სოციალურ ქსელში ჯასტინ ტრუდოს გაყალბებული ციტატები ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

524
VIEWS

19 სექტემბერს ფეისბუქ ანგარიშებმა (1,2) ჯასტინ ტრუდოს ციტატა გაავრცელეს, რომლის მიხედვითაც, კანადის პრემიერ-მინისტრი კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლას მწერების საკვებად მიღებით აპირებს. ფრაზაში ასევე ნათქვამია, რომ “ზოგიერთი ადამიანი ამის სასტიკი მოწინააღმდეგეა, თუმცა ისინი ქათმისა და საქონლის ხორცის ჭამას განაგრძობენ. ასეთ ადამიანებს არ სჯერათ მეცნიერების, ისინი ქალთმოძულეები და რასისტები არიან,” რაც ტრუდოს უჩენს კითხვას, უნდა აიტანონ თუ არა ისინი.

19 სექტემბერს ჯასტინ ტრუდოს კიდევ ერთი ფრაზა გავრცელდა. ფეისბუქ ანგარიშმა Igor Varzarschi კანადის პრეზიდენტის ტვიტის სქრინი გაავრცელა, რომელშიც ტრუდო აღნიშნავს, რომ ჰეშთეგის #TrudeauMustGo უკანასკნელი 24 საათის მანძილზე პოპულარობა პუტინის ქმედებების შედეგია და მის დისკრედიტაციას ისახავს მიზანად, შესაბამისად, კანადის მთავრობა ქვეყანაში ონლაინ კონტენტის რეგულირებასა და ცენზურის დაწესებას სწორედ ამიტომ აპირებს. 

sotsialur qselshi jastin trudos gaqhalbebuli tsitatebi vrtseldeba სოციალურ ქსელში ჯასტინ ტრუდოს გაყალბებული ციტატები ვრცელდება

ჯასტინ ტრუდოს ციტატა, რომელშიც ის მწერებით გამოკვებაზე საუბრობს გაყალბებულია. ციტატის თავდაპირველ ვერსიაში კანადის პრემიერი ვაქცინაციით პანდემიის დასრულებასა და ანტი-ვაქსერებზე საუბრობს. გავრცელებული ტვიტი ასევე ყალბია, ჯასტინ ტრუდოს წარმომადგენლის მიხედვით, რომელმაც კომენტარი Reuters-თან გააკეთა, ტრუდოს ტვიტერზე მსგავსი ფრაზა არ დაუწერია. 

ფრაზა, რომელშიც ტრუდო მწერებით კვების აუცილებლობაზე საუბრობს, გაყალბებულია. იგი კანადის პრემიერის მიერ 2021 წლის 16 სექტემბერს ტელეკომპანია Noovo-ს გადაცემაში  La semaine des 4 Julie გაკეთებული განცხადების ნაწილებს შეიცავს.

sotsialur qselshi jastin trudos gaqhalbebuli tsitatebi vrtseldeba 1 სოციალურ ქსელში ჯასტინ ტრუდოს გაყალბებული ციტატები ვრცელდება

ტრუდომ გადაცემის წამყვანის მიერ პანდემიის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა, რომ პანდემიის დაძლევის გზა ვაქცინაციაა, ადამიანთა მცირე ჯგუფი კი, რომელიც უარს ამბობს ვაქცინაციაზე, აცრილ უმრავლესობას ნორმალურ ცხოვრებაში დაბრუნებაში უშლის ხელს. 

გავრცელებული ციტატა:

“ჩვენ ვაპირებთ დავასრულოთ კლიმატის ცვლილება მწერების მოხმარების გზით. ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამას სასტიკად ეწინააღმდეგებიან. ისინი კვლავ ჭამენ ქათმისა და საქონლის ხორცს. მათ არ სჯერათ მეცნიერების. ისინი ხშირად ქალთმოძულეები და რასისტები არიან. ისინი ადგილს იკავებენ. ეს მე, როგორც ამ ქვეყნის ლიდერს, მიბიძგებს კითხვისკენ: მოვითმენთ ჩვენ ამ ხალხს?”

ნამდვილი ციტატა: 

“დიახ, ამ პანდემიიდან ვაქცინაციის გზით გამოვალთ. ჩვენ ყველა ვიცნობთ ადამიანებს, რომლებიც ცოტათი ყოყმანობენ. ჩვენ მათი დარწმუნების მცდელობას გავაგრძელებთ, თუმცა, ასევე არიან ადამიანები, რომლებიც სასტიკად ეწინააღმდეგებიან ვაქცინას… ისინი არიან ექსტრემისტები, რომლებსაც მეცნიერების არ სჯერათ. მათ შორის ხშირად არიან ქალთმოძულეები, ასევე რასისტები. ესაა პატარა ჯგუფი, რომელიც ძლიერდება და ჩვენ უნდა გავაკეთოთ არჩევანი, როგორც ლიდერებმა, როგორც ქვეყანამ, ვიქნებით თუ არა ჩვენ ტოლერანტულები ამ ხალხის მიმართ. თუ ვიტყვით, რომ ჰეი, კვებეკის მოსახლეობის უმეტესობა, 80% ვაქცინირებულია. ჩვენ გვინდა დავუბრუნდეთ იმას, რისი კეთებაც მოგვწონს…”

რაც შეეხება ჯასტინ ტრუდოს ტვიტს, რომელშიც ის გავრცელებული ჰეშთეგის #TrudeaoMustGo პოპულარობას ვლადიმირ პუტინს მიაწერს და კანადის მთავრობის მიერ ონლაინ კონტენტის რეგულაციებისა და ცენზურის მიმართ გამოხატავს მხარდაჭერას, ამგვარი ტვიტი ტრუდოს ტვიტერის პირად გვერდზე არ იძებნება. ამგვარი ტვიტი პლატფორმა Politwoops-ზეც არ იძებნება, რომელიც საჯარო ფიგურების მიერ წაშლილი ტვიტების ბაზაა. 

გავრცელებული სქრინი Reuters-მაც გადაამოწმა, გამოცემასთან კომენტარში ჯასტინ ტრუდოს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრს მსგავსი ფრაზა საკუთარ ტვიტერის გვერდზე არ დაუწერია. 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
ქვეყანა/ორგანიზაცია: კანადა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist