სპუტნიკის მანიპულაცია, თითქოს ევროპელი ფერმერები საყოველთაო სიღატაკეს აპროტესტებენ

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

რერ
157
VIEWS

2019 წლის 23 ოქტომბერს Sputnik-საქართველოს რუსულენოვან ვებ-გვერდზე გამოაქვეყნდა ინფორმაცია სათაურით “პროტესტის ტალღა ევროკავშირში – რითი არიან უკმაყოფილონი ევროპელი ფერმერები”. მასალა შეიცავს ვიდეოს, რომლის  აღწერის მიხედვით, გერმანიასა და საფრანგეთში ფერმერთა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ვიდეოში სხვადასხვა საპროტეტსო აქციის კადრებია ნაჩვენები. ვიდეოტიტრების თანახმად, ფერმერთა პროტესტის სამიზნე ევროკავშირის აგრარული პოლიტიკაა, მიზეზი კი ფერმერთა საყოველთაო გაღატაკება, რაც  რუსეთთან ურთიერთობის გაუარესებით არის გამოწვეული.

Sputnik-საქართველო:  “ევროპა საპროტესტო მოძრაობის ცენრტრადაა ქცეული.   მთელ რეგიონში ათასობით ფერმერია ქუჩაში გამოსული. ისინი ევროკავშირის აგრარული პოლიტიკით არიან უკმაყოფილოები, კერძოდ იმ  რეფორმებით, რომლებსაც ევროკომისია სთავაზობს. ფერმერები მიიჩნევენ, რომ ბრიუსელმა უნდა გადახედოს აგრარული ფონდებიდან ფინანსების  განაწილების პრინციპს….ფერმერთა უკმაყოფილება იზრდება საყოველთაო გაღატაკების ფონზე. რუსეთთან ურთიერთობის გაუარესების გამო სოფლის მეურნეები ზარალდებიან, მაგრამ ბრიუსელი ანაზღაურებას არ ჩქარობს, რადგან არსებობს უფრო მნიშვნელოვანი ხარჯები, მაგალითად, მითიურ “რუსულ საფრთხესთან” ბრძოლა.”

სპუტნიკის მიერ გამოქვეყნებული მასალა მანიპულაციურია, ფერმერების საპროტესტო აქციებს გაზვიადებულად წარმოაჩენს  და მკითხველს უქმნის მცდარ შთაბეჭდილებას, თითქოს ევროპაში ფერმერთა აქციები მიმდინარე რეჟიმში გრძელდება. ვიდეოში ნაჩვენები სხვადასხვა საპროტესო გამოსვლის კადრები, რომლებიც თითქოს ევროპაში მიმდინარე საყოველთაო პროტესტის მტკიცებულებაა, სინამდვილეში, სხვადასხვა წელს არის გადაღებული (2015, 2016, 2017 და 2019 წლებში) და საპროტესტო აქციებიც სხვადასხვა შინაარსის მატარებელი იყო. 

ფაქტი N1 სპუტნიკის მიერ მიმიდნარე მოვლენების აღწერისათვის გამოყენებული კადრები 2015-2019 წლების შუალედშია გადაღებული

კადრები, რომლებიც სპუტნიკს  პროტესტის აღსაწერად აქვს გამოყენებული, გადაღებულია ოთხ სხვადასხვა წელს (2019, 2017, 2016, 2015) ხუთ ქვეყანაში (ჰოლანდია, ესპანეთი, იტალია, საფრანგეთი, ბელგია) და  სხვადასხვა მოვლენას ეხება.

ჰოლანდიის ქალაქ ჰააგაში გამართული საპროტესტო აქცია, 2019 წლის ოქტომბერი

ჰოლანდიაში ფერმერთა პროტესტი  1-ლ ოქტომბერს დაიწყო და ორჯერ –  14 და 16 ოქტომბერს განახლდა.  ფერმერებმა გააპროტესტეს ნეგატიური იმიჯი, რომელიც ჰოლანდიელ ფერმერებს აქვთ და განაცხადეს, რომ  აზოტის ოქსიდითა და მეთანით გარემოს დაბინძურებისათვის პასუხისმგებლობა მათ არ უნდა ეკისრებოდეთ.

"
წყარო: Euronews

საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში გამართული საპროტეტო აქცია, 2019 წლის ოქტომბერი

22 ოქტომბერს ფერმერთა პროტესტი გაიმართა საფრანგეთშიც. ისინი ეკოლოგიური და კლიმატური პირობების გაუარესების ფონზე კვებითი და ფერმერული პოლიტიკის რადიკალურ ცვლილებას მოითხოვდნენ.  ფერმერებმა ევროპარლამენტს ღია წერილითაც მიმართეს: “მოგიწოდებთ, შეიმუშავოთ ახალი სამოქმედო გეგმა კლიმატის კრიზისის, ბიომრავალფეროვნების განადგურების შესაჩერებლად და ჯანსაღი, მდგრადი საწარმოო პირობების შესაქმნელად… პირველ რიგში, ფერმერები განიცდიან კლიმატის რღვევის, ბიომრავალფეროვნების განადგურებისა და ნიადაგის დეგრადაციის გავლენას”- ნათქვამია წერილში.

"
წყარო: Twitter

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გამართული საპროტეტსო აქცია, 2015 წლის სექტემბერი

პროტესტი ტრაქტორებით ფრანგმა ფერმერებმა 2015 წლის სექტემბერშიც გამართეს.  ისინი საკვებ პროდუქტზე ფასის ვარდნას, საწარმოო ხარჯების გაზრდას,    ფერმერთათვის დაწესებულ მაღალ გადასახადებსა და “შეშლილ” გარემოსდაცვით სტანდარტებს აპროტესტებდნენ.

"
წყარო: The Guardian

ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში გამართული ფერმერთა საპროტესტო აქცია, 2015 წლის სექტემბერი

2015 წლის სექტემბერში გერმანელი, ფრანგი, ბრიტანელი და ბელგიელი ფერმერები ბრიუსელში ხორცსა და რძეზე ფასების გაზრდას და მთავრობისგან  სოფლის მეურნეობაში გაწეული ხარჯების დასაფარად მეტ დახმარებას მოითხოვდნენ.

"
წყარო: The Guardian

ესპანეთის ქალაქ ლეიდაში გამართული ფერმერთა საპროტეტსო აქცია, 2017 წლის ივლისი

ესპანელმა ფერმერებმა 2017 წლის ივლისში გააპროტესტეს   ხილის  დაბალი ფასები, რამაც, მათი თქმით, უკვე კრიტიკულ წერტილს მიაღწია. ფერმერებს   უჭირდათ შრომაში გაწეული დანახარჯის ანაზღაურება და ევროკავშირს შესაბამისი ზომების გააქტიურებას სთხოვდნენ.

"
წყარო: elperiodico.com

იტალიის ქალაქ ვერონაში  გამართული საპროტესტო აქცია, 2016 წლის ივლისი

2016 წლის ივლისში,  ვერონაში ფერმერებმა ევროკავშირის მხრიდან   ანტირუსული სანქციების გახანგრძლივება გააპროტესტეს.

"
წყარო: rainews.it

ფაქტი 2. ფერმერთა საპროტესტო აქციების მიზეზი სააყოველთაო სიღატაკე არ არის.

ევროპელი ფერმერები ევროკავშირის სასოფლო სამეურნეო პოლიტიკის რეფორმირებას აპროტესტებენ, რომელის ეკოლოგიისა და ბუნების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე ფერმერებს დამატებით მოთხოვნებს უყენებს. ამასთან, გამოყენებული ვიდეოკადრებიდან მხოლოდ 1, იტალის ქალაქ ვერონაში გადაღებული საპროტესტო აქციის კადრი ასახავს ფერმერთა უკმაყოფილებას ევროკავშირ-რუსეთის ურთიერთობის დაძაბვით გამოწვეულ ფინანსურ დანაკარგებს.

 

თემატიკა: ეკონომიკა
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist