სპუტნიკ საქართველომ ჰომოფობიური სათაური 6 დღის დაგვიანებით შეცვალა

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

Sputnik-Logo-472x265
235
VIEWS

2017 წლის 21 თებერვალს “სპუტნიკ საქართველო”-ს რუსულენოვან ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა მასალა, სათაურით “საქართველოში, შესაძლოა, ლესბოსელობა და მამათმავლობა დაუშვან”. 6 დღის შემდეგ, 27 თებერვალს რედაქციამ სტატიის სათაური ახლით ჩაანაცვლა – “საქართველოში ქალთა წინადაცვეთის აკრძალვა სურთ”.

სტატია, რომლის ჰომოფობიური სათაური მოგვიანებით შედარებით ნეიტრალურით ჩანაცვლდა, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საკანონმდებლო პაკეტს შეეხება. წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი ქალთა უფლებების გაუმჯობესებასა და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრას ითვალისწინებს და ლგბტ პირების უფლებრივ საკითხებს არ ეხება. ცვლილებების მიხედვით, სისხლის სამართლის კოდექსში შევა ახალი ცნება − ადევნება, რაც დასჯადი ქმედება იქნება. ასევე, დანაშაული იქნება იძულებითი სტერილიზაცია და ე.წ. ქალთა წინადაცვეთა. კანონპროექტის მიზანია, საქართველოს კანონმდებლობის “ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ” სტამბოლის კონვენციასთან შესაბამისობაში მოყვანა.

“სპუტნიკ საქართველო”-ს მიერ გამოყენებული პირველადი სათაური საქართველოში რუსული პროპაგანდის მუშაობის სპეციფიკას ასახავს. მისი მთავარი ინსტრუმენტი სწორედ ღირებულებებით და გრძნობებით მანიპულირებაა. მედიის განვითარების ფონდის კვლევის “ანტიდასავლური პროპაგანდა” მიხედვით, ყველაზე გავრცელებული გზავნილია – დასავლეთი თავს გვახვევს ჰომოსექსუალობას.

1

“სპუტნიკ საქართველო”-ს შესახებ

სპუტნიკი მულტიმედიური საერთაშორისო პროექტია, რომელიც რუსული პროპაგანდის ერთ-ერთ მთავარ მედია პლატფორმას წარმოადგენს. საქართველოში სპუტნიკი ოფიციალურად 2015 წლის 23 იანვარს დარეგისტრირდა. სპუტნიკი ყოფილი რია ნოვოსტის ოფისშია განთავსებული. დამოუკიდებლობა.com-ის ანგარიშის თანახმად, აღნიშულ ოფისში პრესკონფერენციები გამართეს ”მრავალეროვანი საქართველოს ანტიფაშისტურმა კოალიციამ” (რევაზ გოგიძე, გენერალი ტრისტან წითელაშვილი); ”ევრაზიის ინსტიტუტის” თანამშრომელმა შოთა აფხაიძემ, ”საქართველოს სლავი ხალხების ნაციონალური კონგრესმა”; ”საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობამ” (ნოდარ ცოტნიაშვილი) და სხვებმა.

თემატიკა: იდენტობა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
წყარო

წყარო

სპუტ
სპუტნიკ საქართველო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist