სპუტნიკ-საქართველო: “ობიექტივი” რუსულ მაუწყებლობაზე უარს არ იტყვის

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

11121
336
VIEWS

ტელეკომპანია “ობიექტივის” მენეჯერმა ზვიად ავალიანმა “სპუტნიკ-საქართველოსთან” იმ სანქციებზე ისაუბრა, რომელიც ტელეარხს რუსულ ენაზე გადაცემების ეთერში გაშვების გამო მარეგულირებელმა კომისიამ დააკისრა. სპუტნიკთან 10 იანვრის ინტერვიუში ავალიანმა აღნიშნა, რომ რუსულენოვანი გადაცემების სამიზნე აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობაა. მისივე თქმით, გადაცემები რუსულ ენაზე აღდგება, თუმცა რა ფორმით და როგორ, ამაზე ისინი მუშაობას აგრძელებენ.

ზვიად ავალიანი: “ეს გადაცემები, მეტწილად, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობაზეა გათვლილი. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი მიმართულებაა და მასზე უარს არ ვიტყვით. ახლა, საახალწლო დღესასწაულების პერიოდში, პოლიტიკური გადაცემები თითქმის არ გადის. მათი აღდგენის შემდეგ ამ გადაცემებსაც რუსულ ენაზე დავტოვებთ. თუმცა, რა ფორმით, რამდენ წუთს გაგრძელდება გადაცემა, იქნება თუ არა თარგმანი – ამ ტექნიკური საკითხების შესახებ ვმუშაობთ.”

“მედიის განვითარების ფონდის” საჩივრისა და მარეგულირებელი კომისიის სანქციის საფუძველი “ობიექტივის” ეთერში ორი გადაცემის – “ღამის სტუდია – ყველას გასაგონად” და Неделя” – რუსულ ენაზე ტრანსლირებაა. Неделя-ს წამყვანი ვასილ კაპანაძე, ხოლო გადაცემას “ღამის სტუდია – ყველას გასაგონად” ვალერი კვარაცხელია უძღვება, რომელიც MDF-ისა და “მითების დეტექტორის” კვლევების თანახმად, პრო-რუსული და ანტი-დასავლური განცხადებებითა და ყალბი ინფორმაციის გავრცელებით გამოირჩევა.

მაუწყებლობის შესახებ კანონის 381 მუხლის თანახმად, საქართველოში ავტორიზებულმა საერთო ეროვნული მაუწყებლობის განმახორციელებელმა ტელემაუწყებელმა სამაუწყებლო ბადეში პროგრამები საქართველოს სახელმწიფო ენაზე უნდა განათავსოს. საქართველოს სახელმწიფო ენა საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, არის ქართული, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში − აგრეთვე აფხაზური.

“ობიექტივის” მენეჯერი ზვიად ავალიანი, ამავდროულად მარეგულირებელი კომისიის ახალი პლატფორმის “მედიაკრიტიკა” ავტორია. ზვიად ავალიანს “მედიაკრიტიკაზე” 2019 წლის 5 ნოემბერს გამოქვეყნებული აქვს რეცენზია, სათაურით “რას ნიშნავს პრორუსული მედია?”, რომელშიც ავტორი საქართველოში რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლას “კუდიანებზე ნადირობას” ადარებს, რომლის მიზანიც განსხვავებული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედია საშუალებების მარგინალიზაციაა. მაგალითისთვის, ზვიად ავალიანი მკითველს შეკითხვას უსვამს, “არის თუ არა რუსეთთან დიალოგის პოზიტიურ კონტექსტში გაშუქება პრორუსულობა?”

ზვიად ავალიანს “ობიექტივის” ეთერში არაერთხელ გაუჟღერებია ისეთი გზავნილები, რომლებიც NATO-ს მიმართ სკეპტიციზმის გაღვივებას ემსახურება. ავალიანი იმეორებს “პატრიოტთა ალიანსის” დღის წესრიგს სამხედრო მიუმხრმლობის შესახებ.

ობიექტივი, ღამის სტუდია, 12 დეკემბერი
ზვიად ავალიანი, წამყვანი: „პრინციპში, დაიხურა ნატოსკენ მიმავალი კარი როგორც ჩანს ამ ისტორიულ ეტაპზე და ამიტომ, უნდა ვიფიქროთ სხვა გამოსავალზე და თუნდაც ვიფიქროთ მიუმხრობლობაზე, როგორც ამ წუთში ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტზე“.

თავად “ობიექტივი” როგორც ადგილობრივი სადამკვირვებლო, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებით, ანტიდასავლური განწყობებისა და სიძულვილის ენის შემცველი სარედაქციო პოლიტიკით გამოირჩევა, თუმცა ამის შესახებ “მედიაკრიტიკაზე” 13 იანვრის მდგომარეობით ერთი ბლოგი თუ რეცენზიაც კი არ გვხვდება. “მედიაკრიტიკის” დაკვირვების ქვეშ არა ქსენოფობიური სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედია, არამედ ძირითადად ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედია საშუალებები ექცევა ძირითადად.

"

"

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist