სოციალურ ქსელში ვაშინგტონის შტატის სტატისტიკა მანიპულაციურად ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

16
VIEWS

4 მაისს ფეისბუკის მომხმარებელმა, Nodari papinashvil-მა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ასოციაცია “ლაზაროსის” სამკურნალო მიმართულების ხელმძღვანელი, თინათინ გოცაძე ვაქცინაციის შემდეგ კორონავირუსით ინფიცირებაზე საუბრობს. გოცაძის მიხედვით, ვაშინგტონში ფაიზერის ორივე დოზით ვაქცინირებული 102 ადამიანი აცრიდან ორი კვირის შემდეგ კოვიდ-19-ით დაავადდა, მათ შორის ათი უმძიმეს მდგომარეობაშია, ხოლო ორი მათგანი გარდაიცვალა. ამ მონაცემებით გოცაძეს სურს დაამტკიცოს, რომ ვაქცინა არაა ეფექტიანი და იგი ორი დოზის მიღების შემთხვევაშიც კი არ გვიცავს.

თინათინ გოცაძე: “ეს ფაქტები მოგვყავს იმისთვის, რომ დაგარწმუნოთ, რომ ჯერჯერობით ვაქცინის ეფექტურობა, რომ ის გიცავს, ვერ დასტურდება.”

;
თინათინ გოცაძის განცხადება მანიპულაციურია,  ვაქცინირებული ადამიანების კოვიდ-19-ით ინფიცირება ვაქცინების არაეფექტიანობას არ ამტკიცებს.  ვაშინგტონის შტატში 1 მილიონი ვაქცინირებული ადამიანიდან, კოვიდ-19-ით ინფიცირების 0,01 % დაფიქსირდა, და უმეტეს შემთხვევაში, დაავადების მსუბუქი ფორმით გადატანა უზრუნველყო.

ამერიკელი ეპიდემიოლოგების მიხედვით, ვაშინგტონის შტატში 1 მილიონი ვაქცინირებული ადამიანიდან, კოვიდ-19-ით ინფიცირების 102  შემთხვევა დაფიქსირდა, რაც  ვაქცინირებულთა 0,01 პროცენტს წარმოადგენს. ოფიციალური პირების განცხადებით, ინფიცირებულთა მცირე რაოდენობას მსუბუქი სიპტომები აღენიშნებოდათ, ხოლო ორი გარდაცვლილი 80 წლის ასაკის ზევით იყო და თანმხლები დაავადებები ჰქონდა.
მეცნიერები ამ მოვლენას “ვაქცინების გარღვევას” (“vaccine breakthrough”) უწოდებენ, რომლებიც არა მხოლოდ კორონავირუსის საწინააღმდეგოდ შექმნილი, არამედ ნებისმიერი ვაქცინის შემთხვევაშია მოსალოდნელი.

CDC-ის განცხადებით,  კოვიდ-19-ის საწინააღმდეგოდ შექმნილი ვაქცინები ეფექტიანი და პანდემიის კონტროლის მნიშვნელოვან საშუალებას წარმოადგენს, თუმცა 100%-ით ეფექტიანი დაავადების თავიდან ასაცილებლად არც ერთი ვაქცინა არ არის და მსგავსი შემთხვევები მოსალოდნელი იყო. ამასთან, არსებობს იმის ალბათობა, რომ სრულად ვაქცინირებული ადამიანების მცირე რაოდენობა  კოვიდ-19-ით დაავადდეს ან გარდაიცვალოს.

კოვიდ-19-ის საწინააღმდეგოდ შექმნილი ვაქცინები ეფექტიანია

შეერთებულ შტატებში 2021 წლის 26 აპრილის მდგომარეობით 95 მილიონზე მეტი ადამიანი სრულად აიცრა. სხვა ვაქცინების მსგავსად,  კოვიდ-19-ის საწინააღმდეგოდ შექმნილ ვაქცინებსაც ახასიათებთ “გარღვევა” (Vaccine breakthrough), რაც იმას ნიშნავს, რომ ვირუსი ვაქცინის თავიდან აცილების გზას პოულობს. თუმცა ამის მიუხედავად, არსებობს იმის მტკიცებულებები, რომ ვაქცინაცია დაავადების მსუბუქად გადატანას უზრუნველყოფს.
”მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ბაზარზე არსებული ყველა ვაქცინა უმეტეს შემთხვევაში ხელს უშლის მწვავე დაავადებებსა და სიკვდილს, ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში ადამიანი უნდა აიცრას “, – აცხადებს მედიცინის დოქტორი უამიარ ა შაჰი.

პორტლენდის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის,  კენ სტენდმანის განცხადებით,   ეს მონაცემები იმაზე დაბალია, ვიდრე მოსალოდნელი იყო. “ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ ვაქცინები მუშაობს.”

New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნებული ორი კვლევის  მიხედვით, ამერიკაში ვაქცინის ორი დოზის მიღებიდან დაინფიცირების შემთხვევები ძალიან მცირეა.  ტეხასის  სამედიცინო ცენტრის 8,121 სრულად ვაქცინირებული თანამშრომელიდან ვაქცინაციის შემდეგ მხოლოდ ოთხი, ხოლო კალიფორნიის უნივერსიტეტის 14,990 თანამშრომელიდან მხოლოდ შვიდი დაინფიცირდა. The New York Times-ის მიხედვით, ეს კვლევები დაავადების ინტენსიური გადაცემის პირობებში ვაქცინების ეფექტიან მუშაობას აჩვენებს.

UC San Diego Health-ის ინფექციონისტის ფრანჩესკა ტორიანის განცხადებით, ინფექციები  მსუბუქი იყო და არ საჭიროებდა ჰოსპიტალიზაციას. ზოგიერთ ადამიანს არანაირი სიმპტომი არ აღენიშნებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ვაქცინამ ხელი შეუშალა ადამიანის მძიმედ დაავადებას.

CDC რეკომენდაციის მიხედვით, სრულად ვაქცინირებულმა ადამიანებმა საკუთარი თავისა და სხვა ადამიანების დასაცავად უნდა განაგრძნონ  ნიღბის ტარება, სოციალური დისტანციის შენარჩუნება, ხალხმრავალი და არავენტილირებული ადგილებითვის თავის არიდება.

თინათინ გოცაძეს სხვა ანტივაქსერ ექიმებთან ერთად კორონავირუსსა და ვაქცინებზე დეზინფორმაცია წარსულშიც გაუვრცელებია, რაზეც “მითების დეტექტორი” წერდა:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო
ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist