სოციალურ ქსელში “რენდის კორპორაციის” გაყალბებული დოკუმენტი ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

2.2k
VIEWS

17 სექტემბრიდან ქართულ და რუსულენოვანი გამოცემები (1,2,3) და ფეისბუქ ანგარიშები (1,2,3,4,5) შვედური გამოცემა Nya Dagbladet-ის სტატიის შესახებ ავრცელებდნენ ინფორმაციას. სტატიის მიხედვით, დოკუმენტი, რომელმაც ამერიკული ანალიტიკური კვლევითი ცენტრიდან “რენდის კორპორაციიდან” გამოჟონა, ამტკიცებდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ევროპაში ომსა და ენერგეტიკულ კრიზისს გეგმავდა.

მტკიცება, რომ შეერთებული შტატები ევროპაში ომსა და ენერგეტიკულ კრიზისს გეგმავდა, გაყალბებულ დოკუმენტს ეყრდნობა. გავრცელებული დოკუმენტი ფაქტობრივ შეცდომებს შეიცავს და მისი დიზაინი განსხვავდება “რენდის კორპორაციის” სხვა ანგარიშებისგან. თავად “რენდის კორპორაციამ” დოკუმენტის ნამდვილობა უკვე უარყო.

13 სექტემბერს შვედურმა გამოცემა Nya Dagbladet-მა შვედურ ენაზე ამერიკული ანალიტიკური ცენტრის “რენდის კორპორაციის” დოკუმენტის შესახებ მასალა ნამდვილად გამოაქვეყნა.  მასალაში 2022 წლის 25 იანვრით დათარიღებული დოკუმენტის ყველა ძირითადი პუნქტია განხილული. 

მათგან პირველი, რომელსაც “გერმანიის დასუსტება, აშშ-ის გაძლიერება” ჰქვია, ბრექსიტის შედეგად წარმოქმნილ გერმანიის მზარდ ეკონომიკურ დამოუკიდებლობას ეხება. Დოკუმენტის მიხედვით, ბრექსიტის შედეგად გერმანიის შეერთებულ შტატებზე დამოკიდებულება შემცირდება და შესაბამისად, რეგიონში აშშ-ს  ინტერესების გატარება გართულდება.

ამ მოცემულობის გამოსასწორებლად  ორი სტრატეგიაა დასახელებული: 1. უკრაინაში გერმანიისა და რუსეთის ომში ჩართვა, რაც გერმანიას  რუსეთის ენერგორესურსებზე უარი თქმას აიძულებს. 2. მწვანეთა პარტიებით მანიპულირება, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ სანქციებს დიდი ალბათობით მხარს დაუჭერენ.

დოკუმენტის ბოლოს გამოთქმულია იმედი, რომ ეს პროცესები ორი ქვეყნის ურთიერთობას დიდი ხნით დააზიანებს, ასევე დაასუსტებს გერმანიისა და მთლიანად ევროკავშირის ეკონომიკას, რაც ამერიკულ კომპანიებს კონკურენტებს ჩამოაშორებს. 

14 სექტემბერს “რენდის კორპორაციამ” გაავრცელა განცხადება, რომელშიც დოკუმენტის ნამდვილობა უარყო. 

15 სექტემბერს Nya Dagbladet-მა საკუთარი სტატიის ინგლისურენოვანი ვერსია გამოაქვეყნა, სადაც რენდის მიერ გავრცელებული განცხადებაც გვხვდება, თუმცა სტატიაში აღნიშნულია, რომ რენდის ერთადერთი არგუმენტი დოკუმენტის ავთენტურობის გასაბათილებლად ის იყო, რომ დოკუმენტი ყალბია, რაც გამოცემამ არასაკმარისად მიიჩნია. 

გავრცელებული დოკუმენტის ავთენტურობა გამოცემა Lead Stories-ის ფაქტების ანალიტიკოსებმაც გადაამოწმეს. გამოცემასთან კომენტარში “რენდის კორპორაციის” მედიასთან ურთიერთობის დირექტორმა ჯეფრი ჰიდეიმ დოკუმენტის ნამდვილობა კიდევ ერთხელ უარყო. 

დოკუმენტის შესახებ სტატია გამოცემა Logically-მაც გამოაქვეყნა. სტატიის მიხედვით, დოკუმენტის ფორმა და დიზაინი რენდის სხვა ანგარიშებისგან განსხავებულია. ამასთან, მას არ აქვს სათაური და არ აქვს მითითებული ავტორის ვინაობა. დოკუმენტი ასევე შეიცავს რამდენიმე ფაქტობრივ უზუსტობას, მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ორი პალატა მოხსენიებულია, როგორც “კონგრესი და სენატი” და არა როგორც “წარმომადგენელთა პალატა და სენატი.” ქვეთავში სახელად “კონტროლირებადი კრიზისი” ვხვდებით ინფორმაციას “ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის” პროექტის შეჩერების შესახებ, რაც 25 იანვრისთვის შეუძლებელი იქნებოდა, რადგან პროექტი 22 თებერვლამდე ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებდა, სანამ ის გერმანიის მხარემ არ შეაჩერა უკრაინაში რუსეთის ქმედებების გამო.

“რენდის კორპორაცია” დამოუკიდებელი, არაკომერციული კვლევითი ორგანიზაციაა, რომელიც კვლევებისა და ანალიზის დახმარებით გადაწყვეტილების მიღების პროცესის გამარტივებას ისახავს მიზნად. მისი კლიენტების რიგებში არიან როგორც შეერთებული შტატების სამთავრობო სააგენტოები, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები, კოლეჯები და უნივერსიტეტები. ორგანიზაციის კვლევები ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის უფასოდაა ხელმისაწვდომი. 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, გერმანია, შვეიცარია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist