2022 წლის 29 დეკემბერს Facebook მომხმარებელმა Giorgi Tsivtsivadze მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) დამფუძნებლისა და აღმასრულებელი თავმჯდომარის, კლაუს შვაბის, ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეო 2022 წლის 14 ნოემბერს დიდი ოცეულის ქვეყნების ბიზნეს სამიტზე, B20-ზე შვაბის გამოსვლას ასახავს. პოსტის ავტორის თქმით, შვაბმა განაცხადა: “ჩვენ განზრახ ვიწვევთ ქაოსს საერთაშორისო დონეზე, რათა მივაღწიოთ გლობალურ ტექნოკრატიულ მმართველობას, რომელიც ჩვენ გვსურს. Დაწყევლილ იყოს გლეხები.”
კლაუს შვაბის ციტატა, თითქოს კლაუს მან აღიარა, რომ საერთაშორისო დონეზე ქაოსი ტექნოკრატიული მმართველობის დასამყარებლად იქმნება, ყალბია. შვაბს იდენტური ან მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია; თანდართულ ვიდეოში შვაბი საუბრობს იმ პოლიტიკური ტრანზიციის შესახებ, რომელიც თანამედროვე მსოფლიოში ხდება, რამაც შეიძლება ჩვენი სამყარო პოლიტიკურად ფრაგმენტული გახადოს. Თავის გამოსვლაში შვაბმა ხაზი ქვეყნების დაახლოების მიზნით G20 სამიტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
გავრცელებული ვიდეო კლაუს შვაბის 2022 წლის 14 ნოემბერის გამოსვლის „ინოვაციების ძალის გამოყენება მომავალი ეკონომიკური ზრდისთვის“ მცირე მონაკვეთს წარმოადგენს. B20 არის დიდი ოცეულის ქვეყნების ოფიციალურ ჯგუფს წარმოადგენს და გლობალური ბიზნეს საზოგადოებას აერთიანებს. მისი მიზანი გლობალური ეკონომიკური ზრდისა და განვითარების წახალისებაა.
თავის 12-წუთიან გამოსვლაში შვაბი ყურადღებას იმ სისტემურ რესტრუქტურიზაციაზე ამახვილებს, რომელიც ჩვენს გარშემო ხდება, ამ პროცესში კი მე-4 ინდუსტრიულ რევოლუციის განსაკუთრებულ როლს უსვამს ხაზს. ფეისბუქზე გავრცელებული ნაწყვეტში შვაბი მსოფლიო კრიზისების (მათ შორის ეკონომიკური, პოლიტიკური და ეკოლოგიური) შესახებ საუბრობს. შვაბის ამტკიცებს, რომ ჩვენი სამყარო უფრო მრავალპოლარული ხდება, ამ პოლიტიკურ ტრანსფორმაციას კი სამყაროს კიდევ უფრო დაყოფა შეუძლია. ამიტომ, შვაბის აზრით, G20-ს მსგავსი სამიტები ერთმანეთთან დასაკავშირებლად და დაყოფის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია.
კლაუს შვაბი, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი: “ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ მრავალ კრიზისზე, ეკონომიკურ, პოლიტიკურ, სოციალურ, ეკოლოგიურ და ინსტიტუციურ კრიზისებზე. მაგრამ რეალურად, რასაც უნდა დავუპირისპირდეთ, ესაა ჩვენი სამყაროს ღრმა და სტრუქტურული რესტრუქტურიზაცია. რა თქმა უნდა, ამას დრო დასჭირდება. პოლიტიკურად ამ პოლიტიკური ტრანსფორმაციის წარმმართველი ძალა მსოფლიოს მრავალპოლარულად გარდაქმნაა, რასაც აქვს ტენდენცია, რომ ჩვენი სამყარო უფრო ფრაგმენტული გახადოს. ამის გამო G20-ს მსგავსი ღონისძიებები ჩვენი დაკავშირებისთვის მნიშვნელოვანია. “
შვაბი ასევე საუბრობს მე-4 ინდუსტრიულ რევოლუციაზე და წინა ინდუსტრიულ რევოლუციებთან შედარებით მის განსხვავებებს განიხილავს. კონკრეტულად, ის ამბობს, თუ რამდენად მასშტაბური იქნება ცვლილებები და როგორი იქნება განვითარებული სამყაროს როლი გლობალურ კონკურენციისს როგორც ეროვნულ, ისე ბიზნეს დონეზე განსაზღვრაში. შვაბი საჯარო და კერძო თანამშრომლობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
თავის გამოსვლას შვაბი ნდობის შესახებ მსჯელობით ასრულებს. შვაბის თქმით, ბიზნესი არ უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ აქციონერებსა და დაინტერესებულ მხარეებს, არამედ უნდა ემსახურებოდეს ხალხს და პლანეტაზე ზრუნავდეს. შვაბის აზრით, ეს არის ერთადერთი გზა, რომლითაც ბიზნესს შეუძლია მოიპოვოს საჭიტო ნდობა, რომელიც მას სჭირდება, რათა იყოს ინოვაციური ძალა, რომელსაც საზოგადოების უკეთესობისენ შეცვლა შეუძლია.
მისი გამოსვლის არც ერთ მომენტში შვაბი ქაოსის მიზანმიმართულად შექმნაზე არ საუბრობს. შვაბი მოუწოდებს როგორც მთავრობებს, ასევე ბიზნესის ლიდერებს, კარგად დაფიქრდნენ, როგორი იქნება მე-4 ინდუსტრიული რევოლუცია და უკეთესი საზოგადოების შესაქმნელად ითანამშრომლონ. Შვაბის მიხედვით, ბიზნესებმა უკეთესად საზოგადოებისთვის კეთილდღეობისთვის უკეთესად უნდა იმოქმედონ, რათა ყველას დაეხმარონ და არა მხოლოდ ძალაუფლების მქონე აქტორებს.
კონსპირაციები კლაუს შვაბისა და მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის შესახებ “მითების დეტექტორს” წარსულშიც გადაუმოწმებია. დეტალურად იხილეთ ჩვენი მასალები:
- აქვს თუ არა კავშირი “მეოთხე ინდუსტრიულ რევოლუციას” 5G-სთან და კოვიდის ვაქცინასთან?
- წერს თუ არა შვაბი რელიგიისა და კერძო საკუთრების აკრძალვაზე და საიდან იღებს სათავეს 21/30-ის კონსპირაცია?
- რა (არ) აღიარა კლაუს შვაბმა?
- სოციალურ ქსელში 300-თა კომიტეტის ტექსტის ფრაგმენტს კლაუს შვაბს მიაწერენ
- გვპირდებიან თუ არა კლაუს შვაბი და სერგეი ბრინი იმპლანტირებას?
ალექსანდრა კუენინგი
ერასმუს CEERES პროგრამის სტუდენტი, მითების დეტექტორის სტაჟიორი
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.