“სტალინი” და “ჯაბა მუსელიანის ბლოგი” დეზინფორმაციის საფუძველზე შუღლის გაღვივებას ცდილობენ

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ლოგო-2
26
VIEWS

14 ივნისს ახლადდარეგისტრირებული ვებ-გვერდის tvalsazrisi.ge-ს დეზინფორმაცია, თითქოს აჭარელი მუსლიმები მზად იყვენენ იარაღით ხელში და თურქეთის დახმარებით დაეცვათ საქართველოსგან დამოუკიდებლობა, 3 თვის შემდეგ, 20 და 23 სექტემბერს ფეისბუქ გვერდებმა “სტალინი” და “ჯაბა მუსელიანის ბლოგი” გააზიარეს. “ჯაბა მუსელიანის ბლოგი” tvalsazrisi.ge-ს 14 ივნისის სტატიის სქრინს აზიარებს სათაურით “ქართველი მუსლიმები მზად არიან, აირაღით მოიპოვონ თავისუფლება”. ხოლო “სტალინი” წყაროდ პირდაპირ Экспресс газета-ს იმოწმებს, რომელიც tvalsazrisi.ge-ს პირველწყაროდ ჰყავდა მითითებული.

"

"

“სტალინის” და “ჯაბა მუსელიანის ბლოგის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აჭარელი მუსლიმები ხელში იარაღის აღებას აპირებენ და დამოუკიდებლობის მოპოვებაში მათ თურქეთიც დაეხმარება, ტყუილია და შუღლის გაღვივებას ისახავს მიზნად. დეზინფორმაცია პირველად 2019 წლის 14 ივნისს ქართულ წყაროებში tvalsazrisi.ge-მ გაავრცელა, შემდგომ კი ულტრანაციონალისტურმა გვერდებმაც გადააზიარეს. 

  • პუბლიკაციაში არ არის მითითებული კონკრეტულად თურქეთის ხელისუფლების რომელმა წარმომადგენელმა და როდის გააკეთა განცხადება ქართველი მუსლიმების საქართველოდან გამოყოფის მხარდაჭერის შესახებ. პირველწყაროდ მითითებული Экспресс газета-ს სტატიაში კი მსგავსი განცხადება საერთოდ არ გვხვდება.  
  • სტატიას თან ახლავს მანიპულაციური ფოტო, რომელიც 2013 წელს საბაჟო სამსახურის მიერ მინარეთის დემონტაჟის  გამო ბათუმში გამართულ მშვიდობიან აქციაზეა გადაღებული და სულ სხვა მოვლენას ასახავს.

ვრცლად ამ თემაზე იხილეთ “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებული მასალა:

  • დეზინფორმაცია, თითქოს თურქეთის ხელისუფლება აჭარელ მუსლიმებს დამოუკიდებლობის მოპოვებაში დაეხმარება

წყაროების შესახებ

Экспресс газета ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით 2012 წლის 15 ივნისს დარეგისტრირდა. ონლაინ გაზეთის დამფუძნებელი გამომცემლობა Комсомольская правда-ა, ხოლო მთავარი რედაქტორი სერგეი ნიკიტინი. ყოველკვირეული ტაბლოიდური გაზეთის ბეჭდური ვერსია 1993 წელს დაფუძნდა და ძირითადად ცნობილი ადამიანების ცხოვრებას აშუქებდა, თუმცა ვებ-გვერდზე აქტიურია პოლიტიკის კატეგორიაც. Экспресс газета ხშირად აქვეყნებს პროპაგანდისტულ სტატიებს და ახდენს რუსეთის ოპოზიციის დისკრედიტაციას.

რაც შეეხება Экспресс газета-ს გამომცემელს, Комсомольская правда-ს, გამომცემლობა ამავე სახელით ფლობს ონლაინ მედიას, რომელიც “მითების დეტექტორის” მიერ  დეზინფორმაციის გავრცელებაშია შემჩნეული. 

სტალინი” სოციალურ ქსელში 2015 წლის 21 დეკემბერს გამოჩნდა. აღვივებს ნოსტლაგიას საბჭოთა კავშირისა და იოსებ სტალინის მიმართ, ავრცელებს ისტორიულ სიყალბეებსა და მითებს საბჭოთა კავშირის თემაზე, გამოირჩევა ანტიდასავლური სენტიმენტების მქონე პოსტებით, ყველაზე ხშირად აზიარებს ღიად ღიად პრორუსული ონლაინ გამოცემის “საქართველო და მსოფლიოს” მასალებს. 

"

ჯაბა მუსელიანის ბლოგი” 2019 წლის 17 მარტს შეიქმნა, იმართება საქართველოდან. გარდა გასართობი ხასიათის პოსტებისა, “ჯაბა მუსელიანის ბლოგი” ხშირად აზიარებს რუსთაველზე საპროტესტო აქციების მადისკრედიტებელ პოსტებს, ჰომოფობიური, ქსენოფობიური და ანტიდასავლური შინაარსის კონტენტს.

"

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist