხვა ყალბი ინფორმაციის გავრცელებაც უკავშირდება, კერძოდ, 2018 წლის მაისში Ria Novosti Ukraine-ასა და სხვა პროპაგანდისტულ გვერდებზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკის მიერ უკრაინისთვის გადაცემული ჯაველინები გაუმართავი იყო.

"

მითი 2 – ავტოკეფალია ლეგიტიმური რომ იყოს, მას ყველა ეკლესიამ უნდა დაუჭიროს მხარი.

რეალობა 2 – ავტოკეფალიის მინიჭება ისტორიულად მხოლოდ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ან დედა ეკლესიის უფლებაა.

Facebook გვერდი “სტალინი” იმის მტკიცებით, რომ ავტოკეფალიას სხვა ყველა ეკლესიის აღიარება სჭირდება ლეგიმიტაციისთვის, ცდილობს, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია უკანონოდ წარმოაჩინოს.

ციტატა: მართლმადიდებელი ქრისტიანული კანონების მიხედვით ანუ დედაეკლესიის, რაც ახალი აღთქმის მერე მოდეს დღემდე: ვერცერთი დიდი ეკლესია ვერ აღიარებს პატარა ეკლესიის ავტოკეფალიას, თუ სხვა ყველა მართლმადიდებელი ეკლესიების სინოდები არ დაუჭერს მხარს. 

კონსტანტინოპოლის პატრიარქ ათენაგორას ცნობით, უნდა აღინიშნოს, რომ ავტოკეფალიის დამახასიათებელი სპეციფიკური კანონი არ არსებობს საეკლესიო კანონმდებლობაში, შესაბამისად მისი მინიჭების წესები ძირითადად ისტორიული გამოცდილებიდან მოდის, ასევე ისინი აღწერილია იმ ტომებში, რომლებიც სხვადასხვა ეკლესიისთვის  ავტოკეფალიის მინიჭების დროს შეიქმნა.

პატრიარქმა ათენაგორამ ამის შესახებ რუსეთის პატრიარქს 1970 წელს წერილი გაუგზავნა, რადგან რუსეთმა წესებით დარღვევით გამოსცა ტომოსი ჩრდილოეთ ამერიკაში მდებარე “რუსული მიტროპოლიისთვის”. წერილის მიხედვით, რუსეთს აავტოკეფალიის მინიჭების უფლება არ ჰქონდა, რადგან აღნიშნული მიტროპოლია მის კანონიერ საზღვრებში არც ექცეოდა.

"
კონსტანტინოპოლის პატრიარქი ათენაგორა

თეოლოგი გურამ ლურსმანაშვილი ამერიკის ხმასთან მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს: “ავტოკეფალიის მინიჭება შეუძლია მხოლოდ დედა ეკლესიას ან მსოფლიო პატრიარქს. მსოფლიო საპატრიარქო კი არავის მიანიჭებს ავტოკეფალიას, თუ დარღვეულია ე.წ „ფოტიოსის პრინციპი“, ანუ საეკლესიო საზღვრები საერო საზღვრებს უნდა მიჰყვებოდეს.”

აქედან გამომდინარე, აღსანიშნავია, რომ უკრაინის ეკლესიის შემთხვევაში, კონსტანტინოპოლის პატრიარქს ავტოკეფალიის მინიჭების სრული უფლება ჰქონდა, რადგან ისტორიულად სწორედ ის არის დედა ეკლესია. იგივე უფლება რუსეთს არ აქვს აფხაზეთთან მიმართებით, რადგან კანონიერად ეს ტერიტორია საქართველოს ეკლესიას ეკუთვნის, შესაბამისად აღიარება სხვის იურისდიქციაში ჩარევა იქნება, რაც საეკლესიო კანონებით დაუშველებელია.

მითი 3 – კრეტის კრება ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებისთვის იქნა მოწვეული.

რეალობა 3 – კრეტის კრებამ დაადგინა რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაუშვებელია.

ფეისბუკ გვერდ სტალინის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში ასევე საუბარია იმაზე, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქს კრეტის კრების მოწვევა 2016 წელს ერთნაირ სქესიანთა ქორწინების დაკანონებისთვის სურდა. აღნიშნული მითი ჯერ კიდევ კრების მოწვევამდე ვრცელდებოდა ქართულ მედიაში, რათა ხალხში კრების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება ჩამოყალიბებულიყო.

ციტატა: სწორედ ამ იდეის (ერთნაირ სქესიანთა ქორწინების) ხორცშესხმას ემსახურებოდა ე.წ. მსოფლიო პატრიარქ ბართოლომეოსის მიერ მოწვეული მსოფლიოს ეგრეთ წოდებული საეკლესიო კრება, რომელიც 2016 წლის ივნისში ჩატარდა კუნძულ კრეტაზე.

"
კრეტის წმინდა კრება

კრებამ აღნიშნული საკითხი ქორწინებასთან დაკავშირებულ სხვა პრობლემებთან ერთად მართლაც განიხილა და შედეგად ერთობლივად მიღებული დოკუმენტი სახელწოდებით „ქორწინების საიდუმლო და მისი დამაბრკოლებელი მიზეზები“ გამოაქვეყნა. დოკუმენტის საშუალებით კითხვა გაეცა ყოველგვარ პრობლემურ საკითხს, რომლებიც ქორწინების თემას უკავშირდებოდა.

უპირველესად, კრების დოკუმენტმა განსაზღვრა ოჯახის მნიშვნელობა, როგორც ქალისა და კაცის ერთობა:

 “ქალსა და მამაკაცს შორის ქრისტესმიერი კავშირი წარმოადგენს “მცირე ეკლესიას”, ეკლესიის ხატს. ღვთის კურთხევის მეშვეობით მამაკაცისა და ქალის კავშირი ადის უმაღლეს საფეხურამდე… ქორწინებისთვის უცილობელი წინაპირობაა იესო ქრისტეში რწმენა,  რომელიც უნდა გაიზიარონ სიძემ და სასძლომ, ქმარმა და ცოლმა”

აღსანიშნავია ისიც, რომ Facebook გვერდ “სტალინის” მიერ მტკიცება, თითქოს კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეს ერთნაირ სქესიანთა ქორწინების დაკანონება სურდა ყალბია, რადგან კრებამ ერთობლივად განსაზღვრა, რომ ქორწინება დასაშვებია მხოლოდ კაცსა და ქალს შორის, ყოველგვარი გამონაკლისების გარეშე:

“ეკლესია არ იღებს თავის წევრთა შორის ერთი სქესის მქონე პირთა კავშირს, ასევე, სხვა ნებისმიერი ფორმით თანაცხოვრებას, გარდა ქორწინებისა. ეკლესია მიმართავს მთელ სამოძღვრო ძალისხმევას, რომ მისმა წევრებმა, რომლებიც ასეთ კავშირში იმყოფებიან, მიაღწიონ ჭეშმარიტი  სინანულისა და სიყვარულის შემეცნებას, კურთხეულს ეკლესიის მიერ.”

კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წინააღმდეგ გამოქვეყნებული ყალბი ინფორმაციები პროკრემლინური გვერდების ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია. იხილეთ მითების დეტექტორის ადრე გამოქვეყნებული სტატია კონსტანტინოპოლის საპატრიაქროს შესახებ გავრცელებულ სხვა მითებზე.

 

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist