“Sputnik-Ossetia-ს” 3 ტყუილი ჟენევის მოლაპარაკებების შესახებ

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

სპუტნიკი 2
269
VIEWS

2019 წლის 4 აპრილს, ონლაინ გამოცემა ,,Sputnik-Ossetia’’-მა გამოაქვეყნა სტატია, სათაურით ,,სამხრეთ ოსეთმა ჟენევაში ამერკავკასიის მშვიდობისთვის ყველაზე დიდი საფრთხე დაასახელა’’. მასალა 2-3 აპრილს ჟენევის დისკუსიების 47-ე რაუნდს ეხება. “Sputnik-Ossetia” ჟენევის მოლაპრაკებების შესახებ წერს, რომ ის მედვედევ-სარკოზის შეთანხმების შესაბამისად იმართება, რომელსაც თითქოს საქართველოს მიერ ე.წ. “სამხრეთ ოსეთის” წინააღმდეგ გახორციელებული 2008 წლის აგვისტოს  სამხედრო აგრესიის შემდეგ მიაღწიეს. გამოცემა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ საქართველოს მხარის კონტრპროდუქტიულმა პოზიციამ ხელი შეუშალა  ძალის არგამოყენების შესახებ ერთობლივი განცხადების გაკეთებას, აღნიშნული განცხადების მნიშვნელობას კი საქართველოში აშშ-სა და ნატოს სამხედრო აქტიურობასთან აკავშირებს. ასევე, სპუტნიკის თანახმად, მონაწილეების უმრავლესობამ აღიარა, რომ აფხაზეთსა და ე.წ. “სამხრეთ ოსეთსა” და საქართველოს შორის საზღვარზე მდგომარეობა სტაბილურია.

ჟენევის მოლაპრაკებების შესახებ Sputnik-Ossetia-ს სტატიაში გახმოვანებული კრემლის პოზიცია 3 ტყუილს  მოიცავს. “მითების დეტექტორი” გთზავაზობთ ჟენევის მოლაპარაკებების შესახებ Sputnik-Ossetia-ს 3 ტყულის და  რეალურ ფაქტებს.

ტყუილი 1: ჟენევის მოლაპრაკებები იმართება მედვედევ-სარკოზის შეთანხმების შესაბამისად, რომელსაც თითქოს საქართველოს მიერ ე.წ. “სამხრეთ ოსეთის” წინააღმდეგ გახორციელებული 2008 წლის აგვისტოს  სამხედრო აგრესიის შემდეგ მიაღწიეს.

Sputnik-Ossetia: “ჟენევის მოლაპარაკებები ამიერკავკასიის უსაფრთხოების შესახებ  იმართება მედვედევ-სარკოზის შეთანხმების შესაბამისად, რომელსაც საქართველოს მიერ სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ გახორციელებული 2008 წლის აგვისტოს  სამხედრო აგრესის შემდეგ მიაღწიეს. მისი მთავარი მიზანი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის უსაფრთოხების უზრუნველყოფაა”.

“Женевские дискуссии по безопасности в Закавказье проводятся в соответствии с договоренностями Медведева-Саркози, достигнутыми после августовской военной агрессии Грузии против Южной Осетии в 2008 году . Их основная цель — обеспечение прочной безопасности Южной Осетии и Абхазии”.

სიმართლე: 2008 წლის აგვისტოში განვითარებულ მოვლენებში საერთაშორისო საზოგადოების მიერ აგრესორად რუსეთია აღარებული. აღსანიშნავია, რომ ჟენევის მოლაპარაკებებში ევროკავშირი, გაერო და ეუთო მედიატორებად არიან წარმოდგენილები.

რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შემდეგ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის მედიატორობით და ევროკავშირის მაშინდელი თავმჯდომარე ქვეყნის საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის ჩართულობით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ექვსპუნქტიანი შეთანხმება შემუშავდა, რომელსაც რუსულმა მხარემ 16 აგვისტოს მოაწერა ხელი. ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს რუსეთი დღემდე არ ასრულებს, მათ შორისაა ძალის გამოყენებაზე და საბრძოლო მოქმედებებზე უარის თქმა, ასევე, საქართველოსაგან განსხვავებით რუსეთის შეიარაღებული ძალები არ  დაბრუნებულან სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე არსებულ ხაზზე.

ტყუილი 2: საქართველოს მხარის კონტრპროდუქტიულმა პოზიციამ ხელი შეუშალა ძალის არგამოყენების შესახებ ერთობლივი განცხადების გაკეთებას, აღნიშნული განცხადების მნიშვნელობა კი საქართველოში აშშ-სა და  ნატოს სამხედრო აქტიურობასთან არის დაკავშირებული.

Sputnik-Ossetia:“ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრებისა და მისი პარტნიორების რეგულარული წვრთნები საქართველოს ტერიტორიაზე  ღიად გამომწვევ ხასიათს ატარებს. ამ კონტექსტში, ძალის არგამოყენების შესახებ ერთობლივი განცხადების გაკეთების აუცილებლობას  სამმა დელეგაციამ გაუსვა ხაზი. საქართველოს მხარის კონტრპროდუქტიულმა პოზიციამ ამ საკითხში წინსვლა ამჯერადაც არ დაუშვა. “

“Откровенно вызывающий характер носят регулярно проводимые на грузинской территории учения стран-членов и партнеров Североатлантического альянса. В этом контексте три делегации подчеркнули необходимость принятия совместного заявления о неприменении силы. Однако контрпродуктивная позиция грузинской стороны в очередной раз не позволила продвинуться в этом вопросе”, – отмечается в сообщении.

სიამრთლე: ძალის არგამოყენების ვალდებულების აღება 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის შემდეგ გახდა აქტუალური, რაც პრეზიდენტ მედვედევის მიერ ხელმოწერილ 6 პუნქტიან შეთანხმებაშიც არის ასახული.  თუმცა, ძალის არგამოყენების შესახებ განცხადების გაკეთებაზე თავად რუსეთი უარს ამბობს. საქართველომ ძალის არგამოყენების შესახებ განცხადება აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების დონეზე გააკეთა.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში, 10 წელზე მეტია  საქართველო დაჟინებით ითხოვს რუსეთისგან, რომ ძალის არგამოყენების შესახებ განცხადება გააკეთოს. რასაც მას პრეზიდენტ მედვედევის მიერ ხელმოწერილი 6 პუნქტიანი შეთანხმებაც ავალდებულებს. თუმცა, რუსეთი უარს აცხადებს იმ მოტივით, თითქოს ის კონფლიქტის მხარეს არ წარმოადგენს.

რუსეთისაგან განსხვავებით, საქართველოს პრეზიდენტმა ჯერ კიდევ 2010 წელს ევროპარლამენტში  ძალის გამოუყენებლობაზე ცალმხრივი ვალდებულების აღების შესახებ განაცხადება გააკეთა, რაც შემდეგ არაერთხელ დაადასტურა ქართულმა მხარემ, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტმა 2016 წელს მსოფლიო ჰუმანიტარულ სამიტზე. 2013 წლის 7 მარტს კი საქართველოს პარლამენტმა ანალოგიური რეზოლუცია მიიღო ძალის არგამოყენების თაობაზე.

აღსანიშნავია, რომ რეგიონის სტაბილურობას მთავარ საფრთხეს თავად რუსეთის ფედერაცია უქმნის, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების უგულებელყოფით, საქართველოს ტერიტორიების მილიტარიზაციითა და მათი ოკუპაციით.

ტყუილი 3: აფხაზეთსა და ე.წ. “სამხრეთ ოსეთსა” და საქართველოს შორის საზღვარზე მდგომარეობა სტაბილურია.

Sputnik-Ossetia:“მონაწილეების უმრავლესობამ აღიარა, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის საზღვარზე მდგომარეობა სტაბილურია.

“большинство участников признали, что ситуация на границах Абхазии и Южной Осетии с Грузией стабильна”.

სიმართლე: ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საქართველოს შორის გამყოფი ხაზის გასწვრივ მიმდინარეობს ბორდერიზაცია, ფიქსირდება საქართველოს მოქალაქეების მკვლელობისა და გატაცების ფაქტები, რასაც განიხილავენ ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებშიც. აღსანიშნავია რომ 47-ე რაუნდზე  თანათავმჯდომარეებმა (ევროკავშირი ეუთო გაერო) და მონაწილეებმა აშშ-დან და საქართველოდან შეშფოთება გამოხატეს ირაკლი კვარაცხელიას რუსეთის სამხედრო ბაზაზე ტყვეობაში გარდაცვალების გამო.

2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების შემდეგ რფ-ს საოკუპაციო ძალებისა და მარიონეტული რეჟიმების  მიერ მოკლულია: 43 საქართველოს მოქალაქე; გატაცებულია და დაკავებულია:  3000- მდე საქართველოს მოქალაქე; დამატებით ოკუპირებულია (“ბორდერიზაცია”): 32 სოფელი, “ბორდერიზაციის” საზღვრებში მოქცეულია ბაქო-სუფსის ნავთობსადენი.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირმა (ერთ-ერთმა თანათავმჯდომარემ) 2018 წელს მიიღო რეზოლუცია “რუსეთის თავდასხმიდან 10 წლის შემდეგ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ”, სადაც ევროკავშირი “მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას შეწყვიტოს ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის შემდგომი ბორდერიზაცია, რაც განახორციელა მავთულხლართების და სხვა ხელოვნური დაბრკოლებების ინსტალაციის მეშვეობით; აგრეთვე შეწყვიტოს საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შეღწევა და ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის შემდგომი გადმოწევა, ხალხებს შორის კონტაქტების ხელოვნურად ხელშეშლა და ორივე ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობის იზოლირება”.

"


მითების დეტექტორის ლაბორატორია

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist