სოციალურ ქსელში ზელენსკის და პორტუგალიელი ლიდერების ყალბი ფოტო ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

656
VIEWS

7 ივნისს ფეისბუქ-მომხმარებელმა გამოაქვეყნა ფოტო, რომლის აღწერის თანახმადაც, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკის ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იმყოფება, ფოტოზე ჩანს თითქოს უცხოელი ლიდერები ზელენსკის სიარულში ეხმარებიან. იდენტური ფოტო გავრცელდა რუსულ მედიაპორტალზე Миртесен და გამოაქვეყნა ტიკ-ტოკ ანგარიშმა voice_of_russia (1,2).

გავრცელებული ფოტო პროგრამულად არის დამუშავებული. რეალურ ფოტოში მხოლოდ პორტუგალიის პრეზიდენტ მარსელუ რებელუ დი სოუზას აქვს ზელენსკის მკლავზე ხელი მოკიდებული და პრემიერ-მინისტრი ლუის მონტენეგრო მას უბრალოდ გვერდით მიჰყვება.

გაყალბებული ფოტოს რეალური ვერსია 28 მაისს უკრაინის პრეზიდენტის ლისაბონში ვიზიტის დროს არის გადაღებული. ფოტოზე ზელენსკის პორტუგალიელ ლიდერებთან, პრეზიდენტ მარსელუ რებელუ დი სოუზასთან და პრემიერ-მინისტრ ლუის მონტენეგროსთან ერთად ვხედავთ.

პროგრამულად დამუშავებული ფოტო რეალური ფოტო

რეალურ ფოტოზე ჩანს, რომ ზელენსკის მკლავზე ხელი მხოლოდ პორტუგალიის პრეზიდენტს აქვს ჩაკიდებული და პრემიერმინისტრი უბრალოდ მათ გვერდით მიჰყვება. პროგრამულად დამუშავებული ფოტო ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ზელენსკის სიარულში დახმარება სჭირდება. პორტუგალიურმა მედიამ SIC Notícias ზელენსკის დახვედრიდან ვიდეოც გაავრცელა, რომელშიც ზუსტად ის მომენტი ჩანს, როცა პორტუგალიის პრეზიდენტი ზელენსკის მკლავზე ხელს ჰკიდებს და შემდეგ ლიდერები ერთად აგრძელებენ სიარულს, ვიდეოში ასევე ჩანს ლუის მონტენეგროც. 

ის ნარატივი, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ნარკოტიკებზეა დამოკიდებული, კრემლის პროპაგანდის ნაწილია და პრეზიდენტის დიკრედიტაციისთვის ხშირად გამოიყენება. იხილეთ რამდენიმე მაგალითი:

უკრაინის პრეზიდენტზე სხვა თემატიკის ვიზუალური მანიპულაციებიც ხშირად ვრცელდება. მაგალითად: 

წყაროს შესახებ:

ფეისბუქ-ანგარიში Георгий Кушиташвили ყალბ ინფორმაციას სისტემატურად ავრცელებს. “მითების დეტექტორს” ანაგრიშის მიერ გავრცლებული დეზინფორმაცია წარსულშიც არაერთხელ გადაუმოწმებია.

არქივის ბმულები: ფეისბუქ-პოსტი, Миртесен


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: პოლონეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist