სპუტნიკის ტყუილი, თითქოს აშშ პარტნიორებს “ჩამოწერილ” ტექნიკას “ასაღებს”

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ყალბიაა
205
VIEWS

12 ნოემბერს სპუტნიკ-საქართველოში გამოქვეყნდა სტატია, სათაურით “მეორადი შეიარაღება: როგორ კატარღებს გადასცემს აშშ უკრაინას”. სტატიაში “სპუტნიკის” კოლუმნისტი ალექსანდრ ხროლენკო აღნიშნავს, რომ აშშ თავის პარტნიორებზე ჩამოწერილ საზღვაო კატარღებს ყიდის, მაგალითად კი Island-ის ტიპის კატარღები მოჰყავს, რომლებიც, ხროლენკოს თქმით, დეფექტიანი და უსარგებლოა.

ალექსანდრ ხროლენკო: „Island-ის“ ექვსი კატარღით შავი ზღვის უახლოესი ზონის გაკონტროლება და, ამასთანავე, ხმელთაშუა ზღვაში ნატოს დახმარება – არასამეცნიერო და არასაომარი ფანტასტიკაა. ჰიპოთეტურადაც კი საპატრულო კატარღების აქტიურობა რუსეთის შავი ზღვის თანამედროვე ფლოტის ფონზე სრულიად უსუსურად გამოჩნდება…. ამასთან, მცურავი საშუალებები იქნება კვლავაც ძველი, არასაიმედო, ეკიპაჟისთვის სახიფათო, ისინი ხომ კორპუსის დეფექტის გამო 2017 წელს არის ჩამოწერილი, ბოლოს კი ჩამოწერამდე ხუთი წლით ადრე შეაკეთეს. წესით მსგავსი ხარახურა ნაგავსაყრელზე უნდა გაიგზავნოს. მაგრამ მოხერხებული ამერიკელები უტილიზაციაში ფულს არ ხარჯავენ. მათ ისწავლეს ჩამოწერილი სამხედრო ქონების მოკავშირეებისთვის მისაღება დემპინგურ ფასად.“

ხროლენკოს მტკიცება, თითქოს აშშ-მა უკრაინას და სხვა პარტნიორებს ჩამოწერილი კატარღები გადასცა, დეზინფორმაციაა. Island-ის ტიპის კატარღები თანამედროვე აღჭურვილობის მქონე საპატრულო ნავებს წარმოადგენს, რომლებმაც Cape და Point კლასის კატარღები ჩაანაცვლა და აშშ-ის სანაპირო დაცვის შემადგენლობაში წარმატებით ფუნქციონირებს.

  • Island-ის ტიპის კატარღები აშშ-ის სანაპირო დაცვის შემადგენლობაშია 

Island-ის კლასი საპატრულო კატარღებს აერთიანებს, რომლებიც აშშ-ის სანაპირო დაცვას ემსახურებიან. მათგან პირველები 1986 წელს მაიამის საზღვაო ფლოტში გამოჩნდნენ და  Cape და Point კლასის კატარღები ჩაანაცვლეს. მათი ძირითადი მოვალეობა სანაპიროს უსაფრთხოების დაცვა,  ნარკოტიკების გადაზიდვის პრევენცია და საჭიროების შემთხვევაში სამაშველო ოპერაციებში მონაწილეობაა.

რაც შეეხება კატარღების მონაცემებს, ისინი გამოირჩევიან ბრწყინვალე სამიზნე არეალითა და საზღვაოსნო შესაძლებლობებით, აღჭურვილები არიან მაღალგანვითარებული ელექტრონიკითა და სანავიგაციო მოწყობილობებით.

წარმოებული 110 ფუტის სიგრძის 49 კატარღიდან ამჟამად 37 აშშ-ის საზღვაო დაცვის შემადგენლობაში რჩება. 2006 წელს 8 კატარღის რეკონსტრუქცია მოხდა და კორპუსები 123 ფუტამდე გაიზარდა. შედეგად, მათი მაღალ სიჩქარეზე მართვისა და გადაადგილების პრობლემა შეიქმნა, ამიტომაც ეს რვა კატარღა მოხმარებიდან ამოიღეს.

  • აშშ-მა პარტნიორებს 110 ფუტის სიგრძის რამდენიმე მოქმედი კატარღა გადასცა

აშშ-მა EDA-ს პროგრამის ფარგლებში თავის საზღვაო დაცვის შემადგენლობაში მყოფი რამდენიმე 110 ფუტის სიგრძის  Island კლასის კატარღა პარტნიორი ქვეყნების ფლოტებს გადასცა, მათ შორის საქართველოსა და უკრაინას.

საქართველომ 2 კატარღა 2016 წელს მიიღო, რაც შეეხება უკრაინას,  აშშ-მა მას კატარღები 2014 წელს შესთავაზა, თუმცა სხვადასხვა მიზეზის გამო, რომელთაგან ერთ-ერთად პოროშენკოს კერძო ფინანსური ინტერესები სახელდება, აღნიშნული კატარღები უკრაინის ფლოტის შემადგენლობაში მხოლოდ 2018 სექტემბრიდან შევიდა. უკრაინაში აშშ-ის მაშინდელი ელჩის მარია იოვანოვიჩის განცხადებით, Island კლასის კატარღები არ ამარტო გააორმაგებს უკრაინის ფლოტის შემადგენლობაში მყოფ ძალას, არამედ მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს უკრაინის ფლოტის შესაძლებლობებს.

  •  ამერიკული შეიარაღების დისკრედიტაციის პერიოდული მცდელობები

​​​​​​​დეზინფორმაციები იმის შესახებ, თითქოს აშშ თავის პარტნიორებს უსარგებლო და უხარისხო შეიარაღების აწვდის, სხვადასხვა დროს ქართულ მედიაში აქტიურად ვრცელდობოდა.  2018-2019 წლებში “მითების დეტექტორმა” “საქართველოს და მსოფლიოს” და “ობიექტივის” ორი დეზინფორმაცია გადაამოწმა. მათი მტკიცებით, ამერიკული ჯაველინები და სტინგერები უსარგებლო და მოძველებულია, რომელიც აშშ-ც აღარ იყენებს.

 

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist