“სპუტნიკის” კომენტატორის მანიპულაცია, თითქოს რუსი ტურისტების გარეშე საქართველოს ეკონომიკამ იზარალა

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

99338809
33
VIEWS

2019 წლის 11 სექტემბერს Sputnik Abkhazia-მ საქართველოს ნატოში შესვლის პერსპექტივასთან დაკავშირებით პოლიტოლოგ არმენ გასპარიანის კომენტარი გამოაქვეყნა.  გასპარიანმა სკეპტიკურად შეაფასა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიერ საქართველოს წევრად მიღების შანსები და აღნიშნა, რომ სისტემური ეკონომიკური და პოლიტიკური  რეფორმებისათვის ხელსაყრელი დრო ეხლა არ არის, ვინაიდან რუსეთიდან შემოსული ტურისტების დაკარგვის შედეგად საქართველოს ეკონომიკამ სერიოზული ზიანი განიცადა.

არმენ გასპარიანი: “მე არ ვარ მზად, შევაფასო, რამდენად შეესაბამება საქართველოს ჯარი ჩრდილო-ატლატნიკური ალიანსის სტანდარტებს, მაგრამ მსურს შეგახსენოთ, რომ 2008 წელს მიზნად დაისახეს სისტემური ეკონომიკური და პოლიტიკური ცვლილებები, თუმცა რამდენადაც მე მიმაჩნია, თუ ასეთი ცვლილებები ტარდება, იმდენად წარმატებული არ არის და ეხლა, რუსი ტურისტების დაკარგვის შედეგად ქართული ეკონომიკასათვის მიყენებული სერიოზული ზიანის გათვალისწინებით, ამისათვის მით უმეტეს არ არის ხელსაყრელი დრო.”

“სპუტნიკის” კომენტატორის განცხადება მანიპულაციურია, რადგან TBC Research-ის მონაცემებით, 2019 წლის ივლისის თვეში საქართველოში ტურისტების რიცხვი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.7%-ით გაიზარდა, ხოლო აგვისტოში ტურიზმის დინამიკა 7.4%-ით გაუმჯობესდა. ნარატივი, თითქოს რუსეთიდან ფრენების აკრძალვის გამო საქართველოში ტურიზმი და ეკონომიკა ინგრევა, მიზნად საქართველოს ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულების გაზვიადებულად წარმოჩენას ისახავს. რეალურად რუსი ტურისტების წვლილი საქართველოს ეკონომიკაში მხოლოდ 1.8%, ხოლო საჰაერო გზებით შემოსული რუსი ტურისტების – 0.5%-ია.

    1. 2019 წლის ივლისი-აგვისტოს თვეში ტურიზმის დინამიკა გაუმჯობესდა

TBC Research-ის მიერ 2019 წლის ივლისში ჩატარებული კვლევის მონაცემებით, ივლისის მეორე კვირაში, რუსეთიდან პირდაპირი ფრენების აკრძალვის შემოღებისთანავე რუსი ვიზიტორების რიცხვმა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან  შედარებით 21.4%-ით იკლო, თუმცა მომდევნო კვირას ეს კლება 13.5%-მდე დავიდა. საერთო ჯამში, მიმდინარე წლის ივლისის პირველ ორ კვირაში საქართველოში ტურისტების რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.2%-ით არის გაზრდილი.

TBC Research-ის სექტემბრის კვლევის თანახმად,  4 აგვისტო-1 დექტემბრის შუალდეში საერთაშორისო ვიზიტორების დინამიკა გაუმჯობესდა და ივლისის თვესთან შედარებით 7.2 პროცენტით გაიზარდა.

ამავდროულად, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის 2019 წლის ივლისის მონაცემებით, რუსეთი მაინც ინარჩუნებს ლიდერულ პოზიციას საერთაშორისო ვიზიტორთა სიაში.

"

ნარატივი, თითქოს რუსეთიდან ფრენების აკრძალვის გამო საქართველოში ეკონომიკა სერიოზულ ზარალს განიცდის, ბოლო პერიოდში აქტიურად ვრცელდება როგორც რუსულ ასევე კრემლისტური გზავნილების გამტარებელ ქართულ მედიაშიც.

    2. რუსი ტურისტების წვლილი საქართველოს ეკონომიკაში – 1.8%, ხოლო საჰაერო გზებით შემოსული რუსი ტურისტების წვლილი – 0.5%-ია

24 ივნისს ISET-მა გამოაქვეყნა მონაცემები, რომელიც მაკრო-სურათს ასახავს და რომლის მიხედვითაც, ტურიზმის წილი საქართველოს ეკონომიკაში არის 7.6%, რუსი ტურისტების მიერ შეტანილი წვლილი ეკონომიკაში კი – 1.8%, ხოლო საჰაერო გზებით შემოსული რუსი ტურისტების წვლილი – 0.5%.

"

ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის 2018 წლის ანგარიშის თანახმად, რუსეთის მოაქალაქეები გაცილებით ნაკლებს ხარჯავენ, ვიდრე ევროპის, ამერიკის და აზიის ქვეყნებიდან. ხარჯვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს ესპანეთს (3 541 ლარი), რომელსაც მოსდევს აერთიანებული სამეფო – 3 189, აშშ – 3 047, ყატარი – 2 868; არაბთა გაერთიანებული საემიროები – 2 719 ლარი; იტალია – 2 504;  საუდის არაბეთი – 2 500 ლარი; საფრანგეთი – 2 459 ლარი, ისრაელი – 2 407 და სხვა, ხოლო რუსეთის მოქალაქეების დანახარჯი საშუალოდ 1 326 ლარს შეადგენს.

მართალია, ქვეყნების ჯგუფის მიხედვით რუსი ტურისტების ერთიანი დანახარჯი 2018 წელს 1.9 მილიარდი ლარი იყო, მაგრამ  სხვა ქვეყნის ტურისტების ჯამური მაჩვენებელი 5.3 მილიარდ ლარზე მეტს შეადგენს, რაც იმის მანიშნებელია, რომ საქართველო მხოლოდ რუს ტურისტებზე არ არის დამოკიდებული და ბაზრის შემდგომი დივერსიფიცირების შემთხვევაში, ამ მაჩვენებლის გაუმჯობესების შესაძლებლობა არსებობს, რაც ქართულ ეკონომიკას კრემლის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე ნაკლებად მოწყვლადს გახდის.

არმენ გასპარიანის შესახებ

არმენ გასპარიანი 2014 წლიდან რუსეთის ხელისუფლების მიერ დაფუძნებულ მედია საშუალება “სპუტნიკში” მუშაობს და ამავდროულად საინფორმაციო სააგენტო Россия сегодня-ს (Russia Today) მმართველობის წევრია. პარალელურად ის რუსეთის სახელმწიფო დუმას ახალგაზრდული პარლამენტის საბჭოს წევრი და რადიომაუწყებლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის რუსეთის ფედერაციის კავშირგაბმულობის სამინისტროს ჯილდოს მფლობელია. 2018 წლის დეკემბერში რუსეთის ოპოზიციამ გასპარიანი “პუტინის პროპაგანდისტების სიაში” შეიყვანა.



მითების დეტექტორის ლაბორატორია

თემატიკა: ეკონომიკა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist