სოციალური ქსელში კანადის პრემიერ მინისტრის გაყალბებული ფოტო ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

663
VIEWS

31 მაისს ფეისბუქ-მომხმარებელმა Fantina Georgian გამოაქვეყნა ფოტო სათაურით – „კანადის ყურცქვიტა და ცელქი პრემიერი ტრიუდო.” აღწერის მიხედვით, ფოტოზე კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდოა გამოსახული, რომელიც ანიმაციური გმირების ტანისამოსშია გამოწყობილი.

trudo სოციალური ქსელში კანადის პრემიერ მინისტრის გაყალბებული ფოტო ვრცელდება

სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო პროგრამულადაა დამუშავებული და ყალბი აღწერით ვრცელდება. ფოტოს ავთენტურ ვერსიაზე კანადის პრემიერ-მინისტრის ნაცვლად, უცნობი მამაკაცია გამოსახული.

trudo 2 სოციალური ქსელში კანადის პრემიერ მინისტრის გაყალბებული ფოტო ვრცელდება

ფოტოს გადამოწმება საძიებო ხელსაწყო TinEye-ს საშუალებით მოხდა. ფოტოს ყველაზე მეტად გავრცელებულ ვერსიაზე ჯასტინ ტრუდოს ნაცვლად უცნობი მამაკაცია გამოსახული.

მნიშვნელოვანია, რომ ფოტოების ისეთი დეტალი, როგორიცაა სახის ფორმა, იდენტურია, რაც გვაძლევს საშუალებას, დავასკვნათ, რომ ტრიუდოს ფოტო სწორედ მოცემული ფოტოს მოდიფიკაციითაა მიღებული. ტრუდოსა და ორიგინალ ფოტოზე გამოსახულ მამაკაცს ერთმანეთისგან განსხვავებული თვალები და ცხვირის ფორმა აქვთ.

trudo 3 სოციალური ქსელში კანადის პრემიერ მინისტრის გაყალბებული ფოტო ვრცელდება

აღსანიშნავია, რომ ფოტო, რომელშიც სხვადასხვა ადამიანის სახე პროგრამულადაა ჩამატებული, ინტერნეტში 2008 წლიდან იძებნება.

trudo 4 სოციალური ქსელში კანადის პრემიერ მინისტრის გაყალბებული ფოტო ვრცელდება

ჯასტინ ტრუდოს დისკრედიტაციისაკენ მიმართული ვიზუალური მანიპულაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც გადაამოწმა. ვრცლად, იხილეთ:


მითების დეტექტორის სტაჟიორი 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: კანადა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist