სოციალურ ქსელში ლიონელ მესის პროგრამულად დამუშავებული ფოტო ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

1.5k
VIEWS

20-21 ნოემბერს რუსულენოვანმა ფეისბუქ ანგარიშებმა (1,2,3,4,5) არგენტინელი ფეხბურთელის ლიონელ მესის ფოტო გამოაქვეყნეს, რომელსაც ხელში ფურცელი უჭირავს წარწერით: “ZELENSKi idi NAHYi”. თანდართული აღწერის მიხედვით, მესიმ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნაზე თქვა თუ რას ფიქრობდა უკრაინელი ლტოლვილების შესახებ: “დავიღალე ამ უაზრო ომის ყურებით! ზელენსკი, წაიყვანე შენი ხალხი და გაყარე ისინი ევროპიდან, ჩვენ ვიცით სიმართლე!”.

mesi qhalbi სოციალურ ქსელში ლიონელ მესის პროგრამულად დამუშავებული ფოტო ვრცელდება

ლიონელ მესის ფოტო პროგრამულადაა დამუშავებული. ორიგინალ ფოტოში, რომელიც 2014 წელსაა გადაღებული, მესის ფურცელი უჭირავს წარწერით “Fuerza Luca”, რითაც ის სიმსივნით დაავადებულ 9 წლის ფანს ამხნევებდა. 

ფოტო, რომელზეც ლიონელ მესის თეთრი ფურცელი უჭირავს 2014 წლისაა. არგენტინელმა ფეხბურთელმა ის ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

mesi namdviliiiii სოციალურ ქსელში ლიონელ მესის პროგრამულად დამუშავებული ფოტო ვრცელდება

ფურცელზე დატანილი წარწერა “Fuerza Luca” (გამაგრდი ლუკა) კამპანიის ნაწილი იყო, რომლის მიზანიც სიმსივნით დაავადებული 9 წლის ლუკას დახმარება იყო. ამავე სახელწოდების ტვიტერის ანგარიშის მიხედვით, ლუკა არგენტინული საფეხბურთო კლუბის ბოკა ჯუნიორსის და მესის დიდი ფანი იყო. ანგარიშზე დღესაც იძებნება ათობით სხვა მომხმარებლის ფოტო ამავე წარწერით. 

fuerza luca სოციალურ ქსელში ლიონელ მესის პროგრამულად დამუშავებული ფოტო ვრცელდება

რაც შეეხება მიმართვას, რომელში გავრცელებული პოსტების მიხედვით, მესი ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდებს უკრაინელი ლტოლვილები ევროპიდან გაიყვანოს, მსგავსი შინაარსის განცხადება ღია წყაროებში არ იძებნება. 

არგენტინელი ფეხბურთელის გაყალბებული ფოტო “მითების დეტექტორმა” ადრეც გადაამოწმა. ვრცლად იხილეთ მასალაში: 


“სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზერომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.”  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: არგენტინა, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist