Sputnik Abkhazia ამტკიცებს, რომ ირანელი გენერალი ტერორისტი არ იყო

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

დეზა
233
VIEWS

2020 წლის 4 იანვარს Sputnik Abkhazia-მ გამოაქვეყნა სტატია, სათაურით “ ირანელი გენერლის მკვლელობა აშშ-ის სისუსტეზე მეტყველებს” (Убийство иранского генерала обнажает слабость США). სტატიაში მითითებულია, რომ მერიკის შეერთებული შტატების მიერ 2 იანვარს ლიკვიდირებული  ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი ტერორისტი არ იყო და მისი მკვლელობით შტატებმა წითელი ხაზი გადაკვეთეს. ანალოგიური სტატია კრემლისუტირმა საინფორმაციო სააგენტო РИА Новости-მაც გამოაქვეყნა.

Sputnik Abkhazia: “სამხედრო მოქმედებები – კერძოდ, ტერორისტების წინააღმდეგ – ამერიკელების მიერ რეგულარულად ტარდება. ოქტომბერში სპეცოპერაციის შედეგად ისლამური სახელმწიფოს ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი მოკლეს. მაგრამ ყასემ სოლეიმანი ტერორისტი არ იყო. ის იყო მაღალი რანგის სახელმწიფო მოღვაწე და გაეროს წევრი ქვეყნის კანონიერი ხელისუფლების წარმომადგენელი. ამ მკვლელობით ამერიკელებმა საერთაშორისო პოლიტიკის წითელი ხაზი დემონსტრაციულად გადაკვეთეს.”

სპუტნიკის განცხადება სიცრუეა, ვინაიდან მართალია, ოფიციალურად ყასემ სოლეიმანი ირანის შეიარაღებული  ძალების ელიტური ქვედანაყოფის “ყუდსის” მეთაური იყო, თუმცა წლების განმავლობაში “ყუდსის” გენერალი რადიკალურად განწყობილ ჯგუფებს, მათ შორის ტერორისტულ ორგანიზაცია ჰეზბოლას, იარაღით ამარაგებდა, წვრთნიდა და გეგმავდა მათ ოპერაციებს. აშშ-ს ცეტრალური დაზვერვის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის ინფორმაციით, სოლეიმანი  600-ზე მეტი ამერიკელის მკვლელობაზეა პასუხიმგებელი. აშშ-მა, საუდის არაბეთმა და ბაჰრეინმა სოლეიმანი ტერორისტების სიაში შეიყვანეს. (stlucysvision.com)  

1980 წელს დაწყებული ირან-ერაყის ომის დროს ყასემ სოლეიმანი ომის გმირი გახდა და 1998 წელს ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ელიტური ქვედანაყოფის, „ყუდსის ძალების“ მეთაურად დაინიშნა. ამ პერიოდიდან, მან მოახერხა ირანის კავშირების გაძლიერება დაჯგუფება “ჰეზბოლასთან” ლიბანში, ბაშარ ალ ასადის მთავრობასთან სირიაში და შიიტურ დაჯგუფებებთან ერაყში. სოლეიმანის მმართველობის ქვეშ მყოფი “ყუდსის” დავალებით ტერორისტული ორგანიზაცია “ჰეზბოლა” სირიაში სხვადასხვა დაჯგუფებების მეშვეობით მოქმედებდა. 2020 წლის 5 იანვარს სწორედ “ჰეზბოლა” გამოეხმაურა ირანელი გენერლის ლიკვიდაციას და ამერიკის შეერთებულ შტატებს შურისძიებით დაემუქრა.

სოლეიმანის მიერ აშშ-ს წინააღმდეგ განხორციელებული სპეცოპერაციების სიაში 2007 წელს განხორციელებული თავდასხმა შეჰყავთ: 2007 წელს ერაყის ჩრდილოეთით მდებარე ამერიკულ ბაზაზე “ყუდსის” ხუთი წევრი შეიჭრა,  ერთი ამერიკელი სამხედრო ადგილზე მოკლა და ოთხი დაატყვევა. რამდენიმე დღეში გატაცებულთა ნაწამები სხეულები მიგდებულ ავტომობილში იპოვეს. ამერიკელმა სამხედრო მაღალჩინოსნებმა მომხდარში პირადად სოლეიმანი დაადანაშაულეს.

ამის შემდეგ  ირანელი გენერალი ამერიკული სპეცსამსახურების განსაკუთრებული ყურადღების ობიექტი გახდა.

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვი სააგენტოს ყოფილმა დირექტორმა დევიდ პეტრეუსმა Foreign Policy-სათვის მიცემული ინტერვიუში განაცხადა, რომ ყასემ სოლეიმანი პასუხისმგებელია იმ ასაფეთქებელი მოწყობილობებისა და შეიარაღების მიწოდებისთვის, რომელმაც 600-ზე მეტი ამერიკელი სამხედროს სიკვდილი გამოიწვია.

აშშ-ს ხელმძღვანელი პირები ამტკიცებენ, რომ ერაყის ომის დროს სწორედ სოლეიმანის დაჯგუფება ამარაგებდა ერაყელ მეამბოხეებს სპეციალური მომბებით, რომელთაც ჯავშნის გახლეჩა შეეძლოთ, რაც სასიკვდილო იარაღი იყო ამერიკელი ჯარისკაცების წინააღმდეგ. თუმცა, ირანი ამ ბრალდებებს ყოველთვის უარყოფდა.

2018 წელს საუდის არაბეთმა და ბაჰრეინმა, ხოლო 2019 წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ყასემ სოლეიმანი ტერორისტების, ხოლო “ყუდსი” ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანეს.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ირანი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist