სპუტნიკის მანიპულაცია, თითქოს ბაიდენი ტრამპს სამხედრო გადატრიალებით ემუქრება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

fde
141
VIEWS

2020 წლის 12 ივნისს სპუტნიკ საქართველომ ქართულენოვან ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა სტატია, სათაურით  “ბაიდენი ტრამპს სამხედრო გადატრიალებით დაემუქრა: ვრცელდება ვიდეოკადრები”. სტატიაში აღნიშნულია, რომ ჯო ბაიდენი ტრამპს სამხედრო გადატრიალებით ემუქრება, თუ არჩევნების შედეგებს არ ცნობს. ასევე, ნათქვამია, რომ ბაიდენმა ეს განცხადება ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა. სტატიას  ტელევიზიის Comedy Central-ის გადაცემის ‘”The Daily Show”-ს წამყვან ტრევორ ნოასთან ჯო ბაიდენის ინტერვიუს კადრები ახლავს. სტატიაში თანდართულ ვიდეოში, სადაც ჯო ბაიდენის ინტერვიუს ნაწყვეტია, ბილ მეიერის, პოლიტიკური კომენტატორისა და პოლიტიკური გადაცემის წამყვანის და სხვებს განცხადებებიც არის თავმოყრილი, სადაც ისინი აცხადებენ, რომ ტრამპი თუ არჩევნებს წააგებს, ის პრზიდენტობას არ დათმობს. ვიდეო ჯო ბაიდენის “უხეხრული” მომენტებით სრულდება, სადაც მას სიტყვა ავიწყდება ან საუბრის დროს კადრიდან გადის.

'

სპუტნიკ-საქართევლოს სათაური, თითქოს ჯო ბაიდენი ტრამპს სამხედრო გადატრიალებით დაემუქრა, მანიპულაციური და აშშ-ში მიმდინარე პროტესტის ფონზე შეცდომაში შემყვანია. სინამდვილეში, Comedy Central-ის ეთერში ბაიდენმა ჟურნალისტის შეკითხვას, რა მოხდება, თუ ტრამპი არჩევნებში დამარცხდება, მაგრამ თეთრ სახლს არ დატოვებს, უპასუხა, რომ მას თეთრი სახლიდან სამხედროები გამოაცილებენ. ჯო ბაიდენს სამხედრო გადატრიალება საერთოდ არ უხსენებია. 

ჯო ბაიდენს სამხედრო გადატრიალება არ უხსენებია

Comedy Central-ის გადაცემის ‘”The Daily Show”-ს წამყვან ტრევორ ნოასთან ინტერვიუში ჯო ბაიდენმა ჟურნალისტის კითხვაზე, რა მოხდება იმ შემთხვევში, თუ დონალდ ტრამპი არჩევნებში დამარცხდება, მაგრამ უარს იტყვის პრეზიდენტობის დატოვებაზე, ბაიდენმა გაიხსენა სამხედროები, რომლებმაც ჯორჯ ფლიოდის სიკვდილის შემდეგ თეთრ სახლთან გამართული დემონსტრაციის დასაშლელად ტრამპის გადაწყვეტილება  ეროვნული გვარდიის გამოყენების შესახებ გააკრიტიკეს. მან განცხადა, რომ ისინი (ამერიკელი სამხედროები) ტრამპს თეთრი სახლიდან სწრაფად გამოაცილებენ.( “I’m absolutely convinced they will escort him from the White House with great dispatch” ).

ინტერვიუში ჟურნალისტის მიერ ჰიპოთეტურ კითხვაზე პასუხის გაცემამდე ბაიდენმა ტრამპის მიერ საპრეზიდენტო არჩევნების მოსალოდნელ “მიტაცებაზე” და პანდემიის პირობებში დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

სპუტნიკ-საქართველოს მსგავსად ჯო ბაიდენის განცხადება მანიპულაციურად ვრცელდება სხვა რუსულ მედიებშიც ( gazeta.ru, yandex.ru, rbc.ru, ntv.ru, lenta.ru).

""

""

 

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist