სპუტნიკის 2 ტყუილი და კონსპირაციები ბალტიის ქვეყნებზე

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

კონპირაცია13456
236
VIEWS

2019 წლის 13 აგვისტოს Sputnik-georgia-მ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც საუბარია ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის მოსახლეობის შემცირებაზე. ვიდეოს თანახმად, ბალტიის ქვეყნებს ახალგაზრდები უმუშევრობის გამო ტოვებენ, ხოლო მიგრანტების მოზიდვის სახელმწიფო პროგრამები არ მუშაობს. ვიდეოში ასევე აღნიშნულია, რომ გაერომ ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი უკვე შეიყვანა იმ ქვეყნების რიცხვში, რომლებიც უახლოეს ათწლეულებში შესაძლოა მოსახლეობის გარეშე დარჩნენ.

ტყუილი N1: გაეროს მიხედვით, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი შესაძლოა უახლოეს ათწლეულებში მოსახლეობის გარეშე დარჩნენ

ფაქტი N1: გაეროს პროგნოზი, რომელიც შემდგომ ათწლეულებში მოსახლეობის გარეშე დარჩენილ ქვეყნებს აღრიცხავს, არ არსებობს

ქვეყნების სია, რომელშიც შეტანილია “გადაშენების პირას” მყოფი ქვეყნები, გაეროს კვლევებში არ იძებნება. გაეროს მონაცემების მიხედვით, შეფასებულია ბალტიის ქვეყნების მოსახლეობის პროგნოზი 2050 და 2100 წლებში, რომლის მიხედვითაც მათი მოსახლეობა იკლებს, თუმცა “გაქრობისგან” შორსაა. მოსახლეობის კლება ტენდენციაა როგორც აღმოსავლეთ ევროპაში, ასევე მსოფლიოს სხვა წერტილებშიც.

2017-2100 წლებში ესტონეთის მოსახლეობის პროგნოზი გაეროს მიხედვით ითვალისწინებს 1 310 000-დან 891 000-მდე შემცირებას. ხოლო ლიეტუვასა და ლატვიაში მოსალოდნელია, რომ 2100 წელს, შესაბამისად 1 904 000 და 1 149 000 ადამიანი ცხოვრობდეს.

ცხრილი1
წყარო: population.un.org

ტყუილი N2: ბალტიის ქვეყნებს ახალგაზრდები უმუშევრობის გამო ტოვებენ

ფაქტი N2: 2005-2018 წლებში უმუშევრობა ბალტიის ქვეყნებში შემცირდა

Eurostat-ის მონაცემების თანახმად, 2005-2018 წლებში ლიეტუვაში, ლატვიასა და ესტონეთში შემცირდა როგორც ზოგადი უმუშევრობა ასევე უმუშევრობა ახალგაზრდებშიც. მაგალითისთვის, ლიეტუვაში უმუშევრობის ინდექსმა 15-24 წლის ასაკის ახალგაზრდებში 15.8%-დან 11.1%-მდე დაიწია. რაც შეეხება ესტონეთსა და ლატვიას, იმავე ასაკობრივი კატეგორიის უმუშევრობის მაჩვენებელი შესაბამისად 3.3%-ით და 2.9%-ით შემცირდა. აღნიშნული სტატისტიკის გათვალისწინებით, შესაძლოა ითქვას, რომ უმუშევრობა ახალგაზრდების მიგრაციის მიზეზი არ არის. ემიგრაცია გამოწვეულია “ტვინების გადინების” გლობალური ტენდენციით, რაც როგორც ბალტიის ქვეყნებს, ასევე აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებსაც ახასიათებთ. ევროკავშირის რეგიონების ევროპულის კომიტეტის მიერ მომზადებული ანგარიშის მიხედვით, „ტვინების გადინება“ რეგიონში 4 თავისუფლების პრინციპის გათვალისწინებით და მაღალი კონკურენციითაა განპირობებული. 2017 წელს ევროკავშირის რეგიონის შიდა მიგრაციამ დაახლოებით 17 მილიონი შეადგინა, საიდანაც 32% 15-34 ასაკობრივ ჯგუფში შედიოდა. ახალგაზრდებისთვის ტოპ 2 მიმღები ქვეყანა გერმანია და დიდი ბრიტანეთია.

უმუშევრობის მაჩვენებელი ლიეტუვაში
ცხრილი2

უმუშევრობის მაჩვენებელი ესტონეთში
ცხრილი3

უმუშევრობის მაჩვენებელი ლატვიაში
ცხრილი4

წყარო: ec.europa.eu

კონსპირაციები

მანიპულაციური სტატისტიკის შემდეგ სპუტნიკის ვიდეო ორი კონსპირაციული შეკითხვით მთავრდება. რა ბედი ელის მოსახლეობისგან დაცლილ ტერიტორიას? ამ შეკითხვაზე სპუტნიკი შეთქმულებებს ავითარებს და კვლავ შეკითხვის სახით ორ ვერსიას გვთავაზობს – ბალტიის ქვეყნების ცარიელ ტერიტორიაზე შესაძლოა NATO-ს ახალი ბაზები განთავსდეს ან ის შესაძლოა აზიიდან და აფრიკიდან მიგრანტების სახლად გადაიქცეს.

კონსტირაციები

სპუტნიკისთვის “გადაშენების პირად მყოფიერების” სიაში მხოლოდ ბალტიის ქვეყნები არ შედიან. 2016 წელს სპუტნიკმა იგივე დეზინფორმაცია საქართველოს შესახებაც გაავრცელა, რაც შემდეგ ქართულმა გამოცემებმა გადაბეჭდეს. ამ მითის შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” ადრინდელი პუბლიკაცია.

სპუტნიკი

პროპაგანდის მეთოდები:

გაზვიადება და განზოგადება: აღძრავს უსაფუძვლო განგაშს, კონკრეტულ მოვლენას/ინფორმაციას მოვლენების დრამატიზების მიზნით განაზოგადებს.

კონსპირაცია 

კონსპირაცია აუდიტორიაში ეჭვისა და შიშის დათესვას ისახავს მიზნად. ასეთ დროს უგულებელყოფილია მეცნიერების, შესაბამისი საკითხის ექსპერტების მოსაზრებები, ავთენტური სამეცნიერო ნაშრომები. კონსპირაციების წრის გარღვევა რთულია, რადგანაც, ფაქტები, რომლებიც შეთქმულებებს აბათილებს, პროპაგანდისტების მიერ წარმოდგენილია, როგორც კონსპირაციის კიდევ ერთი “დამამტკიცებელი” საბუთი.


სტაჟიორი

თემატიკა: ეკონომიკა
ქვეყანა/ორგანიზაცია: ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist